FM97.5 / LIVE

ბავშვის ფიზიკური დასჯა, სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობა კანონით აიკრძალება

მთავარისიახლე, სამართალი 04.02.2019
ბავშვის ფიზიკური დასჯა, როგორც დისციპლინის ზომა, კანონით აიკრძალება.

ბავშვის ფიზიკური დასჯა, სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობა კანონით აიკრძალება

ამის შესახებ On.ge-ს ბავშვთა უფლებების შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტმა ნანა ჩაფიძემ განუცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი ჩანაწერი ბავშვთა უფლებათა კონვენციის პროექტშია. ეს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში მომავალ კვირას დარეგისტრირდება.

"ბავშვთა უფლებათა კოდექსის პროექტი მოიცავს ფიზიკური დასჯის პირდაპირ აკრძალვას, რომელიც დისციპლინის ზომად გამოიყენება და ძალიან გავრცელებულია, ან სხვა ტიპის სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა. აკრძალვა მოიცავს როგორც ოჯახურ გარემოს, ისე სკოლებსა და სხვა სივრცეს, სადაც ბავშვი შეიძლება იმყოფებოდნენ. ეს არის უპირობო აკრძალვა", — განაცხადა ნანა ჩაფიძემ.

ბავშვთა უფლებათა კოდექსის პროექტის მეცხრე თავი ადგენს ბავშვის უფლებას დაცული იყოს ძალადობისგან. ეს გულისხმობს დაცვას ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულების, დაზიანების, უგულებელყოფის, დაუდევარი მოპყრობის, წამების, ექსპლუატაციის, ვაჭრობის, ტრეფიკინგის და ძალადობის სხვა ნებისმიერი ფორმისგან.

აკრძალულია ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება ან სხვა სასტიკი, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა ან სასჯელი ოჯახში, სკოლამდელ ან ზოგადსაგანამანთლებლო დაწესებულებაში, ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებაში, სამედიცინო ან/და ფსიქიატრიულ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ნებისმიერ სხვა ადგილას.

"აღნიშნული ქმედება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად", — ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით დარეგულირდება ფიზიკური დასჯის აკრძალვა და რა ტიპის სანქციები გაიწერება. დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ბავშვთა უფლებათა კოდექსის პარლამენტში განხილვა დაიწყება და ამ საკითხს კანონქვემდებარე აქტში შესაბამისი უწყებები დაარეგულირებენ.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პარლამენტი “ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვას იწყებს
ჯანდაცვის კომიტეტმა 'პრინციპების დონეზე' ბავშვის უფლებათა კოდექსი მიიღო
ომბუცმენის განცხადება ბავშვთა უფლებებზე
ბავშვთა საკითხებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა
სახალხო დამცველი არასრულწლოვნებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს
ახალციხელები ბავშვთა უფლებებზე საუბრობენ [Video]

რა წერია  კოდექსში  ბავშვების პირობების გასაუმჯობესებლად