FM97.5 / LIVE

‘ასწავლე მაცნეს’ – მორიგი შეხვედრა რელიგიურ უმცირესობებთან

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.03.2018
ქონებრივი პრობლემები, რელიგიის კანონმდებლობა, უვიზო მიმოსვლა და საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობები – ამ საკითხებზე ახალციხეში, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

‘ასწავლე მაცნეს’ – მორიგი შეხვედრა რელიგიურ უმცირესობებთან

ახალციხეში, 20 მარტს, სასტუმრო „ჯინო–ველნეს რაბათში“, პროექტის „ასწავლე მაცნეს“ ფარგლებში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა, სამცხე–ჯავახეთის რელიგიურ უმცირესობებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის საკითხებს, რელიგიური უმცირესობებისათვის კანონმდებლობის, ქონებრივი პრობლემების, საქართველო–ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში არსებული სოციალური საკითხების, ასევე უვიზო რეჟიმის შესახებ ინფორმაციის გაცნობა წარმოადგენდა.

„ჩვენი მიზანია, რელიგიურმა უმცირესობებმა გაიგონ ევროკავშირთან ურთიერთობებისას რა სარგებელი შეიძლება ნახონ. შეხვედრით ჩვენ გვინდა მათ ეს დეტალები გავაცნოთ, რადგან ხშირ შემთხვევაში ენობრივი მიზეზების გამო, ხელი არ მიუწვდებათ ინფორმაციაზე. ამასთან ერთად გავუზიარებთ სხვა ქვეყნის გამოცდილებებს თუ როგორ ხდება სხვასხვა ქონებრივი დავების გადაწყვეტა, ეს ეხება ეკლესიებს თუ ა.შ“, – გვითხრა „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გეგეშიძემ.

შეხვედრას სამცხე–ჯავახეთში მოღვაწე ლათინური და სომხური წესის კათოლიკე სასულიერო პირები, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მღვდლები და მათი მრევლი დაესწრო. რაც შეეხება, სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებ მუსლიმებს, როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მუსლიმებისთვის შეხვედრა აჭარასა და ქვემო ქართლში ტარდება.

„ჩვენ გვაქვს გარკევეული პრობლემები, გვჭირდება მეტი ინფორმაცია ჩვენს უფლებებთან დაკავშირებით, რაშიც ამ შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია ძალიან დაგვეხმარება“, – ამბობს ადიგენის კათოლიკური სამრევლოების წინამძღვარი მამა ზურაბ კაკაჩიშვილი.

პროექტის „ასწავლე მაცნეს“ ფარგლებში რელიგიურ უმცირესობებთან შეხვედრები სამცხე–ჯავახეთში, ქვემო ქართლში, აჭარასა და კახეთში მიმდინარეობს.

„ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი“ პროექტს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით 2017 წლიდან ახორცილებს. პროექტის სამიზნე ჯგუფები არიან რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები საქართველოში - მუსლიმი, კათოლიკე და სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირები და მათი მრევლი. პროექტის ფარგლებში ჩატარდება სასწავლო შეხვედრები ტოლერანტობაზე, რელიგიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რელიგიურ უმცირესობებს უვიზო მიმოსვლის წესებს გააცნობენ
მესამე სასწავლო შეხვედრა კათოლიკე მღვდლებისა და მრევლისთვის
სასწავლო შეხვედრა ლათინური და სომხური წესის მღვდლებისა და მრევლისთვის
მესხეთში მოღვაწე კათოლიკე მღვდლები ევროინტეგრაციის საკითხებს გაეცნენ
ევროკავშირი და რელიგია – დასკვნითი შეხვედრა ახალციხეში
სასწავლო შეხვედრა ევროკავშირის თემაზე სასულიერო პირებისთვის
‘სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის’ - განხორციელდება თუ არა პროექტი სამცხე-ჯავახეთში