FM97.5 / LIVE

სალოცავი ყველას, მაგრამ სადავო შენობა არავის

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.11.2016
ორწლიანი მუშაობის შემდეგ, მოხის სადავო შენობის ირგვლივ შექმნილმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ შენობა არც მუსლიმებს გადაეცემათ და არც მართლმადიდებლებს. ეს გადაწყვეტლება კი კომისიამ ისე მიიღო,რომ შენობის წარმომავლობა, რის დადგენის მიზნითაც შეიქმნა, არ შეუსწავლია და აღარც შეისწავლის.

სალოცავი ყველას, მაგრამ სადავო შენობა არავის

კომისიის სხდომა

„ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელმა კომისიამ“ სხდომა დღეს, 3 ნოემბერს, ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გამართა. სხდომა მედიისთვის დახურული იყო და კომენტარები მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ გაკეთდა.

სალოცავი ყველას, მაგრამ სადავო შენობა არავის შეხვედრიდან გამოსულმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ანთიძემ განაცხადა, რომ კომისიის გადაწყვეტილებით, შენობის არავისთვის გადაცემის საკითხი არ განიხილება: „ამ შენობაზე პასუხისმგებლობა აიღო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ“.

მისივე თქმით, სააგენტომ აიღო ვალდებულება, მოამზადოს შენობის დაცულობისა და ფუნქციური დატვირთვის კონცეფცია: „შემდგომში ვნახავთ, რა პერსპექტივა აქვს ამ შენობას“. ადგილობრივ მუსლიმებს კი ორ ალტერნატივას შესთავაზებენ: სახელმწიფო გამოისყიდის იმ შენობას, სადაც აქამდე მუსლიმები ლოცულობდნენ და ამ შენობას გადასცემენ მუსლიმთა სამმართველოს, ან სახელმწიფო შეისყიდის მიწას და თავისივე სახსრებით ააშენებს მეჩეთს.

მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმნენ კომისიის წევრი მუსლიმებიც და მართლმადიდებლებიც. ახლა ამ ვერსიებს ადგილობრივ მუსლიმებს შესთავაზებენ, გადაწყვეტილება ადგილობრივებმა უნდა მიიღონ. რაც შეეხება შენობას, სააგენტომ აიღო ვალდებულება, უახლოეს პერიოდში მოამზადოს შენობის დაცულობისა და ფუნქციური დატვირთვის კონცეფცია.

სალოცავი ყველას, მაგრამ სადავო შენობა არავის სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე ამბობს, რომ რა რეაქცია ექნება მუსლიმ თემს კომისიის გადაწყვეტილებაზე, მისთვის უცნობია. თუმცა, რადიკალურ ნაბიჯებს რომ არ გადადგამენ, ამაში დარწმუნებულია.

„წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, რადგან მუსლიმებისთვის გადაწყვეტილება უცნობია. მოგვიწევს დისკუსია და გადაწყვეტილებას მივიღებთ მუსლიმ თემთან ერთად. მაგრამ, მუსლიმი თემი არის გონიერი, დაფიქრდება და მიიღებს იმ გადაწვეტილებას, რომელიც დემოკრატიული ქვეყნისთვის იქნება აღსანიშნავი მთელს მსოფლიოში“, – განაცხადა მამუკა ვაშაყმაძემ სხდომის დასრულების შემდეგ და დაამატა, რომ საკითხს თემთან ერთად განიხილავს და დარწმუნებულია, რომ მუსლიმები საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტაში ხელს შეუწყობენ.

სალოცავი ყველას, მაგრამ სადავო შენობა არავის ახალციხისა და ტაო –კლარჯეთის მიტროპოლიტის თეოდორე ჭუაძის თქმით, საპატრიარქოსთვის აბსოლუტურად მიუღებელია ადამიანი ქუჩაში იდგეს და ლოცულობდეს: „საქართველოში არასდროს ყოფილა, რომ ვინმეს შეზღუდული ჰქონდეს ლოცვის უფლება. რაც შეეხება მრევლს, შევეცდებით რომ დაველაპარაკოთ, ავუხსნათ, როგორც მართლმადიდებელ, ისე მუსლიმ მოსახლეობას. მათ დავეხმარებით მეგობრობაში, ურთიერთობის აღდგენასა და განმტკიცებაში“.

დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებას დრო დასჭირდება: „ვეცდებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა გადაწყდეს მშვიდობიანად. სამუფთო სამმართველო ცდილობს რომ იყოს სიმშვიდე და მრევლიც კმაყოფილი“.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის, აკაკი მაჭუტაძის განცხადებით, ეს კომისიის მიერ გამართული, ოფიციალური, მეექვსე სხდომა იყო. არაფორმალური კი ბევრი შეხვედრა შედგა. გუბერნატორის მტკიცებით, გადაწყვეტილება კონსესუსით მიიღეს და ამ კომისიის ფუნქცია სწორედ ის იყო, რომ დასკვნა კონსესუსზე ყოფილიყო დაფუძნებული: „გადაწყვეტილებას ეთანხმება საპატრიარქოც და სამუფთო სამმართველოც, დანარჩენი მოსახლეობამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, მთავარია მათ გააკეთონ არჩევანი“.

მუსლიმები: კარგი იქნებოდა, შენობა ჩვენ გადმოგვცემოდა, თუმცა, მთავარია, რომ სალოცავი გვექნება

როგორი იქნება მოსახლეობის არჩევანი ამ ეტაპზე ისევ უცნობი რჩება. ჯერ სოფელ მოხეში მუსლიმებს კომისიის გადაწყვეტილებაზე ერთობლივად არ უმსჯელიათ. „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში მათი უმეტესობა ამბობს, რომ კარგი იქნებოდა შენობა მათ გადასცემოდათ, თუმცა, მათავარია, რომ სალოცავი ექნებათ და ღია ცის ქვეშ აღარ მოუწევთ ლოცვის აღვლენა. რაც შეეხება შეთავაზებებს, მუსლიმების იმ ნაწილის უმეტესობას, რომელსაც „სამხრეთის კარიბჭე“ ესაუბრა, ახალი სალოცავის აშენება ურჩევნია.

სალოცავი ყველას, მაგრამ სადავო შენობა არავის „ამ სადაო შენობას პატრონი თუ გამოუჩნდება და ძეგლთა დაცვის სააგენტო უპატრონებს, კარგია, დანგრევას გადაურჩება. მაგრამ, უკეთესი იქნებოდა ჩვენ თუ გადმოგვეცემოდა. ამ ალტერნატივებიდან რას ავირჩევთ, მრევლი შევიკრიბებით და გადავწყვეტთ. ჩემთვის პირადად, თუ ამ შენობას არ გვაძლევენ, ორივე შემოთავაზება სულერთია“, – გვეუბნება მოხეში მცხოვრები მუსლიმი გურამ ბოლქვაძე.

თემურ მიქელაძე ფიქრობს, რომ მათთვის მისაღები ახალი ადგილის გამოყოფა და იქ ახალი სალოცავის აშენება იქნება: „თუმცა, მრევლი რას გადაწყვეტს, არ ვიცი“.

„ეს სალოცავი უნდა იყოს“, – ბოლქვაძისგან განსხვავებით, კატეგორიულია თამაზ გობაძე, რომელიც ფიქრობს, რომ სადაო შენობა უნდა აღდგეს, როგორც სალოცავი. რაც შეეხება შეთავაზებებს, გობაძე ამბობს, რომ უმჯობესია ახალი სალოცავი აშენდეს: „რადგან სადაც აქამდე ვლოცულობდით, სახლადაა აშენებული“.

ასევე კატეგორიული და უკმაყოფილოა, თემურ მიქელაძის მამა, რომელიც ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფომ მუსლიმებს ხელი გადაუგრიხა: „უსამართლო ქვეყანაა და ეს გადაწყვეტილებაც უსამართლოა. აქ ძალისმიერი მეთოდი და ხელის გადაგრეხვაა“.

