FM97.5 / LIVE

Tv ‘იბერიას’ ჟურნალისტს პროკურატურამ გამოძიების დეტალები გააცნო

მთავარისიახლე, სამართალი 12.01.2017
ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტს გიორგი გასვიანსა და მის ადვოკატს ტარიელ კაკაბაძეს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიების ახალი დეტალები გააცნო.

Tv ‘იბერიას’ ჟურნალისტს პროკურატურამ  გამოძიების დეტალები გააცნო

„იბერიას“ ჟურნალისტის, მისი ადვოკატისა და პროკურორის შეხვედრა, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

გიორგი გასვიანის თქმით, საგამოძიებო უწყებამ მას ძიების შესახებ ახალი ინფორმაცია მოიაწოდა თუმცა, რა ახალი დეტალებია ცნობილი, ჟურნალისტი და მისი ადვოკატი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობენ.

„დეტალებს, რომ არ ვასაჯაროვებ, არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ რამეს ვერიდები. ეს უბრალოდ გამოძიების ინტერესებია. მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან და ჩემს ცემაში მონაწილე ყველა პირი მკაცრად დაისჯება“,- განაცხადა შეხვედრის დასასრულს „იბერიას“ ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა.

მისივე თქმით, გამოძიება ყველაფერს აკეთებს, რათა მეტი მტკიცებულებები მოიპოვოს და მისი ობიექტურობის იმედი აქვს. დაზარალებული, პროკურატურისაგან დამატებით დეტალებს კიდევ ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ბორჯომელ პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს. საქმეზე ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. გარდა ამიასა, საქართველოს პროკურატურამ საქმის ძიებას კიდევ ერთი 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი დაუმატა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით გულისხმობს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჟურნალისტი, რომელიც ცემაში პოლიციელს  ადანაშაულებს, მთავარი პროკურორს შეხვდა
პროკურატურის განცხადება tv “იბერიის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე
გიორგი გასვიანის საქმეზე ტრენინგის მონაწილეები  იკითხებიან
„იბერიას“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
„იბერიას“ ჟურნალისტი  ბორჯომელ პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს
ბორჯომელ პოლიციელს, რომელსაც ჟურნალისტი ცემაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება შეუჩერდა
TV ‘იბერიას’ ჟურნალისტის ცემის საქმეში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