FM97.5 / LIVE

"გირჩი" მოხეს სადავო შენობის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემას ითხოვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.11.2016
„გირჩი“ მოუწოდებს ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებს, შეწყვიტონ კომისიების, საბჭოებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნით დროის გაყვანა და სასწრაფოდ დაიწყონ პროცედურები, რათა მოხდეს მოხეს მეჩეთის სახელმწიფო საკუთრებიდან სამუფთოს საკუთრებაში დროული გადასვლა.

"გირჩი" მოხეს სადავო შენობის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემას ითხოვს
„გირჩის“ განცხადებას მოხეს სადავო შენობასთან დაკავშირებით "სამხრეთის კარიბჭე" უცვლელად გთავაზობთ.

25 ნოემბერს, პარასკევის ლოცვის შემდეგ, მოხეს მუსლიმმა თემმა გაავრცელა განცხადება და მოითხოვა მოხეს კომისიის გაუქმება და მოხეს მეჩეთის „სადავო“ შენობის მათთვის გადაცემა. განცხადებას ხელს 73 ადგილობრივი მუსლიმი აწერს.

ადიგენის მუნიციპალეტეტის სოფელ მოხეში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული და კლუბის სტატუსით რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა, რომელიც ისტორიულად, უტყუარად და დადასტურებულად მეჩეთია, უკვე წლებია დავის საგანია ადგილობრივებს შორის. სოფლის მუსლიმი მოსახლეობა მითითებული შენობის სამუფთოსთვის გადაცემას 2007 წლიდან ითხოვს. თუმცა ხელისუფლებისგან ამ მიმართულებით ერთი ქმედითი ნაბიჯიც კი არ გადადგმულა. დღეს უკვე ცხადია, რომ ე.წ. მოხეს გარემოების შემსწავლელი კომისიის შექმნა ემსახურებოდა დროის კიდევ ერთხელ გაჭიანურებისა და არა პრობლემის სამართლიანად გადაწყვეტის მიზანს.

საქართველოში არსებული სამწუხარო რეალობა ნათლად აჩვენებს, რომ რელიგიური თუ სხვა ნიშნით შევიწროება, დევნა, ფიზიკური და სიტყვეირი ძალადობა უმცირესობების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა.

წლებია საქართველოში რელიგიური და სხვა სახის უმცირესობების შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილ ფიზიკურ თუ სხვა სახის ძალადობას, მთავრობის მხრიდან არაეფექტიანი და არაადეკვატური რეაგირება მოყვება. ხშირად გვქონდა შემთხვევები, როდესაც შეუწყნარებლობის დაგმობის ან აღმოფხვრის ნაცვლად, თავად სამართალდამცავები ან ხელისუფლების წარმომადგენლები არღვევდნენ ადამიანის უფლებებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს მუსლიმი მოქალაქეების მიმართ გამოხატული შეუწყნარებლობის ფაქტები, რომლებთან მიმართებაშიც არსებობს არაერთი გამოუძიებელი საქმე (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა და მოხე).

სახელმწიფოს მხრიდან არაადეკვატური რეაგირება მსგავს ფაქტებზე, ისევე როგორც, უსამართლო მიდგომა განსხვავებული რელიგიური თუ სხვა უმცირესობების პრობლემებისადმი, რაც ხდება მოხეს მეჩეთის შემთხვევაში, მხოლოდ ახალისებს შემდგომ შეუწყნარებლობას, არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და წარმოადგენს საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

„გირჩი“ მოუწოდებს ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებს, შეწყვიტონ კომისიების, საბჭოებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნით დროის გაყვანა და სასწრაფოდ დაიწყონ პროცედურები, რათა მოხდეს მოხეს მეჩეთის სახელმწიფო საკუთრებიდან სამუფთოს საკუთრებაში დროული გადასვლა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხის მუსლიმი მრევლი მოხის კომისიის გაუქმებას ითხოვს
მოხეს მუსლიმი თემი ღია ცის ქვეშ ლოცვას აგრძელებს
ე.წ. მოხეს კომისიის გადაწყვეტილებაზე დღეს  მუსლიმები განცხადებას გაავრცელებენ
ახალციხეში სოფელ მოხეს სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისიის სხდომა მიმდინარეობს
მოხეს მუსლიმმა თემმა პრემიერს წერილობით  მიმართა
მოხეს სადავო შენობაზე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში საჩივარი შეიტანეს
ლოცვა მოხეს სადავო შენობაში [Photo]