FM97.5 / LIVE

მესხეთში მოღვაწე კათოლიკე მღვდლები ევროინტეგრაციის საკითხებს გაეცნენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.10.2016
სამცხე–ჯავახეთში მოქმედი კათოლიკე ეკლესიების სასულიერო პირები, ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებსა და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის ევროპულ მექანიზმებს გაეცნენ.

მესხეთში მოღვაწე კათოლიკე მღვდლები ევროინტეგრაციის საკითხებს გაეცნენ

ევროპასთან ინტეგრაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, ახალციხეში შეხვედრა დღეს, 26 ოქტომბერს გაიმართა. მას ორგანიზება ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გაუწია, რომელიც ახორციელებს პროექტს, სახელწოდებით ,,ასწავლე მაცნეს– ევროკავშირი, ადამინის უფლებები და ოჯახური ღირებულებები“.

შეხვედრას, სამცხე–ჯავახეთში მოღვაწე ლათინური და სომხური წესის კათოლიკე სასულიერო და საერო პირები დაესწრნენ.
შეხვედრა მიზნად საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობაზე რელიგიური უმცირესობებისა და სასულიერო პირების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა.

შეხვედრის განმავლობაში, მონაწილეებმა, "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ ხელშეკრულება და ის ვალდებულებები განიხილეს, რომლებიც საქართველოს რელიგიური უმცირესობების წინაშე აქვს აღებული.

„ევროპასთან ურთიერთობის საკითხები ჩვენთვის, როგორც მოქალაქეებისათვის, რა თქმა უნდა იყო საინტერესო. ჩვენ, როგორც საქართველოში უმცირესობის ჯგუფებზე პასუხისმგებლებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი უფლებების მოთხოვნა და დაცვა არის კარგი მოქალაქეობის ერთ–ერთი პირველი ნიშანი“, – განმარტავს ხიზაბავრის ეკლესიის წინამძღვარი მამა აკაკი ჭელიძე.

მესხეთში მოღვაწე კათოლიკე მღვდლები ევროინტეგრაციის საკითხებს გაეცნენ

გარდა ამისა, მონაწილეებმა ადამიანის უფლებათა ექსპერტთან ერთად, ევროპეიზაციის ჭრილში განიხილეს ის პრობლემები, რომლებიც საქართველოში არსებულ უმცირესობებს აწუხებს. გაეცნენ მათი სამართლებრივად მოგვარების გზებსა და ამ კუთხით, სხვა ქვეყნებში არსებულ გამოცდილებას.

"იყო კონკრეტულ პრობლემებზე საუბარი. შესაძლებელია თუ არა სასულიერო პირის მხრიდან რელიგიის სწავლება სკოლაში, როგორ გადავჭრათ სხვადასხვა რელიგიური ჯგუფისა და მიმდინარეობის მხირდან საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე ვისაუბრეთ გამოხატვის თავისუფლებაზე საქართველოში თუკი ეს გამოხატვის თავისუფლება სხვის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს“, – განმარტავს ადამიანის უფლებათა ექსპერტი ქეთი აბაშიძე.

პროექტი “ასწავლე მაცნეს – ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები“ ჰოლანდიის სამეფოს საელჩოს დაფინანსების ხორციელდება. მის ფარგლებში უმცირესობებისათვის კიდევ რამდენიმე შეხვედრა გაიმართება.

"საინტერსეო იყო, რომ უცხო ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით, ჩვენც შევძელით სხვადასხვა პრობლემის სიგნალიზირება და იმედი გვაქვს, რომ მეორე შეხვედრა, რომელიც ნოემბრის თვეში გაიმართება, კონკრეტულად აქცენტირებული იქნება ქართველი კათოლიკეების ადგილობრივი პრობლემებისაკენ“, – ამბობს მესხეთის დეკანოზი მამა ზურაბ კაკაჩიშვილი.

მესხეთში მოღვაწე კათოლიკე მღვდლები ევროინტეგრაციის საკითხებს გაეცნენ

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სასწავლო შეხვედრა ლათინური და სომხური წესის მღვდლებისა და მრევლისთვის
მესამე სასწავლო შეხვედრა კათოლიკე მღვდლებისა და მრევლისთვის
სასწავლო შეხვედრა ევროკავშირის თემაზე სასულიერო პირებისთვის
‘ასწავლე მაცნეს’ – მორიგი შეხვედრა რელიგიურ უმცირესობებთან
რელიგიურ უმცირესობებს უვიზო მიმოსვლის წესებს გააცნობენ
ევროკავშირი და რელიგია – დასკვნითი შეხვედრა ახალციხეში
ახალციხეში რელიგიის თავისუფლების შესახებ  დისკუსია მოეწყო