FM97.5 / LIVE

სასწავლო შეხვედრა ევროკავშირის თემაზე სასულიერო პირებისთვის

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.11.2016
სამცხე-ჯავახეთში მოღვაწე ლათინური და სომხური წესის მღვდლებისა და მათი მრევლისთვის, დღეს, 25 ნოემბერს, სასწავლო შეხვედრა გაიმართა თემაზე – ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები.

სასწავლო შეხვედრა ევროკავშირის თემაზე სასულიერო პირებისთვის

ეს უკვე მეორე შეხვედრა იყო ახალციხეში, რომელზეც, ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, ევროკავშირის ქვეყნებში ოჯახური ღირებულებებსა და საქართველოში რელიგიური უმცირესობათა უფლებებზე იმსჯელეს.

"ევროანტლანტიკურ თემებზე ინფორმირების პრობლემა მთელს საქართველოშია. ჩვენი მიზანია მივაწოდოთ სწორი და ჭეშმარიტი ინფორმაცია“, – განაცხადა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარემ მიხეილ მირზიაშვილმა.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი , ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები" ფარგლებში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით.

"შეხვედრები კიდევ არის დაგეგმილი, რა თქმა უნდა იმ თემებზე, რაც სხვადასხვა მრევლს აინტერესებს და მათთვის მნიშვნელოვანია, მოვამზადებთ და კვლავ გავმართავთ შეხვედრას“, – ამბობს ოლივერ რაისნერი, რომელიც ღონისძიებაში მოწვეული ექსპერტი იყო.

შეხვედრას მოდერაცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკურმა მიმომხილველმა ირაკლი ტაბლიაშვილმა გაუწია.

ეს ამ ფონდის მეორე შეხვედრა იყო, პირველი შეხვედრა 26 ოქტომბერს გაიმართა.

პროექტის მიზანია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სასულიერო ლიდერების ცნობიერების ამაღლება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე. პროექტი ხორციელდება ჰოლანდიის სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

სასწავლო შეხვედრა ევროკავშირის თემაზე სასულიერო პირებისთვის

სასწავლო შეხვედრა ევროკავშირის თემაზე სასულიერო პირებისთვის

სასწავლო შეხვედრა ევროკავშირის თემაზე სასულიერო პირებისთვის

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სასწავლო შეხვედრა ლათინური და სომხური წესის მღვდლებისა და მრევლისთვის
მესამე სასწავლო შეხვედრა კათოლიკე მღვდლებისა და მრევლისთვის
ევროკავშირი და რელიგია – დასკვნითი შეხვედრა ახალციხეში
‘ასწავლე მაცნეს’ – მორიგი შეხვედრა რელიგიურ უმცირესობებთან
რელიგიურ უმცირესობებს უვიზო მიმოსვლის წესებს გააცნობენ
მესხეთში მოღვაწე კათოლიკე მღვდლები ევროინტეგრაციის საკითხებს გაეცნენ
ახალციხეში ევროკავშირის შესახებ იმსჯელეს