FM97.5 / LIVE

ჭელასა და მოხეში მიმდინარე მოვლენები EMC–ს შეფასებებში მოხვდა

მთავარისაზოგადოება 06.07.2015
„ჭელაში პოლიციის მიერ მუსლიმების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო, შსს-ს გენინსპექციამ კი პოლიციელების ქცევაში დისციპლინური გადაცდომის ნიშნებიც არ დააფიქსირა. სოფელ მოხეში კი გამოძიება პასიურია, პროკურატურამ ამ დრომდე ყველაზე მძიმე დაზიანებების მქონე პირებსაც კი არ მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი“, – ვკითხულობთ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის შეფასებებში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

ჭელასა და მოხეში მიმდინარე მოვლენები EMC–ს შეფასებებში მოხვდა
ჭელაში მინარეთის დემონტაჟის დღეს დაზარალებული მოქალაქე. ფოტო "სამხრეთის კარიბჭეს" არქივიდან

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჭელასა და მოხეში მიმდინარე მოვლენები მოხვდა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის შეფასებებში, რომელიც ეხება „ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2015 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულებას“.

ორგანიზაციის შეფასებით, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, აჭარელი მუსლიმი თემის მიმართ რელიგიური შეუწყნარებლობისა და ძალადობის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, რასაც მუსლიმი თემის უფლებების სერიოზული დარღვევა მოჰყვა.

სოფლებში, ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში, ასევე, ქობულეთში მომხდარ რელიგიური აგრესიის ფაქტებს შორისაა, 2013 წლის 26 აგვისტოს, სოფელ ჭელაში მეჩეთის მინარეთის დემონტაჟისა და საპოლიციო ოპერაციის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მუსლიმების თვითნებური დაკავებისა და არაპროპორციული საპოლიციო ძალის გამოყენების ფაქტები.

ასევე, სოფელ მოხეში, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სადავო რელიგიურ-საკულტო შენობაში კულტურის ცენტრის გახსნის თაობაზე არადემოკრატიული პროცედურებით მიღებული გადაწყვეტილება და მისი მასშტაბური საპოლიციო ძალით აღსრულება, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მუსლიმი თემის წევრების უკანონო დაკავება და არაპროპორციული ძალის გამოყენება მოჰყვა.

„რელიგიურ ძალადობის ზემოთ მოცემული ფაქტების ანალიზი აჩვენებს, რომ მას, როგორც წესი, სოციალური ხასიათი აქვს და ადგილობრივი დომინანტი რელიგიური ჯგუფისგან მომდინარე შეუწყნარებლობით არის განპირობებული. ხელისუფლება არაადეკვატურად პასუხობს რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინებებს და არ უზრუნველყოფს კერძო პირებისგან მომდინარე ძალადობის პრევენციასა და ეფექტური გამოძიების ჩატარებას. აღსანიშნავია, რომ რელიგიური ძალადობის არც ერთ ზემოთ მითითებულ, გახმაურებულ შემთხვევაზე სამართალდამცავმა ორგანოებმა არ უზრუნველყვეს ეფექტური გამოძიების ჩატარება და კონკრეტული სამართალდამრღვევი პირების დასჯა“, – ვკითხულობთ შეფასებაში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის შეფასებით, რელიგიური შეუწყნარებლობისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის არაეფექტურ პოლიტიკასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკა დემონსტრაციულად რეპრესიულია რელიგიური უმცირესობების მიმართ.

EMC-ში ამბობენ, რომ სოფელ ჭელასა და სოფელ მოხეში დაგეგმილი ოპერაციის დროს, პოლიციამ უკანონოდ დააკავა მუსლიმი თემის ზოგიერთი წევრი და მათ მიმართ აშკარად არაპროპორციული ძალა გამოიყენა. პოლიციის ამგვარი ქცევა მიუთითებს რელიგიური ძალადობის მიმართ შემწყნარებლური პოლიტიკის ნიშნებზე.

„არსებული პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ სახელმწიფო ყოველთვის თავს იკავებს სამართლებრივი და რეპრესიული მექანიზმების გამოყენებისგან იმ შემთხვევებში, როდესაც დომინანტი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები ახორციელებენ რელიგიურ ძალადობას ან დევნას, თუმცა ამის საწინააღმდეგოდ მისი მეთოდები რეპრესიულია რელიგიური უმცირესობების მიმართ“, – აცხადებენ EMC-ში.

შეფასების მიხედვით, სოფელ ჭელაში პოლიციის მიერ მუსლიმების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე პროკურატურამ არა ერთი მიმართვის მიუხედავად გამოძიება არ დაიწყო, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ კი დისციპლინური გადაცდომის ნიშნებიც კი არ დააფიქსირა პოლიციელების ქცევაში.

სოფელ მოხის საქმეზე EMC-ის მიმართვის საფუძველზე 2014 წლის 06 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება 2014 წლის 22 ოქტომბერს მოხეში ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის დაკავების დროს, პოლიციის მიერ შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე (სისხლის სამართლის საქმე N013021214003).

"თუმცა, ამ დრომდე გამოძიება პასიურია და ძირითადად დაკავებული მუსლიმების მიერ ინიცირებული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ამ დრომდე პროკურატურამ ყველაზე მძიმე დაზიანებების მქონე პირებსაც კი არ მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი, რაც მათ გამოძიების პროცესში ეფექტური მონაწილეობისა და კონტროლის შესაძლებლობას ართმევს", – აცხადებენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში.

შეგახსენებთ, 2013 წლის 26 აგვისტოს, სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა, რასაც ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

2014 წელს დაპირისპირება სოფელ მოხეში დაიწყო. უკმაყოფილება სოფლის ცენტრში მდებარე სადავო შენობაში სარეაბილიტაციო სამუსაოების დაწყებას მოჰყვა. ადგილობრივი მუსლიმები ირწმუენბიან, რომ შენობა მეჩეთია, ხელისუფლება კი მასში კულტურის სახლის მოწყობას გეგმავს. გასულ წელს, 22 ოქტომბერს, შენობასთან მომხდარი დაპირისპირების დროს, სამართალდამცველებმა 14 მუსლიმი დააკავეს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ შეაჩეროს მუსლიმი თემის რელიგიური დევნა
EMC-მ  მოხის საქმეზე  სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
EMC: მოხეს კონფლიქტი მუსლიმი თემის დისკრიმინაციის სისტემურობაზე მიუთითებს
EMC: შსს-მ უნდა გადახედოს გელა კოხოძის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელად დანიშვნის გადაწყვეტილებას
EMC: რელიგიური ნაგებობების მშენებლობის პრაქტიკა გადასახედია
ადიგენის გამგეობას მუსლიმის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სასამართლოში უჩივლებენ
GDI: მოუწოდებთ სახელმწიფოს შეწყვიტოს დისკრიმინაციული პოლიტიკა მუსლიმი თემის მიმართ