სალოცავი ყველას, მაგრამ სადავო შენობა არავის მუსლიმების ნაწილი ამბობს, რომ იმ პოზიციას დაეთანხმებიან, რასაც სახელმწიფო და სამუფთო სამმართველო გადაწყვეტს. მათთვის მთავარია გარეთ აღარ უწევდეთ ლოცვის აღვლენა.

„აქამდე პრობლემა ის იყო, რომ გარეთ ვლოცულობდით. მგონია, რომ ამის მერე ეს პრობლემა აღარ იქნება“, – ამბობს გოჩა ბერიძე.

მას ეთანხმება მერაბ ბერიძე და ამბობს, რომ მუფთის გადაწყვეტილებას დასთანხმდებიან, თუმცა, შენობის გადაცემის იმედს არ კარგავს: „იმედია, ბოლოს ჩვენ დაგვიბრუნებენ“.

მოხეში მცხოვრები ქრისტიანები: მუსლიმებისთვის ახალი სალოცავის აშენებას არ ვეწინააღმდეგებით

სალოცავი ყველას, მაგრამ სადავო შენობა არავის მოხეში მცხოვრები მუსლიმების მსგავსად, გადაწყვეტილებაზე ერთობლივად არც ქრისტიანებს უმსჯელიათ. მუსლიმებისგან განსხვავებით, მათთვის კომისიის გადაწყვეტილება მისაღებია. ამბობენ, რომ იმედია ამის მერე სოფელში სიმშვიდე იქნება. ქრისტიანები მუსლიმებისთვის ახალი სალოცავის აშენებას არ ეწინააღმდეგებიან.

„ამ გადაწყვეტილების მერე ალბათ აქ სიმშვიდე იქნება. ამას [სადაო შენობა ს.კ.] ნუ შეეხებიან, სხვაგან სადაც უნდათ იქ ააშენონ, არავინ გააპროტესტებს“, – ამბობს ქრისტიანი ზურაბ მეტრეველი.

ახალი სალოცავის აშენებას რომ პროტესტი არ მოჰყვება, ამას ბორის გობაძეც ადასტურებს: „აქამდეც ჰქონდათ სალოცავი და ხმა არ ამოგვიღია. ერთი კი არა, თუ უნდათ ორი მეჩეთი ააშენონ“.

სალოცავი ყველას, მაგრამ სადავო შენობა არავის „გამოუყონ ადგილი. არ ვიქნებით წინააღმდეგი“, – ამბობს მალხაზ რეხვიაშვილი.

მას ეთანხმება თანასოფლელი რევაზ რეხვიაშვილიც: „ყველას უნდა სალოცავი, ილოცონ, წინააღმდეგი არ ვართ“.

თუმცა, მათგან განსხვავებით, ნათელა ლობჯანიძე ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ეს საკითხი მთლიანად თავად უნდა გადაეწყვიტა: „ხალხზე არ უნდა შემოეგდო და რასაც თვითონ გადაწყვეტდა, ისე უნდა ყოფილიყო“.

თამთა მიქელაძე: მოხის მუსლიმმა თემმა არ უნდა მიიღოს კომისიის შეთავაზება

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ მოხის მუსლიმმა თემმა არ უნდა მიიღოს კომისისს შეთავაზება სალოცავი სივრცის გადაცემის თაობაზე: „იმიტომ, რომ ეს მომავალში დაასუსტებს, მათ შორის, სამართლებრივად, მოხის მეჩეთის რესტიტუციის თაობაზე მათ მოთხოვნას და ქუჩაში ლოცვით, როგორც სამოქალაქო წინააღმდეგობის აქტით საკუთარი უფლებების ბრძოლა გააგრძელოს. კომისიის ეს გადაწყვეტილება იმთავითვე საფრთხის შემცველია და სახელმწიფოს სარესტიტუციო ქონების ალტერნატივად სხვა, ეკვივალენტური ქონების გადაცემის არგუმენტს გაუჩენს“.

