FM97.5 / LIVE

ვაჟა ჩიტაშვილი: რაც მინდოდა ამ არჩევნებიდან, მივიღე

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 31.10.2016
მაჟორიტარულ არჩევნებში დამარცხებული კანდიდატი, ვაჟა ჩიტაშვილი ამბობს, რომ მეორე ტურის ასეთი შედეგით დასრულება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მისი შეფასებით, არჩევნების ბედი ბოლო რამდენიმე დღემ გადაწყვიტა.

ვაჟა ჩიტაშვილი: რაც მინდოდა ამ არჩევნებიდან, მივიღე

პირველი და მეორე ტურის შედეგებს შორის დიდ სხვაობას ვაჟა ჩიტაშვილი რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს.

„საზოგადოებამ ორი კვირის წინ მე დამიჭირა მხარი. არ ვიცი ამ პრიოდის განმავლობაში რა უნდა მომხდარიყო რომ ასე შეეცვალათ აზრი, ყველაფერი იმის ბრალია, რომ მოსახლეობაზე ინდივიდუალურად მიმდინარეობდა ზეწოლა და ამაზე არაერთხელ ვისაუბრე“, - ამბობს ვაჟა ჩიტაშვილი, რომელმაც პირველ ტურში ხმების 44,07% , მეორე ტურში კი 30,17% მიიღო და არჩევნებში დამარცხდა.

კენჭისყრის შედეგები მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა: „ბოლო დღეების ანალიზის შედეგად, ამას ველოდი. ისე წავიდა საქმე, არჩევნებში მონაწილეობას აზრი აღარ ჰქონდა“.

თუმცა, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი არ თქვა და ეს გადაწყვეტილება გუნდური პრინციპებიდან და საზოგადოების ნდობიდან გამომდინარე მიიღო. რომელი უბნები მოიგო და წააგო, მისთვის მნიშვნელოვანი არ არის და თავს გამარჯვებულად მიიჩნევს: „მე რაც მინდოდა ამ არჩევნებიდან, ხალხის ნდობა და სიყვარული, მივიღე. მიუხედავად იმისა რომ დეპუტატი არ ვიქნები, მათ ყურადღებას ყოველთვის მივაქცევ“.

სად და როგორ გააგრძელებს საქმიანობას, ჯერ პასუხი არ აქვს. რაც ზუსტად იცის, პოლიტიკაში რჩება და პარტიულ მუშაობას აგრძელებს.
არჩევნების შემდეგ, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციაც.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატები დაუპირისპირდნენ. ხმათა უმრავლესობა, 70,21%, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიპოვა, ვაჟა ჩიტაშვილმა ხმების 30,17% მიიღო.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გიორგი კოპაძე /ვაჟა ჩიტაშვილი – მოგებული და წაგებული უბნები და შანსები მეორე ტურისთვის
მაჟორიტარები მეორე ტურისთვის ემზადებიან
ახალციხე–ადიგენში მაჟორიტარული არჩევნები გიორგი კოპაძემ მოიგო
'ჩემი კანდიდატურა განიხილება' – ვაჟა ჩიტაშვილი საპარლამენტო არჩევნებზე
დღეს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება
არჩევნების მეორე ტურის თარიღი გაირკვა
„ევროპული საქართველოს“ ახალციხის მერობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილია