FM97.5 / LIVE

ახალციხეში რელიგიის თავისუფლების შესახებ დისკუსია მოეწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.06.2016
რწმენის თავისუფლება, დისკრიმინაციული შემთხვევები, სახელმწიფო პოლიტიკა რელიგიასთან მიმართებაში, მისი ხარვეზები და გამოწვევები – თემებზე დღეს, 29 ივნისს, ახალციხეში შეხვედრა გაიმართა.

ახალციხეში რელიგიის თავისუფლების შესახებ  დისკუსია მოეწყო

რელიგიური თავისუფლების შესახებ, ახალციხეში შეხვედრა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის მიზანი რელიგიური უფლებების შესახებ, სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანების ინფორმირება იყო.

გარდა ამისა, მონაწილეებმა დისკრიმინაციული შემთხვევები ერთობლივად განიხილეს. საუბარი შეეხო სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხს, კავშირს სახელმწიფოსა და რელიგიურ უმრავლესობას შორის და უმცირესობაში მოქცეულ იმ კონფესიებს, რომელთა დაფინანსებაზეც სახელმწიფო უარს ამბობს.


ახალციხეში რელიგიის თავისუფლების შესახებ  დისკუსია მოეწყოორგანიზატორების თქმით, სახელმწიფო ხშირად იყენებს ისეთ ინსტრუმენტებსა და მიდგომებს, რომლებიც ადამიანის უფლებებიდან არ გამომდინარეობს, რითიც თვითონვე უწყობს ხელს მარგინალიზებას.

"ჩვენი მიზანია, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს დავანახოთ თუ რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგანან რელიგიის თავისუფლების კუთხით, სად არის ხარვეზები, რომელიც დისკრიმინაციას ან სეკულარიზმის კრიზისს იწვევს ქვეყანაში. ძალიან სპეციფიკური და რთულია რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მუშაობა, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ცოდნა გააჩნდეთ რელიგიური ორგანიზაციებს, რომ საკუთარ პოზიციონირებაში, სახელმწიფოსთან კომუნიკაციაში ეს ცოდნა გამოიყენონ და ისინი არ დარჩნენ დაუცველები“, – განმარტავს EMC–ის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები: მუსლიმური თემიდან, კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესიებიდან.

ახალციხეში რელიგიის თავისუფლების შესახებ  დისკუსია მოეწყო მათ რელიგიური უფლებების დარღვევის რამდენიმე მაგალითზე ისაუბრეს: ჭელაში, მოხესა და ადიგენში ორი სარწმუნოების ადამიანების, მუსლიმებისა და მართლმადიდებლების დაპირისპირების, ასევე საკულტო ნაგებობების შეურაცხყოფისა და სადავო შენობების შესახებ. გარდა ამისა, საუბარი შეეხო იმ ხუთ ტაძარს, რომელთა დაბრუნებასაც კათოლიკე მრევლი უმრავლესობისგან მოითხოვს.

"საუბრის გარეშე, ალბათ, რელიგიურ თემებში არსებულ პრობლემებს არ ეშველება. მე ვფიქრობ, ყველა რელიგია არის გზა, მიმართული ღვთისკენ. რწმენა ინდივიდუალური რამეა, რომელიც უხილავის დაჯერებას გულისხმობს, ამიტომ თუ გინდა უკეთ წარმოაჩინო შენი სარწმუნოება და ანახო სხვებს, რომ ის ჭეშმარიტია, უნდა მოიქცე სიყვარულით და არა ძალადობითა და შეურაცხყოფით“, – ამბობს სოფელ მოხის მკვიდრი თამაზ ბერიძე.

ახალციხეში რელიგიის თავისუფლების შესახებ  დისკუსია მოეწყო რელიგიური თავისუფლების შესახებ, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 2012 წლიდან მუშაობს. მათი საქმიანობა ძირითადად კვლევითია. ორგანიზაცია რელიგიურ უმცირესობებს უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს. ამ დროისათვის, ისინი რამდენიმე რელიგიურ თემატიკაზე სამართლებრივად დავობენ: მზადდება განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად მოხეში, მუსლიმების ცემის ფაქტზე, ასევე ქობულეთში, ღორის თავის საკულტო ნაგებობაზე გაკვრის შესახებ.

სასამართლომ დააკმაყოფილმა EMC–ს სარჩელი ქალაქ რუსთავში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის ნებართვაზე, რომელსაც ადგილობრივი მერია არ გასცემდა.

ორგანიზაცია იცავს სახარების რწმენის ეკლესიის უფლებებს, რომელმაც რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების საკითხზე, საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა.

რელიგიური თავისუფლების შესახებ შეხვედრების გამართვას ადამიანის უფლებებისა და სწავლების ცენტრი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გეგმავს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ომბუდსმენი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე
რელიგიურ უმცირესობებს უვიზო მიმოსვლის წესებს გააცნობენ
EMC: რელიგიური ნაგებობების მშენებლობის პრაქტიკა გადასახედია
EMC და TDI რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებას კვლევას იწყებენ
მესხეთში მოღვაწე კათოლიკე მღვდლები ევროინტეგრაციის საკითხებს გაეცნენ
მოხეს სადავო შენობაზე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში საჩივარი შეიტანეს
მოხის კომისიის საქმიანობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში