FM97.5 / LIVE

სტრასბურგის სასამართლომ EMC–ის საჩივარი წარმოებაში მიიღო

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.11.2016
სტრასბურგის სასამართლო ოთხი მუსლიმი პირის მიმართ პოლიციის მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მსჯელობს.

სტრასბურგის სასამართლომ EMC–ის საჩივარი წარმოებაში მიიღო

მოხეში მცხოვრები თეიმურაზ მიქელაძე ერთ–ერთია იმ ოთხ მუსლიმს შორის რომლის მიმართაც ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე ევროსასამართლო იმსჯელებს.

„წინასწარ გამიჭირდება რაიმეს თქმა, მოლოდინი მაქვს, რომ სამართალი გაიმარჯვებს“, – ამბობს თემურ მიქელაძე.

მიქელაძისგან განსხვავებით, „გამარჯვების მოლოდინი“ არ აქვს სამცხე–ჯავახეთის მუფთს მამუკა ვაშაყმაძეს: „სტრასბურგის სასამართლოს წარმოებაში არა ერთი საჩივარი მიუღია, მაგრამ საბოლოოდ დადებითი პასუხი არ ყოფილა. არ მაქვს დიდი მოლოდინი“.

დასავლეთ საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ აღნიშნული საჩივრის შესახებ არაფერი იცის: „ისიც კი არ ვიცი ეს ოთხი პიროვნება ვინაა“.
მოხეში მომხდარი, რომ ევროსასამართლოშია გასაჩივრებული ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესგან“ შეიტყო სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ: „პირველად მესმის თქვენგან ეს, ამიტომ ვერაფერს გეტყვით“.

ევროსასამართლომ კი სახელმწიფოს უკვე შემდეგი კითხვებით მიმართა:

განხორციელდა თუ არა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, კერძოდ:

• განხორციელდა თუ არა განმცხადებლების მიმართ არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა?
• არაჰუმანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისგან პროცედურული დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით, (იხ. Labita v. Italy [GC], no. 26772/95, ECHR 2000 IV, § 131), ადგილობრივი ორგანოების მიერ წარმოებული გამოძიება იყო თუ არა განხორციელებული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით?

• ამოწურეთ თუ არა განმცხადებლებმა ყველა შესაბამისი შიდასამართლებრივი მექანიზმი კონვენციის მე-8 და მე-11 მუხლების ნაწილში (ეს მუხლები განმცხადებლებს არ ჰქონდათ მითითებული საქმეში და ex officio, სასამართლომ წამოწია წინ.)
• დადებითი პასუხის შემთხვევაში, დაირღვა თუ არა განმცხადებლების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება, კონვენციის მე-8 და მე-11 მუხლების საწინააღმდეგოდ.
• ჰქონდათ თუ არა განმცხადებლებს შესაძლებლობა, კონვენციის მე-13 მუხლის სტანდარტის შესაბამსად, ეფექტური შიდასამართლებრივი მექანიზმებით დაეცვათ საკუთარი უფლებები განცხადებაში მითითებული მე-3, მე-8, მე-11 დამე-14 მუხლების დარღვევებთან დაკავშირებით.
• არიან თუ არა განმცხადებლები რელიგიის ნიშნით დისკირმინაციის მსხვერპლი, კონვენციის მე-14 მუხლის საწინააღმდეგოდ (აღნიშნული უნდა შეფასდეს კონვენციის მე-3 მე-8 და მე-11 მუხლებთან ერთად)

„2014 წლის 22 ოქტომბერს სოფელ მოხეში მდებარე ისტორიული მეჩეთის დემონტაჟის დროს, საკულტო ნაგებობასთან მობილიზებულმა პოლიციამ ადგილზე სპონტანურად შეკრებილი მუსლიმები კოლექტიურად (მთლიანობაში 14 ადამიანი) დააკავა და ზოგიერთი მათგანის წინააღმდეგ არაპროპორციული საპოლიციო ძალა გამოიყენა. საქმეში განმცხადებლებს წარმოადგენს ის ოთხი პირი, რომელთა მიმართ პოლიციამ განსაკუთრებით სასტიკი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა. შეკრების ადგილზე დაკავებისას ცემის გარდა, აღნიშნული პირები პოლიციის განყოფილებაში ფსიქოლოგიური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ, ერთ-ერთი მათგანის მიმართ კი სასტიკი ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. აგრეთვე, საპოლიციო ღონისძიების ყველა ეტაპზე დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ რელიგიური ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები“, – აცხადებენ ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრში (EMC).

შეგახსენებთ, რომ EMC დავობს მშვიდობიანი შეკრების მონაწილე ოთხი მუსლიმი პირის მიმართ პოლიციის მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. ორგანიზაცია განმცხადებლების მიმართ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-13 (უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე) მუხლების დარღვევას ამტკიცებს.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

EMC-მ  მოხის საქმეზე  სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
სტრასბურგის სასამართლომ მოხეს საქმის განხილვა დაასრულა
ადიგენის გამგეობას მუსლიმის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სასამართლოში უჩივლებენ
ადიგენის გამგეობას დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სასამართლოში უჩივლეს
ვანო მერაბიშვილის სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
ჭელასა და მოხეში მიმდინარე მოვლენები EMC–ს შეფასებებში მოხვდა
ბავშვის ფიზიკური დასჯა, სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობა კანონით აიკრძალება