FM97.5 / LIVE

როგორ განაწილდა ხმები ახალციხის მერობის კანდიდატებს შორის

მთავარისიახლე, არჩევნები 09.10.2016
როგორ განაწილდა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატებს შორის ხმების რაოდენობა და რომელ უბანზე ვინ ლიდერობს;

როგორ განაწილდა ხმები ახალციხის მერობის კანდიდატებს შორის

N37 ახალციხის საოლქო კომისიის მონაცემებით, მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლით ახალციხის მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ერეკლიშვილი ლიდერობს.

უფრო ზუსტად მიღებული ხმების რაოდენობით პროცენტული მაჩვენებელი მერობის კანდიდატებს შორის ასე გადანაწილდა:

N1 ივანე გვარამაძე – "პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ – 7,44%;
N5 ირაკლი ერეკლიშვილი – ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 45,98%
N8 ბესიკ ტაბატაძე – "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; – 2,72%;
N26 ჯუმბერ ინასარიძე – პარტია "ეროვნული ფორუმი“ – 6,86% ;
N41 ვლადიმერ ზედგინიძე – პარტია "ქართული ოცნება“ – 36, 99%;

როგორ განაწილდა ხმები ახალციხის მერობის კანდიდატებს შორის

ქალაქ ახალციხეში სულ 13 საარჩევნო უბანია, მათ შორის ვლადიმერ ზედგინიძე ირაკლი ერეკლიშვილის არჩევნებს მხოლოდ ორ, N8 და N3 უბნებზე უგებს. ყველა დანარჩენ უბანზე კი ერეკლიშვილი ლიდერობს.

N8 უბანი ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში იყო განთავსებული და აქ ხმას 9 აპრილის, შოთა რუსთაველი, საფარის, ივანე გვარამაძისა და კოტე მარჯანიშვილის ქუჩებზე მცხოვრებლები აძლევდნენ. N3 უბანზე კი ასპინძის, ფარნავაზ მეფის, წმინდა დავითისა და კონსტანტინეს და ასევე გიორგი სააკაძის ქუჩები ირიცხება;

როგორც N 37 ახალციხის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი ამბობს, ახალციხის მერის არჩევნებისთვის მეორე ტური დაინიშნება: „50%–იანი ბარიერი ვერცერთმა მათგანმა ვერ გადალახა“.

მეორე ტურში ერთმანეთს „ოცნებისა“ დ „ნაციონალების“ კანდიდატი დაუპირისპირდება. არჩევნების მეორე ტური შედეგების შეჯამებიდან ორ კვირაში გამოცხადდება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
დღეს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება
ახალციხის მერობა ხუთ კანდიდატს სურს
ირაკლი ერეკლიშვილი: „ზეწოლა რომ არ ყოფილიყო, „ოცნება“ უფრო ცოტა ხმას მიიღებდა“
ახალციხის მერს  15 057 ამომრჩეველი აირჩევს
ახალციხის მერობის კანდიდატი ‘ქართული ოცნებიდან’ ვლადიმერ ზედგინიძეა
ცესკოს მონაცემებით ახალციხეში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ლიდერობს