FM97.5 / LIVE
გამგეობამ განსახილველად რელიგიის სააგენტოს გადასცა;">

ადიგენში სასაფლაოს საკითხს რელიგიის სააგენტო განიხილავს

მთავარისამართალი 20.02.2016
სოფელ ადიგენში სასაფლაოსთვის ტერიტორიის გამოყოფის შესახებ მუსლიმების განცხადება ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ განსახილველად რელიგიის სააგენტოს გადასცა;

ადიგენში სასაფლაოს  საკითხს რელიგიის სააგენტო განიხილავს
მეოთხე თვეა ადიგენის მუსლიმი თემი და მუსლიმთა სამმართველო ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან სასაფლაოებისთვის ადგილის გამოყოფის შესახებ პასუხს ელოდებიან.

სოფელ ადიგენში ქრისტიანულმა თემმა მუსლიმებს ამავე სოფლის მკვიდრის დასაფლავების უფლება არ მისცეს. ამიტომ უმცირესობის წარმომადგენლები საფლავისთვის სოფელში ადგილის გამოყოფას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ითხოვენ.

„გამგეობამ ეს განცხადება განსახილველად რელიგიის სააგენტოს გადაუგზავნა. იმედია, ღმერთით დადებითად გადაწყდება“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე.

განცხადება განსახილველად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში რომ გადაიგზავნა, ამას ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობაშიც ადასტურებენ. გამგეობამ აღნიშნული საკთხის შესახებ სააგენტოს დაახლოებით ერთი თვის წინ მიმართა.

„ეს საკითხი მომავალ კვირაში კომისიის სხდომაზე განსახილველად გადის და გადაწყვეტილებასაც მივიღებთ“, – აცხადებს „სამხრეთის კარიბჭესთან“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე.

შეკითხვაზე, რატომ არის სასაფლაოების საკითხის განხილვა სააგენტოს ქვემდებარე, ვაშაყმაძემ გვიპასუხა: „კომისიაზე გადის ეგ საკითხი განსახილველად და დაკმაყოფილედება თუ არ დაკმაყოფილდება პასუხს გაიგებთ“.

ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტის დავით ლოსაბერიძის განარტებით, რელიგიურ საკითხებს თვითმმართველობა ვერ განიხილავს, თუმცა საფლავების მოვლა–პატრონობა სწორედ თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებაა.

„ადგილობრივმა თვითმმართველობამ თადარიგი დაიჭრია და თავი დაიზღვია, ამიტომ მიმართა რელიგიის სააგენტოს, რომელიც ალბათ რაღაც რეკომენდაციას მისცემს“, – ამბობს ლოსაბერიძე და ამატებს, რომ ამ შემთხვევაში ვერც ერთს მიედავები და ვერც მეორეს – „ველური პრობლემაა, რომ ადამიანი გარდაიცვალა და დაკრძალვის საშაულებას არ აძლევენ. ვინც ეს გააკეთა წარმართია. თუ ვინეს ასეთი საქციელი ქრისტიანობა ჰგონია, ძალიან ცდება“.

შეგახსენებთ, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში ქრისტიანის, სოფელ ადიგენში კი მუსლიმის დასაფლავების პრობლემა შეიქმნა. ამის გამო ორივე სოფელში მუსლიმი და ქრისტიანი თემი ერთმანეთს დაუპირისპირდა. მისცემს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც ქრისტიან, ასევე, მუსლიმ თემს სოფელში ახალი სასაფლაოს გახსნის უფლებას, ჯერ უცნობია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში მუსლიმების სასაფლაოსთვის ადგილი უნდა გამოიყოს
დაიწყო თუ არა ადიგენის გამგეობამ მუსლიმების  სასაფლაოს საკითხის შესწავლა
ეკა ბესელია: ‘ადიგენში სასაფლაოს საკითხი თვითმმართველობამ უნდა მოაგვაროს’
ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას EMC შეისწავლის
ადიგენში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადება მოხეში მიმდინარე მოვლენებზე
მუსლიმთა სამმართველო: ადიგენში მომხდარი ფაქტი ხელოვნურად არის ინსპირირებული