FM97.5 / LIVE

რამდენად მომგებიანია კარტოფილის ბიზნესი

მთავარიეკონომიკა 15.05.2012
რამდენი კარტოფილი უნდა დათესო; უნდა დათესო მხოლოდ ოჯახისთვის თუ გასაყიდად; მომგებიანია თუ არა ბევრის დათესვა - ეს კითხვები ახალქალაქში არაერთ ფერმერს აწუხებს

რამდენი კარტოფილი უნდა დათესო; უნდა დათესო ოჯახისთვის თუ გასაყიდად; მომგებიანია თუ არა ბევრის დათესვა - ეს კითხვები ახალქალაქში არაერთ ფერმერს აწუხებს

ადგილობრივი მოსახლეობა სხვა წყაროებიდან დახმარებას თუ არ იღებს, ერთადერთ შემოსავლის წყაროდ მეცხოველეობა და მიწათქმოქმდება რჩება. კარტოფილი ის მთავარი პროდუქტია, რომელსაც არამხოლოდ ყიდიან, არამედ სხვადასხვა პროდუქტზეც ცვლიან.

საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ჯავახეთის კარტოფილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტად ითვლება. იგი არც შხამქიმიკატებითაა გაჯერებული და არც გენმოდიფიცირებულია. ამიტომაა, რომ მისი ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული კარტოფილის.

მათთვის, ვისაც მიწა, სათესლე მასალა და ტექნიკა არ აქვს, კარტოფილის ბიზნესი ბევრ დაბრკოლებასთანაა დაკავშირებული. ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორის მახარე მაცუკატოვის განმარტებით, ერთი ჰექტარის დამუშავებაზე 2500-3000 ლარი იხარჯება. ამ თანხაში შედის ტექნიკის, შხამ-ქიმიკატების, სარწყავი წყლისა და მუშების ხარჯი. ამ ყველაფერს სათესლე მასალის ფასიც ემატება: ’’თესლი 50 თეთრიდან 2.50 ლარამდე ღირს. ერთ ჰექტარზე 3.5-დან 4 ტონამდე თესლია საჭირო. 50-თეთრიანი კარტოფილი დაბალი ხარისხისაა და დაბალი მოსავლიანობა აქვს, 2.50-ლარიანი კი დიდ მოსავალიანია. მინიმალური მოსავლიანობა ჰექტარზე 10-12 ტონაა, საშუალო - 27-32, მაქსიმალური კი 40-42’’.

მისივე თქმით, ხარჯებს ცუდი მოსავლის შემთხვევაშიც დაფარავ, მაგრამ მოგება არ გექნება.

მსხვილი ფერმერის ერვანდ პეტროსიანის აზრით, კარტოფილის ბიზნესი მომგებიანი არ არის: ’’შემოტანილი თესლი, მუშახელი, საწვავი და სასუქი ძვირია. მორწყვა ან შეუძლებელია ან ასევე ძალიან ძვირი. გასაღების ბაზარი მცირეა. ამიტომ ამ საქმით დაკავებას აზრი არა აქვს’’.

საშუალოდ ერთი ჰექტარი მიწის დაქირავება 500-600 ლარი ჯდება. ერთ ადამიანს (დაქირავებულ მუშახელს) 20-25 ლარი უნდა გადაუხადო. სასუქის ფასი 40-45 ლარია. ერვანდ პეტროსიანის თქმით, თუ იწყებ თესვას კარგი სათესლე მასალით, პირველი წელს ხარჯებს ძლივს ფარავ, მეორე წელს, როდესაც უკვე საკუთარ კარტოფილს თესავ, ცოტა შემოსავლი რჩება, მოგებას კი მესამე წელს იღებ: ’’კარტოფილის ბიზნესიდან შემოსავლები შემცირდა სასუქის და საწვავის გაძვირების გამო. ბაზარზე კი ფასი დაეცა. კარგი კარტოფილი 50 თეთრად იყიდება და არც ყიდულობენ, რადგან სხვა ქვეყნებიდან ბევრია შემოტანილი’’.

ბოლო წლებია ვითარება სხვადასხვაგვარად იცვლება. თუ კარგი მოსავალია, დაბალი ფასია, თუ ფასი კარგია, მაშინ პროდუქტის დეფიციტია.

- ”გასულ წელს ორ ჰექტარზე დავრგეთ. დაგვჭირდა 13 ტომარა სასუქი, ამას დაემატა სათესლე მასალის, მუშახელის, მორწყვის, მოსავლის აღების ხარჯი და საბოლოო ჯამში, 7000-7500 ლარი დავხარჯეთ. მაგრამ, დასეტყვა და ძალიან ცუდი მოსავალი მივიღეთ. შარშანდელი მოსავალიდან მხოლოდ თესლი დაგვრჩა. ვნახოთ წელს რა იქნება”, - გვეუბნება სოფელ დილისკას მკვიდრი ჰასმიკ ნახატაკიანი და ამატებს, რომ კარგი მოსავალის მიღების გარანტიჰოლანდიური ჯიშის თესლის ყიდვის შემთხვევაშიც არ არსებობს.

კიდევ ერთი ბარიერი მომგებიანი ბიზნესისთვის რეალიზაციაა.

- ”25 მეასედზე დავთესე, მაგრამ მოგებას არ ველოდები. შარშან მკაცრი ზამთარი იყო და თითქმის ნახევარი მოსავალი გაიყინა. ადგილზე მყიდველი არ არის, თბილისში წაღება კი დამატებითი ხარჯია”, - ამბობს სოფელ კულიკამში მცხოვრები სილვა დემირჩიანი.

არაეფექტურ რეალიზაციაში ფერმერები გარკვეულ წილად ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

- ”უკრაინიდან ისეთი კარტოფილი ჩამოიტანეს, რომელსაც საქონელიც კი არა ჭამს. თურქეთიდანაც შემოაქვთ. ადგილობრივი ხელისუფლებიდან ვინმე რამეს ამბობს ამ სიტუაციაზე?! ყველა დეპუტატს თავისი მონოპოლია აქვს, რატომ უნდა ილაპარაკონ თბილისში ჩვენს პრობლემებზე?! არავინ არ საუბრობს”, - გვეუნებნება სოფელ კუმურდოს მკვიდრი, რომელიც ვინაობას არ გვიმხელს.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მოსავალს არ ვუჩივით, მაგრამ ფასი არ აქვს რომ გავყიდოთ’ – ფერმერები კარტოფილის მოსავალზე
რის მიხედვით არჩევენ ფერმერები რა დათესონ
მესხი ფერმერების „წყალში გადაყრილი“ მოსავალი
ახალციხეში ფერმერს იასამნისფერი კარტოფილი მოჰყავს
ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურმა სადემონსტრაციო ნაკვეთიდან კარტოფილის მოსავალი აიღო
მესხ ფერმერებს სათესლე კარტოფილის ახალი ჯიშები გააცნეს
რატომ გაფუჭდა კარტოფილის მოსავალი