FM97.5 / LIVE


">

"თავისუფალმა დემოკრატებმა" საუბნო კომისიების წევრები გაიწვიეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 28.10.2016
"თავისუფალმა დემოკრატებმა", N44 ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, 18 უბნიდან, საუბნო კომისიების წევრები გაიწვიეს.


 "თავისუფალმა დემოკრატებმა" საუბნო კომისიების წევრები გაიწვიეს

არჩევნების მეორე ტურის წინ, N44 ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, საარჩევნო უბნებზე კომისიების შემადგენლობა უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შეიცვალა.

პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საარჩევნო უბნებიდან კომისიის წევრები გაიწვიეს, თუმცა მათ ადგილზე არავინ ჩაუნაცვლებიათ. პარტიამ 12 წევრი ახალციხის, 6 კი ადიგენის უბნებიდან გაიწვია.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი, ასევე, ქალაქ ახალციხის საკრებულოს დეპუტატი შალვა გოგოლაძე აცხადებს, რომ უბნებიდან წევრების გაწვევა ცენტრალურ ოფისში გადაწყდა.

„ზოგადად ვიცი, რომ იქ სადაც 10 ხმაზე ნაკლები იყო უბანზე, ეჭვები აქვთ, რომ რაღაც გარიგებები იყო, აქედან გამომდინარე გააკეთეს. მე არ ვარ ჩარეული ამ გადაწყვეტილებაში“, – ამბობს შალვა გოგოლაძე.


არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის N69 დადგენილებით, პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა ჰქონდათ საარჩევნო უბნებიდან გაეწვიათ ან ჩაენაცვლებინათ კომისიის წევრები. დადგენილების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა აკრძალულია მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა. ამავე დადგეილების მიხედვით, თუ პარტია გაიწვევს წევრს და აღარ ჩაანაცვლებს, საოლქო კომისია უფლებამოსილია წევრები კონკურსის წესით შეარჩიოს.

ახალციხის საოლქო კომისიამ ახალი წევრების ასარჩევად კონკურსი დღეს 28 ოქტომბერს გამოაცხადა. ახალი წევრები ერთი დღის ვადაში უნდა შეირჩნენ.

შეგახსენებთ, რომ მეორე ტური ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში კვირას, 30 ოქტომბერს ჩატარდება. ამავე დღეს ჩატარდება ახალციხის მერის რიგგარეშე არჩევნებიც. ორივე შემთხვევაში გამარჯვებისთვის „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები იბრძოლებენ. ორივე შემთხვევაში პირველ ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

N44 ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში 53 საარჩევნო უბანია. მერის არჩევნებისთვის კი ახალციხეში 13 უბანი იქნებაა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიების წევრები შეარჩიეს
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
სამცხე–ჯავახეთში საარჩევნოდ 212 უბანი გაიხსნება
ახალციხე–ადიგენის ოლქში საუბნო კომისიების დაკომპლექტება დასრულდა
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
თოფაძე–მრეწველები: ‘ოცნების’ თხოვნით 11 უბანზე კომისიის წევრები შევცვალეთ
არჩევნების მეორე ტურის თარიღი გაირკვა