FM97.5 / LIVE

ბორჯომში მერის არჩევნები "ქართული ოცნების" კანდიდატმა მოიგო

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 13.11.2017
თვითმმართველი თემის ბორჯომის მერი "ქართული ოცნების" კანდიდატი, ლევან ლიპარტია იქნება.

ბორჯომში მერის არჩევნები "ქართული ოცნების" კანდიდატმა მოიგო

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში, ლევან ლიპარტიამ 55.22% (7615 ხმა), მისმა კონკურენტმა, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ კი 44.78% (6176 ხმა) მიიღო. ლიპარტიამ ჩაჩანიძეს 1439 ხმით აჯობა.

ბორჯომში მერის არჩევნები "ქართული ოცნების" კანდიდატმა მოიგო

შეგახსენებთ, პირველ ტურში, კანდიდატებს შორის 24 ხმა იყო განსხვავება, ლევან ლიპარტიას 40.35%, ზაზა ჩაჩანიძეს კი 40.15% ჰქონდა.


მეორე ტურში, ბორჯომში, 30 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ცესკოს მონაცემებით, ბორჯომში, მეორე ტურში, ამომრჩეველთა 52,89%–მა მიიღო მონაწილეობა.

ბორჯომის საოლქო კომისიაში, 12 ნოემბერს, 12 საჩივარი შევიდა.

12 ნოემბერს, მეორე ტური, თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და ხუთ თვითმმართველ თემში გაიმართა. ცესკოს ცნობით, "არჩევნების მეორე ტურში, როგორც კენჭისყრის ისე, ხმის დათვლის პროცედურებმა ჩაიარა ყველასათვის ხელმისაწვდომ, მშვიდ გარემოში, კანონმდებლობის შესაბამისად. დამკვირვებლებსა და საარჩევნო სუბიექტების უფლებამოსილ წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ ხმის დათვლის პროცედურებს".

ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრის დღეს ძირითადად დაფიქსირდა საჩივრები მცირე პროცედურული ხარვეზების შესახებ და მათი ნაწილი უბნებზევე აღმოიფხვრა. საოლქო საარჩევნო კომისიებში 12 ნოემბრის მონაცემებით, 29 საჩივარია შესული, აქედან ყველაზე მეტი - 12 დაფიქსირდა ბორჯომში, ოზურგეთში - 11, ქუთაისში - 4, ხაშურსა და მარტვილში თითო-თითო, ხოლო ყაზბეგის საარჩევნო ოლქში საჩივარი არ შესულა.

ცესკოს ცნობით, მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 109 119 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33.24 %-ს შეადგენს.

ამომრჩეველთა აქტივობა საარჩევნო ოლქების მიხედვით შემდეგია:

ყაზბეგი - 52.95%
ხაშური - 34.66%
ბორჯომი - 52.89%
ქუთაისი - 17.98%
ოზურგეთი - 56.7%
მარტვილი - 38.49%

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს გენდერულ ჭრილში, წინასწარი მონაცემებით ექვსივე საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეთა 50.28% ქალი, ხოლო 49.72% კაცი იყო.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში, მეორე ტურში, ამომრჩეველთა 52,9%–მა მიიღო მონაწილეობა
ცესკო: N44 ახალციხე–ადიგენის ოლქში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა
15:00 საათის მონაცემებით, ბორჯომში ხმა მისცა ამომრჩეველთა 37.2%–მა
ახალარჩეული მერები მუშაობას 12 ნოემბრიდან დაიწყებენ
დღეიდან ბორჯომის მერი მუშაობას შეუდგება
დღეს ბორჯომში არჩევნების მეორე ტური იმართება
15:00 საათის მონაცემებით, ახალციხის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 34%–ია