FM97.5 / LIVE

რითი ხსნის პირველ ტურში წაგებას 'ოცნების' მერობის კანდიდატი

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 27.10.2016
ამომრჩევლის „ღალატი“, თუ მერიის თანამშრომლების „მუშაობა“ მის წინააღმდეგ, რატომ ვერ მოიგო პირველი ტური „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა და რა შემთხვევაში იტყვის უარს გამარჯვების შემთხვევაში მერობაზე ვლადიმერ ზედგინიძე.

რითი ხსნის პირველ ტურში წაგებას 'ოცნების' მერობის კანდიდატი

არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, ახალციხის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ვლადიმერ ზედგინიძე არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს შეხვდა. შეხვედრა, რომელიც ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა დებატების რეჟიმში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ირაკლი ერეკლიშვილმა მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ შეხვედრას მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე უძღვებოდა.

მერობის კანდიდატმა ვლადიმერ ზედგინიძემ გამარჯვების შემთხვევაში ახალციხეში სოციალური საკითხების მოგვარებასა და ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრა.

„არის შესაძლებლობა პირველ რიგში ქალაქის კეთილმოწყობის. ტურიზმისთვის ეს არის მნიშვნელოვანი, სხვა ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვერაფერს ვერ შევქმნით არსებითს. შეიძლება ინვესტორების მოძიება, თუმცა ის თანხას ჩვენს ქალაქში მაშინ ჩადებს, როდესაც რაღაცის პერსპექტივას დაინახავს“, – განაცხადა ახალციხის მერობის კანდიდატმა ვლადიმერ ზედგინიძემ.

შეხვედრის მონაწილეებმა მერობის კანდიდატს უმუშევრობის შემცირებაზე, ცენტრალურ ქუჩებში პარკირების პრობლემებზე, საქალაქო ტრანსპორტის მოუწესრიგებლობაზე, სტუდენტური საცხოვრებლის არარსებობასა და წყლის მაღალ ტარიფზე დაუსვეს კითხვები.

„ტრანსპორტი ახალციხეში მოძველებულია, თუ იგეგმება ახალი ტრანსპორტის შემოყვანა, თუნდაც ღია ტრანსპორტის ტურისტებისთვის და იმ შემთხვევაში თუ თქვენ გახდებით მერი, რას გააკეთებთ 1 წლის განმავლობაში, რომ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას?“, – ჰკითხა კანდიდატს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა ზინა მურჯიკნელმა.

ვლადიმერ ზედგინიძის განმარტებით შესაძლია ახალციხის მერიამ რამდენიმე ახალი ავტობუსი შეიძინოს, ან თბილისის მერიას იმ ავტობუსების გადმოცემა სთხოვს, რომელსაც თბილისის მერია აღარ გამოიყენებს.

რაც შეეხება სამუშაო ადგილების შექმნას, მერობის კანდიდატის განმარტებით, დაახლოებით 15–20 სტუდენტის „ახალციხის ციხეზე“ გიდებად დასაქმებას გეგმავს, თუმცა როგორ, ეს არ დაუკონკრეტებია: „ვინც ფლობს რამდენიმე ენას, გადმოცემის უნარს, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება“.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ყურადღება უმოქმედოდ დატოვებულ შენობებზე გააკეთეს, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. მათი განმარტებით, შესაძლებელია მათი გადმოცემით ქალაქში ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდეს, თუმცა ამას ადგილობრივი თვითმმართველობა არ აკეთებს.

„ეკონომიკის სამინისტროში ჩვენი სამსახური სვამდა კითხვებს, შესაბამის დეპარტამენტებში განგვიმარტეს, რომ არანაირი მიმართვა, დასაბუთებული, მუნიციპალიტეტებიდან მათთან არ მიდის. როდესაც არის შენობა, რომელსაც სამინისტრო არ იყენებს, არა მგონია უარი თქვან გადმოცემაზე. იყო შემთხვევები, ჩვენ ვაფინანსებდით ბაღებს, ფულს ვაძლევდით მუნიციპალიტეტებს და ისინი ვერ ახერხებდნენ კომუნიკაციას, რომ შენობები გადმოცემულიყო მათზე. თქვენ რას გააკეთებთ ამ მიმართულებით?“ – იკითხა ნინო რუხაძემ.

ვლადიმერ ზედგინიძის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში წლის ბოლომდე, ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებასაც და ქონების გადმოცემასაც მოასწრებს, თუმცა მანამდე თანამშრომლებთან ერთად ვითარებაში გაერკვევა: „სხვათაშორის ძალიან ენერგიული კაცი ვარ“.

