FM97.5 / LIVE

დახურული შეხვედრა კონფლიქტების თემაზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 25.03.2017
კონფლიქტები სახმრეთ კავკასიაში, რუსულ–ქართული ურთიერთობები და მთავრობის მთავარი გამოწვევები, ახალციხეში კავკასიის კონფლიქტების შესახებ დისკუსია გაიმართა.

დახურული შეხვედრა კონფლიქტების თემაზე
შეხვედრა, რომელიც სამხრეთის კავკასიის კონფლიქტების თემას ეძღვნებოდა, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. პირველი ნაწილი მომხსენებლების გამოსვლებს დაეთმო, მეორე ნაწილი კი დარბაზში დასმულ შეკითხვებზე პასუხს.

ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა, IWPR–ის კავკასიის პროგრამის დირექტორმა ბექა ბაჯელიძემ და „დემოკრატ მესხთა კავშირის“ დირექტორმა გიორგი ანდღულაძემ გარდა ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტებისა, ყურადღება გაამახვილეს, მედიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, პროპაგანდაზე, უშუალოდ სამცხე–ჯავახეთში თავიდან აცილებულ დაპირისპირებებსა და უმცირესობების საკითხებზე.

შეხვედრას რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დისკუსია, დახურული იყო, რაც იმას გულისხმობს, რომ მას მედიის წარმომადგენლები, როგორც მხოლოდ მონაწილეები ისე ესწრებოდნენ.

„ძირითადი აქცენტი რაც დღეს შეხვედრაზე გაკეთდა, ეს არის რეგიონული უსაფრთხოება. აქ არსებული პრობლემების გამო, ეს თემა ყოველთვის ყველას აწუხებს. გაოცებული ვარ დამსწრე საზოგადოების აქტიურობით, გამოთქმული მოსაზრებებით და დასმული შეკითხვებით“, – ამბობს ბექა ბაჯელიძე.

ერთ–ერთი მომხსენებელი გიორგი ანდღულაძე ფიქრობს, რომ ყველა ის თემა, რაც ქვეყნისთვის პრობლემას წარმოადგენს, მნიშვნელოვანია მასზე დისკუსია გაიმართოს: „ასეთი შეხვედრების დროს, ხანდახან ჩვენი შეხედულებების გადაფასებაც გვიხდება, ვიღებთ მეტ, ახალ ინფორმაციას. ასევე ვიგებთ რას ფიქრობენ დედაქალაქში ჩვენზე“.

დისკუსია ტარდება პროექტის "სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი არქიტექტურის ფორმირება’’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

დახურული შეხვედრა კონფლიქტების თემაზე

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში“ – ახალციხეში დისკუსია გაიმართება
ახალციხეში კონფლიქტების პრევენციის თემაზე დისკუსია  გაიმართება
‘ახალგაზრდების როლი და ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში’– დისკუსია ახალციხეში
‘მშვიდობის მშენებლობის პროცესში’ ახალგაზრდების როლზე მრგვალ მაგიდასთან ისაუბრებენ
კონფლიქტების პრევენცია – დისკუსია ახალციხეში
კავკასიაში ახალი მედიაპლატფორმა იწყებს მუშაობას
ევროინტეგრაციის საკითხებზე ახალციხეში რვა ქვეყნის ექსპერტმა ისაუბრა