FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში საარჩევნოდ 212 უბანი გაიხსნება

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 30.08.2016
სამცხე–ჯავახეთის სამივე მაჟორიტარულ ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები შერჩეულია. დაკომპლექტებული საარჩევნო უბნები 8 სექტემბერს გაიხსნება.

სამცხე–ჯავახეთში საარჩევნოდ 212 უბანი გაიხსნება

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, 212 საარჩევნო უბანი გაიხსნება. სამივე მაჟორიტარულ ოლქში უკვე შერჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. მათი 6 წევრი, განცხადებების საფუძველზე, შესაბამის საოლქო სარჩევნო კომისიებმა შეარჩიეს, 7 წევრი კი პოლიტიკურმა პარტიებმა დაინიშნეს.

ახალციხე – ადიგენის, ბორჯომი – ასპინძისა და ახალქალაქი – ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქებში კომისიის წევრები შვიდმა პარტიამ წარადგინა:

1. "საქართველოს კონსერვატიული პარტია“;
2. "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ;
3. "თავისუფალი დემოკრატები“;
4. "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“;
5. "საქართველოს რესპუბლიკური პარტია“;
6. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
7. "ქართული ოცნება“.

ყველა მათგანმა თოთოეული უბნისათვის ერთი წევრი დაასახელა.

საბოლოოდ, #44–ე მაჟორიტარულ ოლქში 53 საარჩევნო უბანი დაკომპლექტდა (35–ახალციხე, 18 – ადიგენი);
#45–ე მაჟორიტარულ ოლქში 70 საარჩევნო უბანი (ბორჯომი – 30, ასპინძა – 23, ახალქალაქი – 17)
#46–ე მაჟორიტარულ ოლქში 89 საარჩევნო უბანი (ახალქალაქი – 53, ნინოწმინდა – 36)

212 საარჩევნო უბანზე პოლიტიკურმა პარტიებმა სულ 1 484 კომისიის წევრი დანიშნეს.
პირველი სხდომები უბნებზე 8 სექტემბერს გაიმართება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხე–ადიგენის ოლქში საუბნო კომისიების დაკომპლექტება დასრულდა
საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიების წევრები შეარჩიეს
საარჩევნო უბნების საზღვრები დაზუსტდა
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
# 37 ახალციხის საარჩევნო ოლქი [განახლებადი]
ახალციხის ოლქში საუბნო კომისია დასაკომპლექტებელი 1 უბანზე დარჩა
სამცხე–ჯავახეთში საოლქო კომისიები დაკომპლექტდა