FM97.5 / LIVE

რელიგიურ უმცირესობებს უვიზო მიმოსვლის წესებს გააცნობენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.06.2017
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები რელიგიური უმცირესობებისათვის სასწავლო შეხვედრა გაიმართება. მონაწილეებს უვიზო მიმოსვლის წესებსა და პროცედურებს, ასევე საკულტო ნაგებობებთან დაკავშირებულ საკითხებს გააცნობენ.

რელიგიურ უმცირესობებს უვიზო მიმოსვლის წესებს გააცნობენ

სასწავლო შეხვედრა 9 ივნისს, ახალციხეში, სასტუმრო “ჯინო ველნეს რაბათში” 12:30 საათზე დაიწყება. იგი პროექტის “ასწავლე მაცნეს” ფარგლებში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით, გაიმართება.

შეხვედრას სამცხე-ჯავახეთში მოღვაწე ლათინური და სომხური წესის კათოლიკე სასულიერო პირები, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის მღვდლები და მათი მრევლი დაესწრება .

შეხვედრის თემებია: უვიზო მიმოსვლის წესები და პროცედურები, ევროკავშირის ინსტიტუტები, რელიგიური უმცირესობები და საკულტო ნაგებობები; რელიგიის სწავლება და განათლება და სახელმწიფოს სპეციალური ურთიერთობა რელიგიურ ინსტიტუტებთან .

პროექტს " ასწავლე მაცნეს" „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი“ ჰოლანდიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. იგი 15 მაისს დაიწყო და 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის მიზანია უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციასთან ბრძოლის მიზნით რელიგიური ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვისა და შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ასწავლე მაცნეს’ – მორიგი შეხვედრა რელიგიურ უმცირესობებთან
სასწავლო შეხვედრა ლათინური და სომხური წესის მღვდლებისა და მრევლისთვის
მესამე სასწავლო შეხვედრა კათოლიკე მღვდლებისა და მრევლისთვის
მესხეთში მოღვაწე კათოლიკე მღვდლები ევროინტეგრაციის საკითხებს გაეცნენ
სასწავლო შეხვედრა ევროკავშირის თემაზე სასულიერო პირებისთვის
ევროკავშირი და რელიგია – დასკვნითი შეხვედრა ახალციხეში
ახალციხეში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ შეხვედრები გაიმართება