FM97.5 / LIVE
'სამართლიანი არჩევნების' შეფასებით, კენჭისყრის დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა

'სამართლიანი არჩევნების' შეფასებით, კენჭისყრის დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა

მთავარიპოლიტიკა 28.10.2013
ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" შეფასებით, PVT მეთოდოლოგით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა.

'სამართლიანი არჩევნების' შეფასებით, კენჭისყრის დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა
"დღევანდელი დღის მნიშვნელოვან ხარვეზად შეიძლება ჩაითვალის არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის ფაქტები, მარკირების პროცედურის არასათანადო წარმოება და ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები ბათუმში. ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 12 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში - 45 საჩივარი.

ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უბნების 98.0%-ზე ამომრჩევლებს პროცედურების შესაბამისად რეგისტრატორები ყოველთვის სთხოვდნენ ხმის მიცემისათვის აუცილებელ პირადობის დამადასტურებელ სათანადო დოკუმენტაციას. უბნების 3.0% შემთხვევაში საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციას არ თხოვდნენ ცალკეულ ამომრჩევლებს;

საარჩევნო უბნების 94.8%-ზე ყოველთვის ხდებოდა მარკირების შემოწმება კანონით დადგენილი წესისამებრ, რაც შემცირებული მაჩვენებელია წინა წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში - 2012 წელს მარკირება ყოველთვის მოწმდებოდა უბნების 96.8%-ზე.

საარჩევნო უბნების 99.1%-ზე ბიულეტენები ყოველთვის მოწმდებოდა ხელმოწერითა და ბეჭდით, ხოლო 2012 წელს ბიულეტენები ყოველთვის მოწმდებოდა უბნების 96.5%-ის შემთხვევაში.

საარჩევნო უბნების 97.4%-ზე ამომრჩევლებს მარკირება ყოველთვის უკეთდებოდათ, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, როდესაც მარკირება ყოველთვის უკეთდებოდათ საარჩევნო უბნების მხოლოდ 93.5% -ზე.

საარჩევნო უბნების 96.4%-ზე ხმის მიცემის ფარულობა დაცული იყო. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის ამ პროცენტულ მაჩვენებლსა და 2012 წლის ანალოგიურ მონაცემს შორის.

საარჩევნო უბნების 97.4%-ზე ამომრჩეველთა სიაში არ დაფიქსირდა ამომრჩეველთა გრაფაში წინასწარ გაკეთებული ხელმოწერები.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'სამართლიანი არჩევნები': ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია
„სამართლიან არჩევნებს“ სამცხე-ჯავახეთში დარღვევა არ დაუფიქსირებია
საარჩევნო უბნების საზღვრები დაზუსტდა
'სამართლიანი არჩევნების' 17:00 საათის მონაცემები
ცესკო:საარჩევნო უბნების 100% დათვლილია
ISFED ხმების პარალელურად დათვლის შედეგებს აქვეყნებს
ცესკო: არჩევნებმადე შშმ პირებისთვის ადაპტირებული უბნების რიცხვი გაიზრდება