FM97.5 / LIVE

თამთა მიქელაძე: მოხის კომისიის გადაწყვეტილება პრობლემურია რამდენიმე არგუმენტის გამო

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.11.2016
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ ისტორიული შენობის ისტორიულ-კონფესიურ წარმომავლობის შესწავლაზე და ისტორიული მესაკუთრისთვის მის დაბრუნებაზე უარი, ვერ იქნება გამართლებული საჯარო ინტერესით.

თამთა მიქელაძე: მოხის კომისიის გადაწყვეტილება პრობლემურია რამდენიმე არგუმენტის გამო

თამთა მიქელაძის თქმით, მოხის კომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სადავო შენობა არც მუსლიმებს და არც მართლმადიდებლებს არ გადაეცემათ, პრობლემურია რამდენიმე არგუმენტის გამო. მისი განცხადებით, ისტორიული შენობის ისტორიულ-კონფესიურ წარმომავლობის შესწავლაზე და ისტორიული მესაკუთრისთვის მის დაბრუნებაზე უარი არ შეიძლება იყოს გამართლებული ლეგიტიმური საჯარო ინტერესით. ისტორიული შენობის ნაცვლად ალეტრნატიული ქონების შეთავაზება იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, როდესაც მისი ფაქტობრივი დაბრუნება შეუძლებელია მისი განადგურების ან კონკრეტული შენობის მაღალი საჯრო ინტერესის მქონე ობიექტად გამოყენების გამო: „ამ შემთხვევაში დომინანტი ეკლესიის და დომინანტი ჯგუფის დაუსაბუთებელი პრეტენზია და მათ მიერ დაწყებული კონფლიქტი, რომელიც მხარდაჭერილი იყო ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არ შეიძლება გახდეს ისტორიული შენობის დაბრუნებაზე უარის თქმის ლეგიტიმური მიზეზი“.

მიქელაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრობლემის მიზეზი არსებითად არადომინანტი რელიგიური ჯგუფების მიმართ რესტიტუციის სახელმწიფო პოლიტიკის არ არსებობაა: „სახელმწიფომ რელიგიური ნაგებობების ძირითადი ნაწილი დაუბრუნა მართლმადიდებელ ეკლესიას, თუმცა იგივე არ გაუკეთებია სხვა რელიგიების მიმართ, რის გამო ეს პოლიტიკა ცალსახად დისკრიმინაციულია. მოხის კომისიამ არც კი იმსჯელა შენობის მესაკუთრის დადგენის და მისი დაბრუნების საკითხებზე, რითაც რესტიტუციის შესაძლებლობა იმთავითვე გამორიცხა“.

გარდა ამ ფაქტორებისა, თამთა მიქელაძე ფიქრობს, რომ კომისიის გადაწყვეტილება სავალდებულო არ არის, ის სახელმწიფო გადაწყვეტილებაც არ არის, ამიტომ ადგილობრივ მუსლიმ თემს შეუძლია საკუთარი დავის გაგრძელება: „აქ ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ არა რელიგიის თავისუფლების შეზღუდვაზე, არამედ რესტიტუციის პოლიტიკის არ არსებობის გამო, ადამიანის უფლებების სტანდარტებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების შეზღუდვაზე“.

კიდევ ერთი არგუმენტი, რის გამოც, მიქელაძეს გადაწყვეტილება პრობლემურად მიაჩნია, არის ის, რომ სამუფტო სამმართველოს მიერ ამ გადაწყვეტილებაზე დათანხმება მუსლიმ თემსა და სამმართველოს შორის გაუცხოების და დაპირისპირების კიდევ ერთი ცხადი მაგალითია: „და სწორედ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო აწარმოებს სამუფტო სამმართველოს კონტროლის ამ პოლიტიკას და მუსლიმ თემს წარმომადგენლების გარეშე ტოვებს. აღსანიშნავია, რომ კომისიამ მის შემადგენლობაში არ შეიყვანა სხვა პირები, რომელსაც ადგილობრივი მუსლიმი თემი მოითხოვდა და ის მხოლოდ სამუფტო სამმართველოს წარმომადგენლებით დააკომპლექტა“.

შეგახსენებთ, მოხის სადავო შენობის შემსწავლელმა კომისიამ, დღეს, 3 ნოემბერს, სხდომაზე გადაწყვიტა, რომ მოხეში სადავო შენობა არცერთ მხარეს არ გადაეცემა. გადაწყვეტილება კომისიის წევრებმა კონსესუსის შედეგად მიიღეს.

სამცხე–ჯავახეთის მუფთი ფიქრობს, რომ ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ, მუსლიმი თემისგან სავარაუდოდ უარყოფითი დამოკიდებულება წამოვა, რადგან მუსლიმები ითხოვენ სალოცავს და ამ დრომდე ღია ცის ქვეშ ლოცლობენ. თუმცა, ვაშაყმაძე დარწმუნებულია, რომ მრევლი რადიკალურ ზომებს არ მიმართავს.

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ამბობს, რომ ეს გაწყვეტილება მათთვის მისაღებია და ისინი შეეცდებიან დაელაპარაკონ, აუხსნან, როგორც მართლმადიდებელ, ისე მუსლიმ მოსახლეობას: „მათ დავეხმარებით მეგობრობაში, ურთიერთობის აღდგენასა და განმტკიცებაში“.

კომისია ადგილობრივ მუსლიმებს ორ ვერსიას სთავაზობს: სახელმწიფო შეისყიდის იმ შენობას, რომელშიც მუსლიმები აქამდე ლოცულობდნენ და მას გადასცემს მუსლიმებს. ან სახელმწიფო სოფელ მოხეში შეისყიდის მიწას და იმ მიწაზე მუსლიმებს აუშენებს სალოცავს. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ადგილობრივი მუსლიმები, ამ ეტაპზე უცნობია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადება მოხეს კომისიის დასკვნაზე
მამუკა ვაშაყმაძე მოხეს კომისიის დასკვნაზე: მოგვიწევს დისკუსია, თუმცა, რადიკალიზმი არ იქნება
მეუფე თეოდორე: მიუღებელია ადამიანი ქუჩაში იდგეს და ლოცულობდეს
მოხეს სადავო შენობის შესახებ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო
ე.წ. მოხეს კომისიის გადაწყვეტილებაზე დღეს  მუსლიმები განცხადებას გაავრცელებენ
EMC–ის სამართლებრივი შეფასება მოხის კომისიის გადაწყვეტილებაზე
სალოცავი ყველას, მაგრამ სადავო შენობა არავის