FM97.5 / LIVE

მესხეთის მედიასაშუალებების მუშაობით საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია დაინტერესდა

მთავარისაზოგადოება 24.02.2014
რა ბარიერებს აწყდებიან მუშაობის პროცესში მესხეთში მომუშავე ჟურნალისტები და რა პრობლემების წინაშე დგანან მესხეთის მედია-საშუალებები, - ამ საკითხებით საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია დაინტერესდა.

მესხეთის მედიასაშუალებების მუშაობით საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია დაინტერესდა

ახალციხისა და ბორჯომის მედია-საშუალებების ჟურნალისტებთან შეხვედრა დღეს,24 თებერვალს, ახალციხეში შედგა.

დისკუსია ჟურნალისტთა უსაფრთხოების სახელმძღვანელოს, სახელწოდებით „რისკის ქვეშ“, პრეზენტაციით დაიწყო. სახელმძღვანელო საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციისა და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოიცა.

სახელმძღვანელოს ავტორები ბესო მამინაიშვილი, გენო ჯოხიძე და ზვიად ფოჩხუა არიან. მათი განმარტებით, სახელმძღვანელოში აღწერილია ის პრობლემები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს როგორც ზოგადად ქართული მედია, ისე ნებისმიერი ჟურნალისტი.

„წიგნში საუბარია ჟურნალისტებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლებზე, ფიზიკურ უსაფრთხოებაზე, იურიდიულ საფრთხეებზე, ეკონომიკურ საფრთხეებზე და ინფორმაციის მიღება-გავრცელებაზე. გვინდა, რომ ამ სახელმძღავენელოთი ჟურნალისტებს დავანახოთ უკეთესი გზა თუ როგორ შეიძლება აღნიშნული რისკები დავიყვანოთ მინიმუმამდე“,- ამბობს საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ფოჩხუა.

წიგნის პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ჟურნალისტებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რასაც მუშაობის პროცესში აწყდებიან. მათ შორის: საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ღია და დახურული უწყებები, პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა, ცენტრალიზებული უწყებებიდან ინფორმაციის დროულად მიღების სირთულე და ა.შ.

დიდი დრო დაეთმო მედიის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს, როგორიცაა მედიის ბიზნესად ქცევა, რეკლამა რეგიონულ მედიაში, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სირთულეები და ა.შ.

ზვიად ფოჩხუა ამბობს, რომ მესხეთი გამონაკლისი არ არის, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მსგავსი ვითარებაა. თუმცა, მცირე განსხვავებები მაინც არის, მაგალითად, არის რეგიონები, სადაც შედარებით მოგვარებული აქვს მედიას დისტრიბუციისა და რეკლამის მოზიდვის პრობლემები; ასევე, არის რეგიონები, სადაც ჟურნალისტები უფრო აქტიურად იცავენ თავიანთ უფლებებს, თუნდაც, ინფორმაციის მიღებისას.

ფოჩხუას განმარტებით, მსგავსი შეხვედრა თითქმის ყველა რეგიონში გაიმართა. დისკუსიების მიზანი რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების დახმარების მიზნით მათი პრობლემების გაცნობაა. ორგანიზაცია გეგმავს რეგიონებიდან მიღებული ინფორმაცია თავის ანგარიშში ასახოს და მოამზადოს რეკომედაციები, ჟურნალისტების მუშაობის გასაადვილებლად.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის ჟურნალისტებმა ქსელი შექმნეს
იუსტიციის სამინისტროსთან ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია გაიმართება
აგრარული სფეროს უკეთ გასაშუქებლად, ჟურნალისტები ასოციაციაში ერთიანდებიან
მედიის გამოწვევები საარჩევნო პერიოდში – დისკუსია ახალციხეში
რეპატრირებული მესხები მედიაში
ახალციხეში საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის ურთიერთობაზე იმსჯელეს
ახალციხეში გენდერულ საკითხებზე იმსჯელეს