FM97.5 / LIVE

მედიის გამოწვევები საარჩევნო პერიოდში – დისკუსია ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.10.2016
რა გამოწვევების წინაშეა მედია საარჩევნო პერიოდში, რას ითხოვს აუდიტორია და როგორ უნდა უპასუხოს კეთილსინდისიერმა მედიამ მისი მკითხველის, მსმენელისა და თუ მაყურებლის მოლოდინს – ამ საკითხებზე, ახალციხეში, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა, მედიაექსპერტთან, ზვიად ქორიძესთან ერთად იმსჯელეს.

მედიის გამოწვევები საარჩევნო პერიოდში – დისკუსია ახალციხეში

დისკუსია, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ცენტრის ორგანიზებით მოეწყო. მედია ექსპერტმა ზვიად ქორიძემ ჟურნალისტებთან საპარლამენტო არჩევნების წინ, ქართული მედიის მუშაობა ზოგადად მიმოიხილა და იმ ტენდენციებზე ისაუბრა, რაც ამ პერიოდში გამოიკვეთა.

ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მედია მუდმივად უნდა ცდილობდეს, დაეხმაროს ამომრჩეველს მისთვის მნიშვნელოვან ყველა კითხვაზე პასუხის მიღებაში. მან მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამომრჩეველსა და პოლიტიკოსს, კანდიდატს ან პარტიას შორის, იყოს კომუნიკაცია, დისკუსია, წამოიწიოს ყველა საკითხმა და ყველა ის თემა, რაც მოქალაქეებ აწუხებთ, პოლიტიკოსის დღის წესრიგის თემა გახდეს.

„მოქალაქეები უფრო სწრაფი ნაბიჯებით განვითარებას ითხოვენ, ვიდრე ამას პოლიტიკოსები მიყვებიან. პოლიტიკოსებს ეშინიათ ახალი იდეების გამოტანა, იმიტომ, რომ ფიქრობენ შემთხვევით ამას ცუდად ხომ არ გაიგებს საზოგადოება და ვაკუუმში იკეტებიან. ამ დროს აღმოჩნდა, რომ გარეთ საზოგადოება ფიქრობს ამაზე. იმიტომ ეშინიათ პოლიტიკოსებს ამ თემებზე საუბრის, რომ ეს თემები არ არის მედიაში“, – ამბობს ზვიად ქორიძე და ამატებს, რომ ხშირად უნდა გაშუქდეს მსგავსი თემები მედიის მხრიდან, იმისთვის, რომ შემდგომ ამ საკითხებზე პოლიტკოსებმაც დაიწყონ ფიქრი და ეს მოხვდეს მათ საარჩევნო პროგრამებში.

მედია ექსპერტის აზრით, მედიის მუშაობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოსტ საარჩევნო პერიოდში. მედიას ამ ეტაპზეც რჩება ბევრი გამოწვევა, მითუმეტეს, იმ მოცემულობაში, რაც 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მივიღეთ.

„მოქალაქეები, რომლებიც აკეთებენ არჩევანს , არ უნდა ჩავარდნენ ნიჰილისტურ მდგომარეობაში. მედიის საშუალებით მათი ხმა უნდა გახდეს საჯარო და მიაღწიოს პოლიტიკურ სპექტრამდე, მთავრობამდე, იმისთვის, რომ მათ პრობლემებს არ წაუყრუონ. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია ყოველთვის, რომ ასეთი წყალგამყოფის დროს, როგორიც არის არჩევნები, ვისაუბროთ ხოლმე ახალ გამოწვევებზე“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალიციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ორ დღეში განხილული აქტუალური თემები
ზვიად ქორიძე: ”საზოგადოება უნდა გააქტიურდეს და მედია გამოაფხიზლოს“
მესხეთის მედიასაშუალებების მუშაობით საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია დაინტერესდა
დახურული შეხვედრა კონფლიქტების თემაზე
კვირის აქცენტი: რეგიონული მედიის პრობლემები და გამოწვევები [Video]
ახალციხეში საარჩევნო მედიაცენტრი გაიხსნა
რეგიონული მედიის ასოციაცია ახალციხეში არჩევნების თემაზე ტრენინგს ჩაატარებს