FM97.5 / LIVE

„იბერიას“ ჟურნალისტი ბორჯომელ პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს

მთავარისიახლე, სამართალი 19.12.2016
ტელეკომპანია “იბერიის” წამყვანი გიორგი გასვიანი აცხადებს, რომ ბორჯომში ერთმა პოლიციელმა და მისმა ორმა მეგობრმა სცემა. ინცინდენტის მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო.

„იბერიას“ ჟურნალისტი  ბორჯომელ პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს

ჟურნალისტის თქმით, დაპირისპირება 18 დეკემბერს გვიან ღამით მოხდა, როდესაც ბორჯომში მოყინული გზის გამო, მისი მანქანა მოსრიალდა. სამართალდამცველი, რომელსაც გასვიანი ცემაში ადანაშაულებს, მეგობრებთან ერთად სწორედ იმ ქუჩაზე იმყოფებოდა.

„შეფერხებებით მოვდიოდი, გზა მოყინული იყო და მოვცურდი, რის შემდეგაც იქ მყოფმა პოლიციელმა მანქანაში მჯდომს დამარტყა, იარაღი მომაბჯინა მხარზე, შემდეგ რომ გაიგეს ჟურნალისტი ვიყავი, უფრო მეტი აგრესია გაუჩნდა და მემუქრებოდა არ გააშუქოო. ნაცემი რომ ვიყავი მომაცილეს სასტუმროში იმ პირობით, რომ მე ამას არ ვიტყოდი, მეც დავპირდი თავი რომ დამეძვრინა. ეს პოლიცელი ვინმე მიშა ხუციშვილია“-ამბობს „იბერიას“ წამყვანი გიორგი გასვიანი.

ინცინდენტის შემდეგ, გიორგი გასვიანი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას თავად დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ აცნობა. მისივე თქმით, უწყების წარმომადგენლებმა ჟურნალისტი ჯერ ტელეფონით დაკითხეს, შემდეგ კი ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს.

18 დეკემბერსვე მას, სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, დაზიანებები მხრის, თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული, თუმცა სიცოცხლისათვის საშიში არცერთია.

შსს ინფორმაციით, ინცინდენტს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით იკვლევს, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

იმყოფებოდა თუ არა ნასვამ მდგომარეობაში სმართალდამცველი, ამასთან დაკავშირებით, შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.

ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტი, ბორჯომში, სასტუმრო ‘ქრაუმ პლაზაში’ სემინარზე მიდიოდა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის გაშუქებას ეხება.


[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომელ პოლიციელს, რომელსაც ჟურნალისტი ცემაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება შეუჩერდა
ჟურნალისტი, რომელიც ცემაში პოლიციელს  ადანაშაულებს, მთავარი პროკურორს შეხვდა
„იბერიას“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
გიორგი გასვიანის საქმეზე ტრენინგის მონაწილეები  იკითხებიან
Tv ‘იბერიას’ ჟურნალისტს პროკურატურამ  გამოძიების დეტალები გააცნო
რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას გიორგი გასვიანის  საქმეზე  ტრენინგის ორგანიზატორთან
პროკურატურის განცხადება tv “იბერიის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე