FM97.5 / LIVE

ფერმერს სტიქიამ კარტოფილის ნათესების 40 პროცენტი გაუნადგურა

მთავარიეკონომიკა 05.06.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში ფერმერ პავლე გიქოშვილს სტიქიის შედეგად კარტოფილის ნათესები დაუზიანდა. გიქოშვილის თქმით, ნათესების დაახლოებით 40 პროცენტი განადგურებულია.

ფერმერს სტიქიამ კარტოფილის ნათესების 40 პროცენტი გაუნადგურა
3 ივნისს ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიამ ორი სოფელი უდე და აბასთუმანი დააზარალა. სოფელ უდეში მცხოვრებ ფერმერს, პავლე გიქოშვილს რამდენიმე ჯიშის კარტოფილი სამ ჰექტარ მიწის ფართობზე აქვს დათესილი.

„შუადღეს, დაახლოებით ოთხი საათი იყო სეტყვა მოვიდა, სეტყვამ მშვიდობიანად ჩაიარა, მნიშვნელოვნად არაფერი დაუზიანებია, საღამოს ქარიშხალი იყო, მოყვა დიდი წვიმა და ნაკვეთი ჩახრამა, ღარები გააჩინა და კარტოფილებიც წაიღო. ერთი თვალის გადავლებით შეიძლება ითქვას, რომ 40–50 პროცენტი გააფუჭა. ნაკვეთში 2,50 ლარიანი კარტოფილის რამდენიმე ჯიში მაქვს შეტანილი“, – ამბობს პავლე გიქოშვილი და ამატებს, რომ გარდა კარტოფილის ნათესებისა, სიმინდის ნაკვეთის დაახლოებით 20–30 პროცენტიც დაუზიანდა.

რა თანხის ზარალი მიიღო პავლე გიქოშვილმა, თავად ამის თქმა უჭირს. თუმცა ამბობს, რომ ჰექტარზე საშუალოდ 40 ტონა კარტოფილი მოჰყავს.

„სამი ჰექტრიდან ერთიც რომ დაზიანებულიყო, ჩათვალეთ, რომ 40 ტონა კარტოფილი გაფუჭდა. 40 ტონა კარტოფილი საშუალოდ 70 თეთრად რომ გაყიდო 28–30 ათასი ლარი გამოდის“, – ამბობს გიქოშვილი.

ადიგენის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურში განმარტავენ, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლები ადგილზე მოინახულეს.

„მუნიციპალიტეტის კომპეტენციაა, რომ გამოყოს კომისია, მაგრამ გამორიცხული არაა მუნიციპალიტეტმა საჭიროდ არ მიიჩნიოს კომისიის შექმნა, რადგან სოფლის მეურნეობის კუთხით მნიშვნელოვან ზიანს ადგილი არ აქვს“, – ამბობს საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის უფროსი თამაზ ქველაძე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი განმარტავენ, რომ ზარალის შემსწავლელი კომისია ორი დღეა მუშაობს, რომელიც სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის კუთხით მიყენებულ ზარალს სწავლობს.

ფერმერს სტიქიამ კარტოფილის ნათესების 40 პროცენტი გაუნადგურა

ფერმერს სტიქიამ კარტოფილის ნათესების 40 პროცენტი გაუნადგურა

[თამარ თოთაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტი დააზარალა
ადგილობრივი: წნისში სეტყვამ მოსავლის 70 პროცენტი გაანადგურა
ახალციხეში ფერმერს იასამნისფერი კარტოფილი მოჰყავს
სტიქიამ ადიგენი ერთი მილიონი ლარით აზარალა
მეურნე: კარტოფილი რომ არ დალპეს – რჩევები ფერმერებს [Video]
ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა დასრულდა
‘მოსავალს არ ვუჩივით, მაგრამ ფასი არ აქვს რომ გავყიდოთ’ – ფერმერები კარტოფილის მოსავალზე