FM97.5 / LIVE

ორ დღეში განხილული აქტუალური თემები

მთავარისაზოგადოება 10.05.2013
უფლება პირად ცხოვრებაზე და მედიის წინაშე არსებული გამოწვევები, პრეზიდენტის ვეტო და ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი დაძლევის პირველი პრეცენდენტი, ასევე, კანონი ამნისტიის შესახებ და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა - ამ და სხვა საკითხებზე ახალციხეში ორდღიანი სემინარი ჩატარდა

ორ დღეში განხილული აქტუალური თემები
სემინარი ახალციხესა და ბორჯომში მოქმედი მედია საშუალებების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და სტუდენტებისთვის გაიმართა.

- 'თემები, რომლის შესახებაც ვისაუბრეთ ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებით საინტერესო ჟურნალისტებისთვისაა, რადგან მათ ამ საკითხებზე მუშაობა ხშირად უწევთ’, - ამბობს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ეროვნული პროგრამის კორდინატორი საქართველოში ეკატერინე ქრისტესაშვილი.

სემინარი გათავისუფლებული პოლიტპატიმრების თემით დაიწყო.

- ’პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში, რომ პარლამენტმა თავად აღიარა პოლიტპატიმრების არსებობა, ამიტომ ვფიქრობ, სემინარის მონაწილეებისთვის ამ საკითხების მოსმენა ძლიან მნიშვნელოვანია’, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ’ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის’ წარმომადგენელი ლია მუხაშავრია.

თემებზე სიძულვილის ენა - ქსენოფობია და ადამიანის უფლებები, ასევე უფლება პირად ცხოვრებაზე და მედიის წინაშე არსებული გამოწვევები, მედია ექსპერტმა ზვიად ქორიძემ ისაუბრა.

- ’მიგვაჩნია, რომ ასეთი საკითხების გაცნობა სჭირდებათ ჟურნალისტებს, ამიტომ ვართ აქ, რომ გავაცნოთ ეს სიახლეები და მოვისმინოთ მათი მოსაზრებები’, - ამბობს ქორიძე.

გაზეთ ’მესხეთის უნივერსიტეტის’ ჟურნალისტი ლიკა ზაზაშვილის თქმით, სემინარზე განხილული ყველა თემა საინტერესო იყო: ”ისეთ საკითხებზე ვისაუბრეთ რაც მეტად აქტუალურია ამ ეტაპზე, ასევე საინტერესო იყო რეკომენდაციების მიღებაც”.

ორდღიანი შეხვედრა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ორგანიზებით მოეწყო. სემინარი გუშინ, 9 მაისს დაიწყო და დღეს დასრულდა.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადამიანის უფლებების დაცვაზე საჯარო მოხელეებისათვის სემინარი იმართება
ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის 2014–2020 წლების სტრატეგიაზე იმსჯელეს
ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე საჯარო პირებისთვის ტრენინგი გაიმართა
მედიის გამოწვევები საარჩევნო პერიოდში – დისკუსია ახალციხეში
10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა
ახალციხეში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე იმსჯელეს
ახალციხეში ადამიანის უფლებების შესახებ იმსჯელეს