FM97.5 / LIVE

ენერგოდაზოგვის დღე ახალციხეში [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.11.2016
11 ნოემბერს, ენერგოეფექტურობის საერთაშორისო დღეს, ახალციხეში რამდენიმე ღონისძიება მოეწყო. ყველა მათგანი მიზნად ისახავდა ადგილობრივების დაფიქრებას ენერგიის დაზოგვაზე.

ენერგოდაზოგვის დღე ახალციხეში [Photo]

დილით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერისტეტიდან ქალაქის ცენტრისკენ, ახალგაზრდებმა მოაწყეს მსვლელობატრანსფარანტებით, რომლებზეც იყო ინფორმაციები ენერგოეფექტურობის შესახებ.

ენერგოდაზოგვის დღე ახალციხეში [Photo]

ცენტრალურ პარკში კი ადგილობრივებს ამავე თემაზე მომზადებული საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს.

ენერგოდაზოგვის დღე ახალციხეში [Photo]

პარალელურად, ასევე ახალგაზრდების მონაწილეობით რაბათის შესასვლელიდან ახალციხის ხელოვნური ტბის კომპლექსამდე, ველორბოლა მოეწყო. ველორბოლის მიზანი იყო ადგილობრივებისთვის გადაადგილების ალტერნატიული ტრანსპორტის შესახებ შეეხსენებინა.

ენერგოდაზოგვის დღე ახალციხეში [Photo]

ამის შემდეგ, ახალციხის გამგეობის სხდომათა დარბაზში ახალციხის ხალგაზრდული ცენტრის დირექტორმა მარინე სუდაძემ ენერგოეფექტიანობის შესახებ პროექტის პრეზენტაცია მოაწყო. ენერგოდაზოგვისა და ენერგოეფექტიანობის შესახებ ისაუბრა საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის დირექტორმა ნუგზარ თათეშვილმაც.

ენერგოდაზოგვის დღე ახალციხეში [Photo]

პრეზენტაციების შემდეგ, სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ მონაწილე კერძო სკოლის „მზექას“ მოსწავლეებმა ენერგოეფექტიანობის შესახებ მომზადებული თემები წარადგინეს. მოეწყო ნახატების გამოფენა თემაზე: „ენერგოეფექტიანობა და მე“.

ენერგოდაზოგვის დღე ახალციხეში [Photo]

დასასრულს, ახალციხის მერიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით პროექტის ფარგლებში სტუდენტებისათვის გამოცხადებული კონკურსის - სამცხე-ჯავახეთში ენერგოეფექტურობა:(მზის წყლის გამაცხელებლების,მზის ხილის საშრობების, შენობების თბიზოლაციის) მარკეტინგული კვლევის სტრატეგიის შედეგები შეჯამეს და გამარჯვებულები გამოვლინეს.

ენერგოდაზოგვის დღე ახალციხეში [Photo]

ღონისძიებები სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ენერგოეფექტურობის ქსელისორგანიზაციების - კავშირი “მეგზურისა“ და ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლების ინიციატივით მოეწყო, სამწლიანი პროექტის ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის პროგრამის "ევროპის ინსტრუმენტი თანამშრომლობისა და პარტნიორობისათვის" ფარგლებში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ენერგოეფექტურობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
ახალციხეში ენერგოეფექტიანობის საერთაშორისო  დღე აღნიშნეს
ენერგოეფექტურობის პროექტის შეჯამება
პროგრამა ‘მომავლის თაობამ’ მუშაობა შეაჯამა
ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდა
ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა
რა ოდენობის ენერგიას ვხარჯავთ არაეფექტურად – ტრენინგი ახალგაზრდებისთვის