სალოცავი ყველას, მაგრამ სადავო შენობა არავის მიქელაძე რამდენიმე არგუმენტს ასახელებს, რომლის გამოც, მისი აზრით, კომისიის გადაწყვეტილება პრობლემურია. მისი განცხადებით, ისტორიული შენობის ისტორიულ-კონფესიურ წარმომავლობის შესწავლაზე და ისტორიული მესაკუთრისთვის მის დაბრუნებაზე უარი არ შეიძლება იყოს გამართლებული ლეგიტიმური საჯარო ინტერესით. ისტორიული შენობის ნაცვლად ალეტრნატიული ქონების შეთავაზება იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, როდესაც მისი ფაქტობრივი დაბრუნება შეუძლებელია მისი განადგურების ან კონკრეტული შენობის მაღალი საჯრო ინტერესის მქონე ობიექტად გამოყენების გამო

მიქელაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრობლემის მიზეზი არსებითად არადომინანტი რელიგიური ჯგუფების მიმართ რესტიტუციის სახელმწიფო პოლიტიკის არ არსებობაა: „სახელმწიფომ რელიგიური ნაგებობების ძირითადი ნაწილი დაუბრუნა მართლმადიდებელ ეკლესიას, თუმცა იგივე არ გაუკეთებია სხვა რელიგიების მიმართ, რის გამო ეს პოლიტიკა ცალსახად დისკრიმინაციულია

„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე მოხის სადავო ნაგებობის ირგვლივ შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ სახელმწიფო მსგავსი გადაწყვეტილებებითა და მიდგომებით დაძაბულობის კერას ქმნის.

კომისია მუშაობას აგრძელებს, თუმცა არა შენობის წარმომავლობის დადგენის მიზნით. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ დააანონსა, მომავალი სხდომა ისევ ახალციხეში, პირველ დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

სალოცავი ყველას, მაგრამ სადავო შენობა არავის

* * *


* შეგახსენებთ, სოფელ მოხეში, სოფლის ცენტრში მდგარი შენობა სადავო 2014 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ გახდა, რაც ადიგენის გამგეობამ გადაწყვიტა სოფლის ცენტრში მდგარ შენობაში კულტურის სახლი და ბიბლიოთეკა მოეწყო და მის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.

* 2014 წლის 22 ოქტომბერს, მშენებელი კომპანია შენობის დანგრევას პოლიციელების ცოცხალი ჯაჭვის დახმარებით ცდილობდა, მცდელობას ადგილობრივ მუსლიმებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, შედეგად 14 მუსლიმი დააკავეს, – 11 ადმინისტრაციული, 3 კი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებით.

* რელიგიური კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, მაშინ მოხეში სახელმწიფო კომისია შეიქმნა, კომისიას შენობის წარმომავლობა უნდა დაედგინა. სოფელი შეთანხმდა, რომ კომისიის დასკვნის გასაჯაროებამდე, პრეტენზიას აღარავინ გამოთქვამდა.

* ამ ამბებიდან ზუსტად ორი წლის თავზე, 2016 წლის ოქტომბერში, მუსლიმები სადავო შენობაში თვითნებურად შევიდნენ და ლოცვა დაიწყეს. ეს ფაქტი იმით ახსნეს, რომ კერძო სახლი, სადაც აქამდე ლოცვას აღავლენდნენ, მეპატრონეს დასჭირდა. სამი დღის შემდეგ, მოხეში სამართალდამცველებმა სადავო შენობას პოლიციის ლენტი შემოავლეს, შესასვლელი კი ფიცრებით ჩაკეტეს.

* ოქტომბრიდან ამ დრომდე მუსლიმები სადავო შენობის გარეთ ლოცულობენ.

[ნინო ნარიმანიშვილი, თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მამუკა ვაშაყმაძე მოხეს კომისიის დასკვნაზე: მოგვიწევს დისკუსია, თუმცა, რადიკალიზმი არ იქნება
თამთა მიქელაძე: მოხის კომისიის გადაწყვეტილება პრობლემურია რამდენიმე არგუმენტის გამო
მოხეს სადავო შენობის შესახებ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადება მოხეს კომისიის დასკვნაზე
მუსლიმი მრევლი  კომისიის გადაწყვეტილებაზე: ‘ეს სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაა’
მეუფე თეოდორე: მიუღებელია ადამიანი ქუჩაში იდგეს და ლოცულობდეს
‘მოხის კომისიის’ სხდომა გადაიდო