FM97.5 / LIVE

ირაკლი ერეკლიშვილი: „ზეწოლა რომ არ ყოფილიყო, „ოცნება“ უფრო ცოტა ხმას მიიღებდა“

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 10.10.2016
ახალციხის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ამომრჩევლებს მადლობას უხდის.

ირაკლი ერეკლიშვილი: „ზეწოლა რომ არ ყოფილიყო, „ოცნება“ უფრო ცოტა ხმას მიიღებდა“
ახალციხის მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ერეკლიშვილი, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო, არჩევნების შედეგბით კმაყოფილია.

„მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ისე როგორც ჩემ ამომრჩეველს, ასევე, იმასაც, ვინც ვოვა ზედგინიძეს მისცა ხმა, ყველა თავის არჩევანს აკეთებს“, – ამბობს ირაკლი ერეკლიშვილი.

მისი განცხადებით, ყველა უბანთან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და ამომრჩეველზე „ოცნების“ სასარგებლოდ ზეწოლას ახორციელებდნენ.

„ზეწოლა რომ არ ყოფილიყო, „ოცნება“ უფრო ცოტა ხმას მიიღებდა. მაგალითად, N4 ახალციხის უბანთან იყო მერიის თანამშრომელი ჰენრიხი, გვარი არ ვიცი სამწუხაროდ. მას ვთხოვე კიდეც, რომ უბნის მიმდებარე ტერიტორია დაეტოვებინა და თავი დაენებებინა ასეთი სახის ქმედებისთვის“, – ამბობს ერეკლიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დარწუნებულია, რომ ხალხი როგორც არ უნდა შეაშინონ, მეორე ტურში მაინც გაიმარჯვებს: „ახალციხელებს ვერ შეაშინებენ“.

შეკითხვეზე, მისი აზრით, ვის დაუჭერს იმ ამომრჩევლის დიდი ნაწილი მხარს, რომელმაც ხმა არც „ნაციონალებს“ და არც „ოცნებას“ მისცა, ერეკლიშვილი გვპასუხობს: „რთული შეკითხვაა. ჩემ თავზე რომ ვილაპარაკო, მაღალფარდოვანი საუბარი გამომივა“.

რაც შეეხება, ერეკლიშვილის კონკურენტის, „ქართული ოცნებიდან“ ახალციხის მერობის კანდიდატის ვლადიმერ ზედგინიძის ბრალდებებს ამომრჩევლის მოსყიდვასა და უბნების „ნაციონალებით“ დაკომპლექტებაზე, ერეკლიშვილი ამას პროვოკაციას უწოდებს.

„ქალაქმა კარგად იცის ვინ ვისით იყო დაკომპლექტებული და ვინ ვის აფინანსებდა. მოსყიდვა რომ ყოფილიყო, ამას მთავრობა დაუშვებდა?! ეს პროვოკაციული საუბარია, ბატონი ვოვა ჩემი უფროსი მეგობარია და ამაზე აყოლას არ ვაპირებ“, – ამბობს ერეკლიშვილი.

შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს ახალციხის მერის რიგგარეშე არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ვლადიმერ ზედგინიძემ 36,99%, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ირაკლი ერეკლიშვილმა კი 45,98% მიიღო. მათ შორის მეორე ტური გაიმართება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
როგორ განაწილდა ხმები ახალციხის მერობის კანდიდატებს შორის
‘ნაციონალურმა მოძრაობამ’ ახალციხის მერობის კანდიდატი წარადგინა
კვირის აქცენტი:  მერობის კანდიდატები მეორე ტურის მოლოდინში
დღეს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება
ვლადიმერ ზედგინიძე: „არ დავმარცხებულვარ“
ახალციხე მერის მოლოდინში – როდიდან დაიწყებს მუშაობას ახალარჩეული მერი