კანდიდატის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის უფრო ნაყოფიერად და ეფექტურად მუშაობისთვის აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის კანონი გადაიხედოს. უნდა შეიცვალოს სატენდერო პირობებიც: „2 მეტრზე ასფალტი რომ დააგო, ტენდერი უნდა გამოაცხადო, ტენდერში უფრო მეტი თანხა იხარჯება, ვიდრე რეალურად ასფალტის დასხმას სჭირდება. ტენდერი უნდა გამოაცხადო, როდესაც 10–15 ათას ლარს სცილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემა ხდება მოუქნელი და ეს მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს“.

მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე და ქალაქის მერობაზე იმ შეთხვევაში დათანხმდება, თუ ამომრჩევლის უმრავლესობა მხარს მის კანდიდატურას დაუჭერს.

„მე თუ მექნება უფლებამოსილება 50%+1, და არა 1000, მაშინ მე იმ სამსახურში არ შევალ. არ შევალ თუ ლეგიტიმაცია არ მექნა სრულად, იმდენი, რამდენსაც ვიმსახურებ. ეს კი ამომრჩეველმა უნდა განსაზღვროს. ამომრჩეველი მე მიცნობს, შეიძლება ეს თამამი განცხადებაა, მაგრამ, მე მეკუთვნის“, – განაცხადა ვლადიმერ ზედგინიძემ.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერისტეტის ლექტორი მალხაზ ლომსაძე დაინტერესდა გამარჯვების შემთხვევაში აპირებდა თუ არა კანდიდატი მერიაში საკადრო ცვლილებების გატარებას.

რითი ხსნის პირველ ტურში წაგებას 'ოცნების' მერობის კანდიდატი

კანდიდატის განმარტებით, სწორედ მაგ კითხვის დასმამ დააკარგვინა ახალციხის მერიის თანამშრომლების ხმების უმეტესობა.

„მეორე ტური ჯერ გასავლელი მაქვს. 743 თანამშრომელი ყავს ქალაქის მერიას, უმეტესობამ მე მხარი არ დამიჭირა ზუსტად მაგ შეკითხვის გამო. მე ჯერ არ ვარ მერი, ამიტომ კადრებზე ნუ მეკითხებით, იმიტომ, რომ იქ(მერიაში) შევიდა ხმა, რომ მოდის „მგელი“,“ბუა“ და უმეტესობამ მხარი არ დამიჭირა. იმუშავეს ჩემს საწინააღმდეგოდ მერიის თანამშრომლებმა და ზოგმა ხელმძღვანელმა“, – განაცხადა ვლადიმერ ზედგინიძემ.

გარდა აღნიშნულისა, ვლადიმერ ზედგინიძე ფიქრობს, რომ მისი მეორე ადგილზე გასვლა კიდევ რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: „ჩემი თვითდაჯერებულობა და შესაბამისად, ცოტაც ღალატი. მიღალატეს იმიტომ, რომ მე მჯეროდა და მწამდა, რომ ღირსეულს მისცემდნენ ხმას“.
შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ახალციხის მერობისთვის 5 კანდიდატი იბრძოდა, იმის გამო, რომ ვერცერთმა მათგანმა ხმების 50%–იანი ზღვარი ვერ გადალახა მეორე ტური დაინიშნა.

30 ოქტომბერს დანიშნულ მეორე ტურში გამარჯვებისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვლადიმერ ზედგინიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირაკლი ერეკლიშვილი იბრძოლებს.

ირაკლი ერეკლიშვილმა ახალციხის 13 საარჩევნო უბნიდან, 11 უბანზე მოუგო და ამომრჩეველთა ხმების 45.98% მიიღო, ვლადიმერ ზედგინიძემ კი 36.99%.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
ირაკლი ერეკლიშვილი: „ზეწოლა რომ არ ყოფილიყო, „ოცნება“ უფრო ცოტა ხმას მიიღებდა“
ვლადიმერ ზედგინიძე: „არ დავმარცხებულვარ“
ახალციხე მერის მოლოდინში – როდიდან დაიწყებს მუშაობას ახალარჩეული მერი
დღეიდან ახალციხეს ახალი მერი ეყოლება
'რაზეც გესაუბრებით, მეზობლებს გადაეცით და არჩევანი ისე გააკეთონ' – მერობის კანდიდატი ამომრჩევლებს
როგორ განაწილდა ხმები ახალციხის მერობის კანდიდატებს შორის