FM97.5 / LIVE

ახალციხეში რუსთაველის ქუჩიდან მესამე სკოლისკენ ავტომობილით შესვლა აიკრძალა

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.11.2016
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩიდან მესამე საჯარო სკოლისაკენ ავტომობილით გადაადგილება იკრძალება. მოსახლეობის მოთხოვნით ამ ტერიტორიაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდა.

ახალციხეში რუსთაველის ქუჩიდან მესამე სკოლისკენ ავტომობილით შესვლა აიკრძალა
N3 საჯარო სკოლის მიმდებარედ, ქუჩის ორ წერტილში საგზაო ნიშანი – ,,შესვლა აკრძალულია“, 17 ნოემბერს დაიდგა. ნიშნების მიხედვით, რუსთაველის ქუჩიდან N3 საჯარო სკოლისაკენ შესვლა იკრძალება. ასევე აკრძალულია, მესამე საჯარო სკოლიდან, თუმანიანის ქუჩის გავლით, დიდიმამიშვილის ქუჩაზე გასვლა.

ახალციხეში რუსთაველის ქუჩიდან მესამე სკოლისკენ ავტომობილით შესვლა აიკრძალა

შესაბამისად, მესამე სკოლასთან მისვლა ავტომობილით შესაძლებელია მხოლოდ ერთი მიმართულებით – დიდიმამიშვილის ქუჩიდან თუმანიანის ქუჩის გავლით.

რუსთაველის ქუჩის დაახლოებით 50–მეტრიან მონაკვეთზე, სადაც N3 საჯარო სკოლა მდებარეობს, ორმხრივი მოძრაობის ცალმხრივად გადაკეთება თავად მაცხოვრებლებმა მოითხოვეს. ოქტომბრის შუა რიცხვებში, 16–მა ოჯახმა ახალციხის მერიას განცხადებით მიმართა, სადაც განმარტავდნენ, რომ ორმხრივი მოძრაობის გამო, მათი საცხოვრებელი სახლების წინ ავტომანქანების მოძრაობა ყოველთვის ინტენსიური იყო და ხშირად სახიფათო მდგომარეობა იქმნებობა, რადგან ამ ტერიტორიაზე, ყოველდღიურად, ასობით მოსწავლეს ფეხით გადაადგილება უხდება.

ამკრძალავი საგზაო ნიშნების დადგმის გადაწყვეტილება ახალციხის მერიამ და საპატრულო პოლიციამ ერთობლივად მიიღეს. ნიშნები 17 ნოემბერს დაიდგა, თუმცა მაცხოვრებლების განმარტებით, მძღოლები ნიშნებს ვერ ამჩნევენ და აკრძალვის მიუხედავად, სკოლის შენობამდე კანონდარღვევით გადაადგილდებიან.

"ახალი რომ არის ეს ამკრძალავი ნიშანი, მანქანები მაინც შემოდიან. ალბათ რამდენიმე დღე დასჭირდება, სანამ ხალხი მიხვდება და ისწავლის, რომ არ უნდა შემოვიდნენ. დილით საპატრულო პოლიცია დავინახე ამ ქუჩაზე, ალბათ თვითონვე მიიღებს პატრული გადაწყვეტილებას, რომ დილის საათებში მაინც იმოძრაონ ამ ქუჩაზე“– ამბობს რუსთაველის ქუჩის მაცხოვრებელი ნინო რუხაძე.

მაცხოვრებლების ნაწილი კი ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნებოდა თუკი ამკრძალავი ნიშანი დიდიმამიშვილის ქუჩასთან დაიდგმებოდა და შესვლა ამ მიმართულებით აიკრძლებოდა.

"ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ დაედგათ, მაგრამ არასწორად დააყენეს. ზამთარში როგორ უნდა შემოვიდეს აქ მანქანა, იქიდან შემოსვლა პრობლემა იქნება გზა თუ გაიყინა. იმიტომ, რომ დიდიმამიშვილის ქუჩის შემოსასვლელიდან აღმართია და თუ გაიყინა ვერც შემოხვალ და ვეღარც გახვალ აქედან“ – ამბობს ერთ–ერთი მაცხოვრებელი.

ახალციხეში რუსთაველის ქუჩიდან მესამე სკოლისკენ ავტომობილით შესვლა აიკრძალა

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესამე საჯარო სკოლის მიმდებარედ ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვას ითხოვენ
მოძრაობა წესების გარეშე
ნახეთ რომელი ქუჩები გახდა ცალმხრივი  ახალციხეში [Photo]
ახალქალაქის ქუჩებში დამონტაჟებული საგზაო ნიშნების საკითხს სამუშაო ჯგუფი სწავლობს
ქუჩები თბილისში, სადაც გადაადგილება შეზღუდულია
გამოცდების გამო ახალციხეში ორი ქუჩა გადაიკეტა [Photo]
საგზაო ნიშანი ახალქალაქის მერიასა და ადგილობრივებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა