FM97.5 / LIVE

'სამართლიანი არჩევნების' პარალელური დათვლის შედეგებით მარგველაშვილი ლიდერობს

მთავარიპოლიტიკა 28.10.2013
ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" პარალელური დათვლის შედეგებით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 61,9% მიიღო.

მომდევნო ადგილები შემდეგნაირად ნაწილდება:

'სამართლიანი არჩევნების' პარალელური დათვლის შედეგებით მარგველაშვილი ლიდერობს
დავით ბაქრაძე - 21,8%;
ნინო ბურჯანაძე -10,2%;
შალვა ნათელაშვილი - 2,8%;
გიორგი თარგამაძე - 1,1%'
კობა დავითაშვილი -0,7%;
ყველა სხვა კანდიდატი - 1,5%


ორგანიზაციის განცხადებით, ამომრჩეველთა აქტივობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეადგინა 46.9% (+/- 0.9% ცდომილების ხარისხით 95%-იანი სანდოობით). თბილისის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა იყო 48.2%-ს, ხოლო რეგიონებში - 46.4%. ეს მონაცემი არის საგრძნობლად შემცირებული 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, როდესაც აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით მიაღწია 60.9%-ს.

„სამართლიანი არჩევნები“ არჩევნების დღეს დააკვირდა საერთაშორისოდ აღიარებული, მოწინავე მეთოდოლოგიით - ხმების პარალელური დათვლის (PVT) საფუძველზე. ორგანიზაციამ მიავლინა 800 PVT დამკვირვებელი ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ უბნებზე ყველა (73) საარჩევნო ოლქში. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, ეგზიტ პოლისგან განსხვავებით, PVT არ გულისხმობს ამომრჩევლის გამოკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მისცეს ხმა. PVT დამკვირვებლები აფიქსირებენ იმ ოფიციალურ მონაცემებს, რაც ცხადდება სტატისტიკურად შერჩეულ საარჩევნო უბნებზე. დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ოფიციალური შედეგების შესახებ ექვემდებარება დეტალურ გადამოწმებას და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების განსაზღვრა.

რაც შეეხება არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს, ორგანიზაციის განცხადებით, ძირითადად, არჩევნების დღის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულად და მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა პროცედურული ხასიათისაა. არჩევნების დღის პროცესის მნიშვნელოვან ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის, არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის ფაქტები და ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით ბათუმში გამოვლენილი პრობლემები.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოვლენილი დარღვევების უმრავლესობა სხვადასხვა საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა. ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებულ იქნა 12 საარჩევნო უბანი, სადაც პროცედურულ დარღვევებს მრავალჯერადი ხასიათი ჰქონდა. აღნიშნული უბნებია: მთაწმინდის #25, ჩუღურეთის #2 და #20, დედოფლისწყაროს #23, ბოლნისის #47, დუშეთს #31 და #45, ხარაგაულს #13, ზესტაფონის #26, ზუგდიდის #99, ქობულეთის #14 და შუახევის #21 საარჩევნო უბნები.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა საარჩევნო ოლქში განახორციელა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 1200 აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგებოდა, რომლებიც გადანაწილებული იყვნენ როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'სამართლიანი არჩევნები': ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია
'სამართლიანი არჩევნების' შეფასებით, კენჭისყრის დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა
'სამართლიანი არჩევნების' 17:00 საათის მონაცემები
ISFED-ის ხმების პარალელური დათვლის შედეგებით ზურაბიშვილმა ხმების 59,9% მიიღო
ISFED ხმების პარალელურად დათვლის შედეგებს აქვეყნებს
„სამართლიან არჩევნებს“ სამცხე-ჯავახეთში დარღვევა არ დაუფიქსირებია
არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობამ 56% შეადგინა