FM97.5 / LIVE

რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას გიორგი გასვიანის საქმეზე ტრენინგის ორგანიზატორთან

მთავარისიახლე, სამართალი 20.12.2016
„ადამიანის საერთაშორისო სტანდარტების“ ტრენინგის ორგანიზატორის, ნინო ერემაშვილის დაკითხვა ბორჯომში, სასტუმრო ‘ქრაუმ პლაზაში’, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას გიორგი გასვიანის  საქმეზე  ტრენინგის ორგანიზატორთან

18 დეკემბერს მოხდარი ინციდენტის შემდეგ გიორგი გასვიანი სასტუმრო ‘ქრაუმ პლაზაში’ პირველად ტრენინგის ორგანიზატორს ნინო ერემაშვილს შეხვდა. გამოძიება დაინტერესდა რა დროს და როგორ მდგომარეობაში დაბრუნდა სასტუმროში გასვიანი.

„ყველა დეტალი, რაც მე გიორგიმ მაშინ მომიყვა, ვუამბე გამოძიებას. გიორგი რომ მოვიდა დახმარებას მთხოვდა, ძალიან შეშინებული იყო. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ამავე სასტუმროში ტრენინგი თუ კონფერენცია ჰქონდა შსს–ს,მე მათ მივმართე დახმარებისთვის და შემდეგ უკვე ისინი გაესაუბრნენ გიორგის“, – ამბობს ნინო ერემაშვილი.

მისივე თქმით,ინციდენტის ღამეს სასტუმრო ‘ქრაუმ პლაზაში’ გენერალური ინსპექციის წარმომადგენელიც იმყოფებოდა: “ის რამდენიმე წამში მოვიდა სასტუმროს ჰოლში. გიორგიმ მასაც უამბო მოხდარის შესახებ. ამის შემდეგ, მათ დააფიქსირეს შეტყობინება გენერალურ ინსპექციაში, ამჟამად, მიმდინარეობს გამოძიება“.

ნინო ერემაშვილი გიორგი გასვიანის სასტუმროში მისვლის ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ ჟურნალისტი ძალიან აღელვებული იყო:„ქურთუკზე შესაკრავი ჰქონდა გაფუჭებული და კაპიშონი ნახევრად მომძვრალი. სახეზე აწითლებული იყო, ემოციური ფონის გამო, ნაწყვეტ–ნაწყვეტ საუბრობდა“.

ამ დროისთვის, სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის გამომძიებელი პირველი არხის ჟურნალისტს ქეთი ელიაშვილს კითხავს.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ბორჯომელ პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს. ინციდენტი 18 დეკემბერს მოხდა. მაშინ, როდესაც ჟურნალისტი, ბორჯომში, სასტუმრო ‘ქრაუმ პლაზაში’ სემინარზე მიდიოდა.

მომხდარს სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით იძიებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გიორგი გასვიანის საქმეზე ტრენინგის მონაწილეები  იკითხებიან
ბორჯომელ პოლიციელს, რომელსაც ჟურნალისტი ცემაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება შეუჩერდა
„იბერიას“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
„იბერიას“ ჟურნალისტი  ბორჯომელ პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს
ჟურნალისტი, რომელიც ცემაში პოლიციელს  ადანაშაულებს, მთავარი პროკურორს შეხვდა
პროკურატურის განცხადება tv “იბერიის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე
TV ‘იბერიას’ ჟურნალისტის ცემის საქმეში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