FM97.5 / LIVE

ზვიად ქორიძე: ”საზოგადოება უნდა გააქტიურდეს და მედია გამოაფხიზლოს“

მთავარისაზოგადოება 11.05.2013
რა ვითარებაა ქართულ მედიაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ამ საკითხზე მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე გვესაუბრა.

ზვიად ქორიძე: ”საზოგადოება უნდა გააქტიურდეს და მედია გამოაფხიზლოს“
- როგორ შეაფასებთ ქართული მედიის მუშაობას დღეს?

- ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პირველი მთავარი კითხვა იყო ის, თუ როგორ გათავისუფლდებოდა მედია პოლიტიკური წნეხისგან. შეცვლიდან ექვსი თევე გავიდა და დღევანდელი გადასახედიდან, რთული შესაფასებელია, რა შეიცვალა. თუმცა, გარკვეული დადებითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. მაგალითად, პატარკაციშვილების ოჯახისთვის ტელეკომპანია იმედის გადაცემა ძალიან კარგი ნაბიჯი იყო. ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო. ახლა ”იმედს” ძალიან კარგი მდგომარეობა აქვს. გარკვეულწილად შეიცვალა ტელეკომპანია ”რუსთავი 2“–ის მდგომარეობა. ფაქტია, რომ ყოფილი მთავრობის ზეგავლენა ამ ტელევიზიაზე ნაკლებია. მართალია, კვლავ არსებობს იდეოლოგიური ნიშები, თუმცა ის, რომ ”რუსთავი 2“– მა პროგრამა გაცილებით მრავალფეროვანი გახადა, უკვე წინგადადგმული ნაბიჯია.

- დღეს ორი ძალა არსებობს, ორი პოლიტიკური მიმართულება. რა საფრთხეს უქმნის ეს ვითარება მედიას და ხომ არ არის ორ მიმართულებიანი მედიის ჩამოყალიბების საშიშროება?

- რა თქმა უნდა, არსებობს დიდი საფრთხე იმისა, რომ ორ პოლუსიანი მედია მივიღოთ: ”ნაციონალური მოძრაობისა“ და ”ქართული ოცნების“ მედია. ამისაგან თავის დახსნა რთული იქნება. ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდებს გამოვთვამ. მთავარი პროცესი საპრეზიდენტო არჩევნებია. ამის შემდეგ უფრო ადვილი იქნება დასკვნების გაკეთება.

- ის, რაც ბოლო წლებში ხდება საქართველოში, შეიძლება თუ არა საინფორმაციო ომად შეფასდეს?

- დიახ, ხელისუფლება ნამდვილად აწარმოებდა საინფორმაციო ომს. ამის რეციდივები დღესაც არის. მედიამ პოლიტიკურ ძალებს დიდი წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს. საზოგადოებას ხელისუფლების გაკონტროლება მედიის საშუალებით შეუძლია. ჩვენს სინამდვილეში მედია პოლიტიკური ძალების ზეგავლენის ქვეშ მოექცა და ფაქტობრივად საზოგადოებამ მაკონტროლებელი იარაღი დაკარგა.

- როგორ ფიქრობთ, საზოგადოებამ რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში და ზოგადად რა როლი უნდა შეასრულოს მედიის მუშაობაში?

- საზოგადოებას მედიის გაკონტროლების რამდენიმე ბერკეტი აქვს. მან უნდა მიმართოს თვითრეგულირების მექანიზმს. საზოგადოება უნდა გააქტიურდეს და გამოაფხიზლოს მედია. მას აქვს ყველაზე დიდი ბერკეტი: პრესის შემთხვევაში არ უნდა იყიდოს გაზეთი, ტელევიზიის შემთხვევაში–არ უყუროს. როცა ასე მოიქცევი, მედიასაშუალების რეიტინგი დაეცემა. დაბალრეიტინგულ მედიასაშუალებაში კი რეკლამები არ მივა. ასეთი მედია უბრალოდ ჩაიძირება.

- სწორედ რეიტინგის გამო მედიასაშულებები ცდილობენ, გააშუქონ სენსაციები და იყვნენ პირველები. ასეთ პირობებში რამდენად ხშირად არღვევს მედია ეთიკურ ნორმებს?

- მედიასაშულება საზოგადოებას მაშინ იზიდავს, როდესაც მაღალეთიკური ჟურნალისტიკას აკეთებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველ თავში წერია, რომ ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს მომხმარებლის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, ჟურნალისტები უნდა ეცადონ, მოიპოვონ ზუსტი ინფორმაცია და ისე მიაწოდონ საზოგადოებას. ხშირად ჟურნალისტებს ხელში უვარდებათ სენსაციური მასალა, რომლის გავრცელებაც ეთიკური ნორმების დარღვევასთან არის დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტმა საზოგადოებას უნდა აუხსნას, რომ აქვს ასეთი ინფორმაცია და ეთიკური ნორმების დაცვის გამო არ ავრცელებს. მთავარი არ არის დასწრება, მთავარია სიზუსტე და ნორმების დაცვა. როიტერი ამბობს, სჯობს, ვიყო ზუსტი, ვიდრე პირველი. ნამდვილად ასე უნდა იყოს ჩვენს სინამდვილეშიც.

- და ბოლოს, როგორ შეაფასებთ რეგიონული მედიის მუშაობას და რას ურჩევდით ჟურნალისტებს ამ მდგომარეობის შესაცვლელად?

- რეგიონული მედიაც იმავე მდგომარეობაში, როგორშიც ცენტრალური მედია. რეგიონულიც და ცენტრალურიც თანაბრად კონტროლდებოდა. დღეს გამყოფი ხაზი არ გადის. მე იმედი მაქვს, რომ მედია გამოვა ამ მდგომარეობიდან. მედიასაშულაბებმა უნდა შეძლონ საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის გატარება. ჟურნალისტებმა უნდა იმუშაონ კეთილსინდისიერად და დააკმაყოფილონ საზოგადოების მოთხოვნა, მიიღონ ზუსტი ინფორმაცია. მედიასაშუალებებმა ეს უნდა გააკეთონ , წინააღმედ შემთხვევაში ის უინტერესო იქნება და დაიღუპება. მითუმეტეს დღეს საზოგადოება გაცილებით მომთხოვბნია, ვიდრე 10 წლის წინ იყო.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„თუ მედია საზოგადოებას შიშების გადალახვაში არ დაეხმარება, ცუდ შედეგს მივიღებთ“
მედიის გამოწვევები საარჩევნო პერიოდში – დისკუსია ახალციხეში
„საქართველოს რეგიონული მედია ასოციაციის“ განცხადება
კვლევის თანახმად, საქართველოს მედია სექტორი ევროპასა და ევრაზიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია
მედია და ხელისუფლება
გამოვიდა საგაზეთო ჩაანართის „მედია და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ პირველი ნომერი
სამცხე-ჯავახეთს  IREX-ის პროგრამების მენეჯერი მით შელი სტუმრობს