FM97.5 / LIVE

რატომ გაფუჭდა კარტოფილის მოსავალი

მთავარიეკონომიკა 08.11.2012
ექსპერტთა შეფასებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავლის 30% მშრალმა ლპობამ გააფუჭა

რატომ გაფუჭდა კარტოფილის მოსავალი
ფერმერების ნაწილი ამბობს, რომ კარტოფილი წელს მინდვრებშივე დატოვეს. დაავადებული პროდუქტის შინ მიტანას აზრი არ ჰქონდა. გლეხები კარტოფილის გაფუჭებას სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან. დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ დაავადება შხამ-ქიმიკატების გამოწვეულია.
სოფელ ალავერდის მცხოვრებ არმენ მაიტესიანს წელს ნათესებში შხამ-ქიმიკატები არ შეუტანია.

"მიწას ნაკელით ვანოყიერებ. გამოიყენებ თუ არა წამლებს, არ აქვს მნიშვნელობა, შედეგი ერთია და იგივეა. ერთხელ ვცადე და იგივე მოსავალი მივიღე. ახლა 1 ჰა-დან 25 ტონა მოსავალი მივიღე. გაფუჭებული კარტოფილი ძალიან ცოტაა. უბრალოდ, ახალი ჯიშების სათესლე მასალა – აგრია და მარფონა მქონდა", - ამბობს იგი.

ორგანიზაცია "აგროგეო+"-ის მენეჯერი ეგიშ აგაჯანიანი ამტკიცებს, რომ კარტოფილის დაავადება შხამ-ქიმიკატებისა და სასუქის გამოწვეული არ შეიძლება იყოს: "ადრიან გაზაფხულზე მიწაში ბევრი ტენი იყო, შემდეგ ტემპერატურამ ძალიან დაბლა დაიწია. და ამან დაავადებები – ალტერნარია, ნემატოტა, ფიტაფტორია გამოიწვია. ეს დაავადებები შხამ-ქიმიკატებისგან არ არის. თავად მე ყველა ღონე ვიხმარე, გამოვიყენე აზოტიც და კალიუმიც, რასაკვირველია, ნორმის ფარგლებში და კარტოფილი მაინც დამილპა. კარტოფილის ავადმყოფობა ამინდის ბრალია. ასეთი სიტუაცია მარტო ჩვენს მუნიციპალიტეტში არ არის, ასეა მთელ საქართველოში".

მისმა მოსავალმა 250 ტონა კარტოფილი შეადგინა, აქედან 50 ტონა გაფუჭებულია და გადაყრას აპირებს. აგაჯანიანი მიიჩნევს, რომ მინდვრებზე სასელექციო სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. უნდა შეიქმნას ლაბორატორიები მიწის ანალიზისთვის, საწინააღმდეგო შემთხვევაში მუნიციპალიტეტში კარტოფილი აღარ იქნება. გარდა ამისა, იგი ფიქრობს, რომ შექმნილ სიტუაციაში ბრალი მუნიციპალიტეტში აგრონომების არასაკმარის რაოდენობასა და ვირუსოლოგების სრულ არყოფნას მიუძღვის.

ახალციხის სასოფლო-სამეურნეო სამსახურის აგრო-კონსულტანტი ზურა სადათიერაშვილიც მიიჩნევს, რომ ფიტოფტორიისა და ალტერნარიის დაავადებების გავრცელების პირობები წლევანდელმა ატმოსფერულმა პირობებმა, ზაფხულის დასაწყისში უხვმა ნალექმა, შემდეგ კი გვალვამ და სეტყვამ შექმნა: "ხშირად ხალხი მიწას მხოლოდ აზოტით ანოყიერებს, რეალურად კი ფოსფორი, კალიუმი და კალციუმიც საჭიროა. ხშირად ლპობას სწორედ კალიუმისა და კალციუმის დეფიციტი იწვევს. თუ მიწაში ყველაფერს ნორმირებულად შეიტან, პრობლემები არ შეიქმნება. ვიცი, რომ ახალქალაქში სელიტრას ტონობით იყენებენ".

ახალქალაქის საკრებულოს აგრარული ფრაქციის თავმჯდომარე მერუჟან ეზოიანი მიიჩნევს, რომ დაავადებების მიზეზი კარტოფილის იმპორტირებული ჯიშებია: "ახალი ჯიშები ადგილობრივ კლიმატურ პირობებში გამოცდილი უნდა იყოს. თორემ ვინ იცის, ვის, საიდან და რა კარტოფილი ჩამოაქვს. საზღვრის გადაკვეთისას უნდა მოწმდებოდეს".

მერუჟან ეზოიანი ფიქრობს, რომ დაავადებები ვირუსული და გადამდებია. მისი თქმით, როდესაც კარტოფილს თხრიდა, იქ გაფუჭებული მხოლოდ 5% იყო, ორი თვის შემდეგ კი დამპალი კარტოფილის რაოდენობამ 50% შეადგინა.

ფირმა "აგრონომიქსის" დირექტორი ანაიტ ტარლამაზიანი მიიჩნევს, რომ პრობლემა კარტოფილის იმუნიტეტის დაცემაშია. იმპორტირებული სათესლე მასალა და სასუქი არაფერ შუაშია. უბრალოდ, ამ დაავადებების გავრცელებისთვის ხელსაყრელი ატმოსფერული პირობები შეიქმნა: "ა" კლასის 8 ჯიშის კარტოფილი დავრგე, თითოეული 200 კგ ერთ მინდორზე საცდელად და შევნიშნე, რომ ავადმყოფობა სხვადასხვა ხარისხით გამოვლინდა. დაავადება ადრეულ სტადიაზე შევამჩნიე და ინტენსიურად ვმკურნალობდი. ყოველ 14 დღეში წამლები შემქონდა და ვუშველე. თუმცა მოსავლის 7% მაინც გამიფუჭდა".

ტარლამაზიანმა დაავადების ზუსტად დასადგენად ბოლქვები თბილისის, უკრაინისა და ჰოლანდიის ლაბორატორიებში გაგზავნა. რამდენიმე დღის წინ მოვიდა პასუხი, რომელმაც დაადასტურა დაავადებები – ბოლქვური ფიტოფტორია და ფუზარიოზი.

მისი დაკვირვებით, ჯიშებს: გრანოლა, ტოსკანა, პატრიცა უფრო მაღალი იმუნიტეტი აქვს. ხოლო ლაბოდას, ნატაშასა და ველოქსანის - ავადმყოფობა მოერია.

კარტოფილის დარგვისას, დაზღვევის მიზნით, ტარლამაზიანმა მიწის ლაბორატორიული ანალიზიც ჩაატარა. ალბათ, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო მთელ მუნიციპალიტეტში. მიწის ანალიზის პასუხები ნორმალური იყო, ანუ მიკროელემენტები, ფოსფორი, კალციუმი და კალიუმი ნიადაგში ნორმის ფარგლებში იყო.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კარტოფილის რეალიზაციაში სახელმწიფო უნდა ჩაერთოს
ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურმა სადემონსტრაციო ნაკვეთიდან კარტოფილის მოსავალი აიღო
პირველ ივნისამდე თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა აიკრძალა
ახალციხეში კარტოფილის მოსავალს უჩივიან  [Video]
მეურნე: როგორ შევინახოთ კარტოფილი  [Video]
ახალციხეში ფერმერს იასამნისფერი კარტოფილი მოჰყავს
მესხ ფერმერებს სათესლე კარტოფილის ახალი ჯიშები გააცნეს