FM97.5 / LIVE

ახალქალაქის ქუჩებში დამონტაჟებული საგზაო ნიშნების საკითხს სამუშაო ჯგუფი სწავლობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.03.2019
ახალქალაქის მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი სწავლობს, თუ რამდენად კანონიერადაა დამონტაჟებული ქალაქში საგზაო ნიშნები. შვიდკაციანი ჯგუფი მერიაში მას შემდეგ შეიქმნა, რაც ჭავჭავაძის ქუჩაზე კომერციული ფართის მესაკუთრეებმა მანქანის გაჩერების ამკრძალავი ნიშნის დაყენება გააპროტესტეს.

ახალქალაქის ქუჩებში დამონტაჟებული საგზაო ნიშნების საკითხს სამუშაო ჯგუფი სწავლობს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, იური უნანიანის განცხადებით, სამუშაო ჯგუფში მერიის და საკრებულოს, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც არიან ჩართულები: „გვინდა, რომ ობიექტური და საფუძვლიანი გადაწყვეტილება მივიღოთ. გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მივიღებთ”.

ახალქალაქში, ჭავჭავაძის ქუჩაზე კომერციული ფართის მფლობელები აცხადებენ, რომ ქუჩაზე მანქანების გაჩერების ამკრძალავი ნიშანი უკანონოდ დადგეს, რადგან ამავე ქუჩაზე მცხოვრები ეკონომიკის სამსახურის სპეციალისტი მარტინ თაკურიანის თხოვნა გაითვალიწინეს. აღნიშნული გადაწყვეტილებით კი მათ მომხმარებელი შეუმცირდათ.

„ჩვენი სამი თვის კამერის ჩანაწერებს გამოგიგზავნით და ნახეთ, რომ აქ არავინ ხმაურობს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თითქოს საპირფარეშოდ აქციეს მიმდებარე ტერიტორია ტყუილია, ჩვენ ტოტალიზატორში ორი საპირფარეშო გვაქვს, გარდა ჩვენი მომხმარებლებისა აქ ტაქსის მძღოლებიც კი მოდიან, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტუალეტი არ არის. ჩვენ ვიცავთ კანონს და 23:00 საათზე ვკეტავთ ობიექტს“, – ამბობს „ტოტალიზატორის“ მფლობელი ანნა ღრმაჯიანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურში კი ირწმუნებიან, რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე საგზაო ნიშანი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, კანონის სრული დაცვით დააყენეს. მსგავსი საგზაო ნიშანი, სადაც მანქანების გაჩერებაა აკრძალული, ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზეც დამონტაჟდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საგზაო ნიშნის საქმეზე მოქალაქემ ახალქალაქის მერიას სასამართლო მოუგო
საგზაო ნიშანი ახალქალაქის მერიასა და ადგილობრივებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა
საგზაო ნიშნის საქმეზე მოქალაქე ახალქალაქის მერიას  სააპელაციოშიც უჩივის
ახალციხეში 32 საგზაო ნიშანი მოიხსნება
მოძრაობა წესების გარეშე
ახალციხეში რუსთაველის ქუჩიდან მესამე სკოლისკენ ავტომობილით შესვლა აიკრძალა
ახალქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტი არ მუშაობს