FM97.5 / LIVE

ევროკავშირი და რელიგია – დასკვნითი შეხვედრა ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.12.2016
ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში გატარებული რეფორმები, სეკულარიზმთან დაკავშირებული გამოწვევები და ევროპა – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი – თემებზე სასულიერო პირთათვის ახალციხეში დასკვნითი შეხვდრა გაიმართა.

ევროკავშირი და რელიგია – დასკვნითი შეხვედრა ახალციხეში

დღეს, 5 დეკემბერს, სამცხე–ჯავახეთში მოქმედ ლათინური და სომხური წესის მღვდლებისა და მრევლისათვის მესამე, დასკვნითი შეხვედრა ჩაატარა. იგი პროექტის "ასწავლე მაცნეს– ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები“ ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზაებით გაიმართა.

შეხვედრის პირველ ნაწილში მონაწილეები ვიზალიბერალიზაციის საკითხებს გაეცნენ. რას ამარტივებს უვიზო მიმოსვლა ქვეყანაში, ვის შეუძლია და რამდენი ხნით ქვეყნიდან გასვლა, – ამ საკითხებზე მათ ინფორმაცია სპეციალისტებმა მიაწოდეს.

შეხვედრის მომდევნო ნაწილში საუბარი ევროკავშირსა და რელიგიას შეეხო. კერძოდ, მონაწილეები ევროკავშირის ქვეყნებში, სეკულარიზმის კუთხით არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. ასევე განისაზღვრა გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველო ევროკავშირში შესვლის შემთხვევაში დადგება.

"სეკულარიზმთან დაკავშირებით, ევროპაშიც დიდი კრიზისია. იმიტომ, რომ შეიცვლა რელიგიის სივრცე, სარწმუნოებრივ სივრციდან გადავიდა ეთნოკულტურულ სიმბოლოდ და დაიკარგა ერთობლივი საფუძველი იმ ღირებულებებისა, სადაც შესაძლებებლია თანაარსებობა მორწმუნე და არა მორწმუნე ადამიანებისა“, – განმარტა ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა ევროპისმცოდნეობაში ოლივერ რაისნერმა.

გარდა ამისა, დასკვნით შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპაში არსებულ ვითარებას რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხით.

"ვეცნობით იმ კანონმდებლობას, რაც არის ევროპაში რელიგიური უმცირესობებისათვის. ჩვენთან ეს საკითხი ცოტა მოიკოჭლებს, რადგან თითქმის ყველა რელიგიურ უმცირესობას საქართველოში სხვადასხვა სახის პრობლემა გვაქვს და თუ გვინდა ევროკავშირში შესვლა, უნდა ვიცოდეთ იქ რა ხდება ამ მხრივ“, – ამბობს მესხეთის დეკანოზი მამა ზურაბ კაკაჩიშვილი.

ლათინური და სომხური წესის მღვდლებისა და მრევლისათვის ევროკავშირის თემაზე ეს მესამე შეხვედრა იყო. ორგანიზატორის, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ინფორმაციით, მათ ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან მსგავსი სახის პროეტები ხშირად აქვთ.

„ჰოლანდიის საელჩოს მხადაჭერით გადაწყდა რომ დაფინანსებულიყო ასეთი პროექტი, რომელიც მიაწვდის ინფორმაციას, თუ როგორ არის რელიგიური და ეთნიკური უმცირესოებების უფლებები დაცული ევროპაში და როგორ არის საქართველოში. ჩვენი პროექტის მიზანია ევროკავშირის შესახებ ცნობიერება გაზარდოს“, –ამბობს პროექტის კოორდინატორი ნათია ღვინჯიალია.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სასწავლო შეხვედრა ლათინური და სომხური წესის მღვდლებისა და მრევლისთვის
მესამე სასწავლო შეხვედრა კათოლიკე მღვდლებისა და მრევლისთვის
‘ასწავლე მაცნეს’ – მორიგი შეხვედრა რელიგიურ უმცირესობებთან
სასწავლო შეხვედრა ევროკავშირის თემაზე სასულიერო პირებისთვის
მესხეთში მოღვაწე კათოლიკე მღვდლები ევროინტეგრაციის საკითხებს გაეცნენ
რელიგიურ უმცირესობებს უვიზო მიმოსვლის წესებს გააცნობენ
ევროკავშირი და საქართველო – შეხვედრა ახალციხეში