FM97.5 / LIVE

ქუჩები თბილისში, სადაც გადაადგილება შეზღუდულია

მთავარისამართალი » შემთხვევა 14.06.2015
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წუხანდელი სტიქიის გამო საგზაო–სატრანსპორტო მოძრაობა შეიცვალა და თბილისის ქუჩების ნაწილში მოძრაობა შეზღუდულია.

ქუჩები თბილისში, სადაც გადაადგილება შეზღუდულია

კერძოდ, გადაადგილება შეიზღუდება შემდეგ ქუჩებზე:

ბახტრიონის ქუჩასთან მდებარე გვირაბი დაკეტილია და ნაკადი ვერ იმოძრავებს ამირეჯიბის გზატკეცილის (ვერის ახალი გზა)მიმართულებით

მოძრაობა დასაშვებია ბახტრიონის, პეკინის და ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩების მიმართულებით.

ვეფხი და მოყმესთან და მტკვრის მარჯვენა (მთლიანად) სანაპიროზე მოძრაობა აკრძალულია.

თამარ მეფის მარჯვენა პანდუსთან მოძრაობა დაკეტილია ლაგუნა ვერის მიმართულებით.

მოძრაობა დაშვებულია თამარ მეფის პანდუსის გავლით „თბილისი ცენტრალი“-სკენ და ალექსიძის ქუჩით.

მოძრაობა დაკეტილია ფილარმონიასთან გმირთა მოედნის მიმართულებით. ფილარმონიიდან ავტომანქანები იმოძრავებენ ელბაქიძის ქუჩის და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

ელბაქიძეზე ჩასულ ავტოტრანსპორტს შეუძლია იმოძრაოს გალაქტიონის ხიდის გავლით მარჯანიშვილის ქუჩის მიმართულებით.

ელბაქიძის ქუჩიდან მოძრაობა აკრძალულია მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით და ავტოტრანსპორტს შეუძლია იმოძრაოს გალაქტიონის ხიდის გავლით მარჯანიშვილის მოედნისკენ.

მოძრაობა დაკეტილია მარჯვენა სანაპიროზე რესტორან „ძველ სახლთან“.

ვირსალაძის ქუჩიდან ჩამოსულ ნაკადს შეუძლია იმოძრაოს მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმართულებით.

ავლაბრის მოედნიდან ჩამოსული ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.

პერიოდულად საცობის აცილების მიზნით თავისუფლების მოედნიდან ტრანსპორტი იმოძრავებს კონკის მიმართულებით.

კრწანისის მოედნიდან წამოსული ტრანსპორტი მოძრაობს მხოლოდ ლესელიძის ქუჩით და მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროსკენ.

საცობის წარმოქმნის შემთხვევაში, გულუას ქუჩაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ორთაჭალჰესის გავლით.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უდე–ადიგენის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდა
21 აპრილს ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს
23 ნოემბერს ბორჯომში შიდა ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს
ნინოწმინდის ექვსი სოფლის მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია
ახალციხე-თბილისის მიმართულებით მოძრაობა აღდგა
ახალციხე-თბილისის მიმართულებით მოძრაობა შეფერხებულია
შეზღუდვები საავტომობილო გზებზე 7 დეკემბრის მდგომარეობით