FM97.5 / LIVE

გიორგი გასვიანის საქმეზე ტრენინგის მონაწილეები იკითხებიან

მთავარისამართალი 20.12.2016
სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის გამომძიებელი ამ წუთებში ტრენინგის ორგანიზატორს ნინო ერემაშვილის კითხავს. ასევე ჩვენება უნდა მისცეს პირველი არხის ჟურნალისტმა ქეთი ელიაშივილმა.

გიორგი გასვიანის საქმეზე ტრენინგის მონაწილეები  იკითხებიან
18 დეკემბერს, ბორჯომში მომხდარი შემთხვევის შემდეგ სასტუმროში დაბრუნებულ tv “იბერიის“ ჟურნალისტს გიორგი გასვიანს ნინო ერემაშვილი და ქეთი ელიაშვილი შეხვდნენ. ტრენინგის მონაწილეებმა სწორედ ამის შესახებ უნდა მისცენ ჩვენება.

ტრენინგის ორგანიზატორის ნინო ერემაშვილის დაკითხვა დაახლოებით 20 წუთის წინ დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ბორჯომელ პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს. ინციდენტი 18 დეკემბერს მოხდა. მაშინ, როდესაც ჟურნალისტი, ბორჯომში, სასტუმრო ‘ქრაუმ პლაზაში’ სემინარზე მიდიოდა.

სწორედ აღნიშნული ტრენინგის „ადამიანის საერთაშორისო სტანდარტების“ მონაწილეები იკითხებიან ამ დროსთვის.

საქმეზე ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით ძიებას კიდევ ერთი 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი დაემატა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით გულისხმობს.

ბორჯომელი პოლიციელი და მისი ორი მეგობარი, რომლებსაც გიორგი გასვიანი ცემაში ადანაშაულებს ამ დრომდე დაკავებულები არ არის.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას გიორგი გასვიანის  საქმეზე  ტრენინგის ორგანიზატორთან
ჟურნალისტი, რომელიც ცემაში პოლიციელს  ადანაშაულებს, მთავარი პროკურორს შეხვდა
„იბერიას“ ჟურნალისტი  ბორჯომელ პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს
პროკურატურის განცხადება tv “იბერიის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე
Tv ‘იბერიას’ ჟურნალისტს პროკურატურამ  გამოძიების დეტალები გააცნო
ბორჯომელ პოლიციელს, რომელსაც ჟურნალისტი ცემაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება შეუჩერდა
„იბერიას“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს