FM97.5 / LIVE

ვლადიმერ ზედგინიძე: „არ დავმარცხებულვარ“

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 10.10.2016
რითი ხსნის ახალციხის მერობის კანდიდატი „ოცნებიდან“ მიღებული ხმების მცირე ოდენობას და რატომაა დარწმუნებული, რომ მეორე ტური მისი უპირატესობით დასრულდება;

ვლადიმერ ზედგინიძე: „არ დავმარცხებულვარ“
„ქართული ოცნებიდან“ ახალციხის მერობის კანდიდატი, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატთან შედარებით, ხმების მცირე ოდენობა მიიღო, თავს დამარცხებულად არ მიიჩნევს.

„ვლადიმერ ზედგინძე არასდროს არ დამარცხებულა და არც დამარცხდება! დამარცხებული არ ვარ, მარათონში ვარ ჩართული“, – აცხადებს იგი, თუმცა ამატებს, რომ შედეგი მისთვის სასურველი არ იყო და მოლოდინი უფრო მეტის ჰქონდა.

ზედგინიძე აცხადებს, რომ არჩევნები სამართლიან გარემოში, ზეწოლისა და ადმინსიტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე ჩატარდა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ხსნის იგი მიღებული ხმების შედარებით მცირე ოდენობას, ამ კონტექსტში ზედგინიძე ყურადღებას ორ მომენტზე ამახვილებს.

„მე მხოლოდ იმ ჩემ განვლილ გზას გამოვიყენებ, რომელიც გამაჩნია და ზოგიერთივით მოსყიდულად არ ჩავითვლები. თქვენ იცით კარიკარ სიარულისა და ფულის დარიგების ფაქტები. 30 ლარად გაყიდული ამომრჩეველი, მეც 30 ლარად გამყიდის. ვინც ფული დაარიგა, ისინი ვითომ ჩვენი კონკურენტები არიან“, – ამბობს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი.

გარდა „ნაციონალების“ მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვისა, ზედგინიძე სხვა ხელისშემშლელ ფაქტორზეც საუბრობს.

„საარჩევნო უბნები დაკომპლექტებული იყო „ნაციონალებით“. ის სია გადმოიტანეს პირდაპირ, რომლითაც არჩევნები ჩატარდა 2008 და 2012 წელებში. ჩვენ წარმომადგენელი გვყავდა მხოლოდ ერთი. არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაუდევრად იქცეოდნენ. ასპიტი ქალობა მიუღებელია არჩევნებზე“, – აცხადებს ზედგინიძე და ამატებს – „ალბათ მეტყვით, რომ ამის გაპროტესტება შეიძლებოდა, ან ოქმით დაფიქსირება, მაგრამ ერთი ადამიანი 16–ის წინააღმდეგ ცოტა ძნელია“.

შეკითხვაზე, თუ ოქმი დაიწერებოდა ის საოლქო კომისიაში განიხილებოდა, სადაც ერთი 16–ის წინააღმდეგ აღარ იქნებოდა და ასე რატომ არ მოიქცნენ, ზედგინიძე გვპასუხობს: „შანტაჟებზე არ წავსულვართ და ღმერთმა დაგვიფაროს. თან ეს შედეგსაც ვერ მოიტანდა. ვიღაცას მხარი ხომ უნდა დაეჭირა“.

რაც შეეხება შეკითხვას, დამოუკიდებელ კანდიდატად რომ ეყარა კენჭი უფრო მეტ ხმას მიიღებდა თუ არა, გვპასუხობს: „ვარ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და დავრჩები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლად. დამოუკიდებელი კანდიდატი რომც იყო, მაინც მმართველი, წარმატებული პარტიის აზრებით უნდა იხელმძღვანელო. მეტის მოლოდინი იყო, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ წილობრივ თავისი ამოცანა მაინც შეასრულა“.

ზედგინიძე დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებს, ამის საფუძველს კი როგორც თავად ამბობს პირველ რიგში ხალხის განწყობა აძლევს: „ვეცდები აქტიური და ცოტა უფრო კრიტიკული ვიყო იმ შესაძლებლობის მიმართ, რომლის იმედიც მქონდა. ასევე, ვეცდები უფრო კრიტიკული ვიყო იმ ჩემი მეგობრებისადმი, რომლებიც ოპოზიციურ მხარე აღმოჩნდნენ“.

შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს ახალციხის მერის რიგგარეშე არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ვლადიმერ ზედგინიძემ 36,99%, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ირაკლი ერეკლიშვილმა კი 45,98% მიიღო. მათ შორის მეორე ტური გაიმართება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
ირაკლი ერეკლიშვილი: „ზეწოლა რომ არ ყოფილიყო, „ოცნება“ უფრო ცოტა ხმას მიიღებდა“
ახალციხის მერობის დამარცხებული კანდიდატები შედეგებს აფასებენ
როგორ აფასებენ არჩევნების შედეგებს საარჩევნო სუბიექტები
როგორ განაწილდა ხმები ახალციხის მერობის კანდიდატებს შორის
კვირის აქცენტი:  მერობის კანდიდატები მეორე ტურის მოლოდინში
ახალციხის მერობის კანდიდატი ‘ქართული ოცნებიდან’ ვლადიმერ ზედგინიძეა