FM97.5 / LIVE

გიორგი კოპაძე /ვაჟა ჩიტაშვილი – მოგებული და წაგებული უბნები და შანსები მეორე ტურისთვის

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 29.10.2016
მაჟორიტარული არჩევნების პირველ ტურში, ახალციხე–ადიგენში 12 721 ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მიიღო, 11 446 ხმა კი „ქართული ოცნების“ კანდიდატმა. არჩევნების მეორე ტურში ორივე მათგანმა 4697 ხმისთვის უნდა იბრძოლოს, ეს ის ხმებია, რომლებიც სხვა კანდიდატებზე გადანაწილდა.

გიორგი კოპაძე /ვაჟა ჩიტაშვილი – მოგებული და წაგებული უბნები და შანსები მეორე ტურისთვის

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცნობილია და ამ შედეგების მიხედვით, ახალციხე–ადიგენში, მაჟორიტარულ არჩევნებში მეორე ტური უნდა გაიმართოს.

ცესკოს შედეგების მიხედვით, მეორე ტურში პირველ – მეორე ადგილზე გასული კანდიდატები ხვდებიან, ესენი კი არიან: ვაჟა ჩიტაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – 44,07% (12 721 ხმა) და გიორგი კოპაძე „ქართული ოცნებიდან“ – 39.65% (11 446 ხმა);

ახალციხე–ადიგენის 53 საარჩევნო უბნიდან, ვაჟა ჩიტაშვილმა – 32, გიორგი კოპაძემ კი 21 უბანი მოიგო. საბოლოოდ, ვაჟა ჩიტაშვილმა, გიორგი კოპაძეს, პირველი ტური 1275 ხმით მოუგო.

ახალციხე–ადიგენის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში, ჯამში, 53 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. თუ გადავხედავთ საარჩევნო უბნების შედეგებს, საინტერესო სურათი იკვეთება.

ცესკოს მონაცემების მიხედვით, მაჟორიტარული არჩევნების პირველი ტურში ვაჟა ჩიტაშვილი ახალციხეში ლიდერობს, გიორგი კოპაძე კი ადიგენში.

უფრო კონკრეტულად, ახალციხის 35 საარჩევნო უბნიდან, ვაჟა ჩიტაშვილმა არჩევნები 26 უბანზე მოიგო, ადიგენის 18 უბნიდან კი მხოლოდ 6 უბანზე.

თუ ჩავხედავთ მოგებული და წაგებული უბნების გადანაწილებას, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ახალციხეში 9 უბანი მოიგო, ეს უბნებია:
N14 – აწყურის უბანი
N15 – ელიაწმინდა, ანი, ჭვინთა
N17 – მინაჭე, ჭაჭარაქი, ღრელი
N18 – პატარა პამაჯი, დიდი პამაჯი, ორალი, ყულალისი;
N19 – საძელი, ხაკი;
N21 – სხვილისი
N24 – წყალთბილა;
N26 – ნაოხრები;
N27 – წყრუთი, წირა, მიქელწმინდა
.

რაც შეეხება ადიგენს, აქ გიორგი კოპაძეს 12 უბანი აქვს მოგებული და საინტერესო იმ უბნების ჩამონათვალია, სადაც მან არჩევნები წაგო.
ეს უბნებია:
N3 – არალი, წარბასთუმანი;
N11 – მოხე, ციხისუბანი, ნამინაური;
N12 – უდე;
N15 – ჭეჭლა, ჭელა, საირმე, კეხოვანი, ზედუბანი, ღორთუბანი, აფიეთი;
N16 – ზაზალო, უდე
N17 – დერცელი, კიკიბო.


ახალციხე–ადიგენში მაჟორიტარობის 9 კანდიდატი იყო. იმ ხმების ჯამი, რაც დანარჩენმა შვიდმა კანდიდატმა მიიღო (კოპაძისა და ჩიტაშვილის გარდა), 4697–ს შეადგენს.

თუ დავუშვებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში, პირველ ტურში მისული ყველა ადამიანი ისევ მივა საარჩევნო უბანზე და იმ დანარჩენი შვიდი კანდიდატის ხმას, „ქართული ოცნება“ მიიღებს, გიორგი კოპაძე, ახალციხე–ადიგენის 53 უბნიდან 13 უბანს ისევ წააგებს, თუმცა, არჩევნებს მაინც მოიგებს – 3422 ხმით;

თუ ყველა ამ ხმას, მეორე ტურში ვაჟა ჩიტაშვილი მიიღებს, იგი 53 უბნიდან ასევე 13 უბანს წააგებს, მაგრამ მაინც მოიგებს, 5972 ხმით.

თუ გამოთავისუფლებული 4697 ხმა, იგივე პროპორციით გადანაწილდა, როგორც ეს პირველი ტურის შემთხვევაში მოხდა (44,07% – ჩიტაშვილი, 39,65% – კოპაძე), არჩევნების მეორე ტური ვაჟა ჩიტაშვილის მოგებით დასრულდება – იგი დამატებით მიიღებს 2070 ხმას და ჯამში ექნება 14,791 ხმა. გიორგი კოპაძე კი მიიღებს 1863 ხმას და ჯამში ექნება 13,309 ხმა.

ასეთ შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არჩევნების მეორე ტურს მოიგებს 1482 ხმით;

და მესამე შემთხვევა, თუ დანარჩენი შვიდი კანდიდატის ხმა (4697 ხმა), თითოეულ უბანზე გადანაწილდა იმავე პროპორციით, როგორც ეს პირველ ტურში მოხდა, შედეგები ასეთი იქნება:

N5 ვაჟა ჩიტაშვილი, – დამატებით მიიღებს 1960 ხმას
N41 გიორგი კოპაძე – დამატებით მიიღებს 1835 ხმას.

საბოლოო ჯამში, ვაჟა ჩიტაშვილს ექნება – 14,681 ხმა, გიორგი კოპაძეს კი – 13,281 ხმა. ვაჟა ჩიტაშვილი მოიგებს 1400 ხმით.

როგორ გადანაწილდება ხმები მეორე ტურში, რას გადაწყვეტს ის ამომრჩეველი, რომელმაც პირველ ტურში ხმა არც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა და არც „ქართულ ოცნებას“, ეს მხოლოდ არჩევნების შემდეგ გვეცოდინება, თუმცა, გარკვეულწილად იმაზეცაა დამოკიდებული, რას გააკეთებს ან ერთი, ან მეორე კანდიდატი და პარტია, ამ 4697 ამომრჩევლის გულის მოსაგებად.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხე–ადიგენში მაჟორიტარული არჩევნები გიორგი კოპაძემ მოიგო
მაჟორიტარები მეორე ტურისთვის ემზადებიან
30 ოქტომბერს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება
დღეს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება
არჩევნების მეორე ტურის თარიღი გაირკვა
სამცხე–ჯავახეთში, მეორე ტურში, ზურაბიშვილმა ყველაზე მეტი უბანი ახალციხეში წააგო
ვაჟა ჩიტაშვილი: რაც მინდოდა ამ არჩევნებიდან, მივიღე