FM97.5 / LIVE

ახალციხეში საარჩევნო მედიაცენტრი გაიხსნა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 26.07.2016
დღეს, 26 ივლისს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მედიაცენტრი გაიხსნა.

ახალციხეში საარჩევნო მედიაცენტრი გაიხსნა
დღეიდან, დეკემბრის ჩათვლით საარჩევნო მედიაცენტრი, კვირის გარდა, ყოველ დღე იმუშავებს.

აქ მოქალაქეებს, მაჟორიტარობის კანდიდატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს , ჟურნალისტებსა თუ პოლიტიკურ პარტიებს საშუალება ექნებათ გამართონ დისკუსიები და მოაწყონ პრესკონფერენციები. ასევე, საარჩევნო სუბიექტები შეძლებენ თავიანთი საარჩევნო პროგრამები წარადგინონ.

ყველა აქტივობა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორებთან შეთანხმებით შედგება, გარდა ამისა, არჩევნების დღეს მედიაცენტრით სარგებლობა და ყველა პოლიტიკურ ძალასთან კონტაქტი შეეძლებათ ჟურნალისტებს. აქ იმუშავებენ სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც საარჩევნო პროცსს მონიტორინგს გაუწევენ და მისი მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან.

არჩევნების დღეს, მედია ცენტრი საარჩევნო უბნების გახსნამდე, ერთი საათით ადრე დაიწყებს მუშაობას. იგი აღჭურვილი იქნება ლაივსტრიმების განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი ტექნიკით.

საარჩევნო მედიაცენტრის პრეზენტაცია, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ახალციხის კოორდინატორის მოადგილემ მზია თამარაშვილმა გამართა. შეხვედრას მედიის, ადგილობრივი თვითამრთველობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„იმედი მაქვს, რომ აქ ხელის გადაგრეხვის პრინციპი არ იქნება და ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბრად შევძლებთ ჩვენი პოზიციის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა შეხვედრაზე „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ახალციხე-ადიგენის საარჩევნო ოლქში გოდერძი კუბლაშვილმა.

კუბლაშვილისგან განსხვავებით, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ რეგიონული კოორდინატორი ჯიმშერ გოგოლაური ეჭვობს, რომ დისკუსიის დროს სხვადსხვა კანდიდატები ოპონირებაზე უარს იტყვიან და შესაძლოა დებატები ვერც შედგეს: „მგონია, რომ ზოგიერთი კანდიდატი არ მოვა სადებატოდ, რადგან სათქმელი არაფერი ექნებათ, იმედია მაგ დეტალებს მედია აქტიურად გააშუქებს“.

წინასაარჩევნოდ მედიაცენტრთან თანამშრომლობას და ამ გზით ჟურნალისტებთან აქტიურ თანამშრომლობას აპირებს პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის“.

„ეს ცენტრი არის ნეიტრალური ზონა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა ეძლევათ ჩამოყალიბდნენ და თავიანთი ხედვა გაუზიარონ მოსახლეობას”, - ამბობს „სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელი ედვარდ კიკნაძე.

ახალციხის გარდა საარჩევნო მედია ცენტრი, საქართველოს ყველა თვითმართველ ქალაქში გაიხსნა, რომლის ფინანსურ მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში უზრუნველყოფს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წინასაარჩევნოდ ახალციხეში მედია ცენტრი გაიხსნება
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საარჩევნო მედიაცენტრები იხსნება
არჩევნებისთვის საქართველოში ათი მედიაცენტრი გაიხსნა
საარჩევნო საკითხებზე სასაუბროდ NCCE მსურველებს საკუთარ სივრცეს სთავაზობს
დებატები ახალციხე–ადიგენის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატებთან
ცესკომ პარტიებს საარჩევნო ნომრები მიანიჭა
15 ივნისს 3,637 საარჩევნო უბანი გაიხსნება