FM97.5 / LIVE

ბაღებში საკადრო ცვლილებები დაიწყო

მთავარისაზოგადოება » განათლება 04.02.2013
ააიპ ”ახალციხის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ნანა გელაშვილი საქმიაობას დღეიდან შეუდგა.

ბაღებში საკადრო ცვლილებები დაიწყო
ყოფილი ხელმძღვანელი მზია ქობესაშვილი ისევ გაერთიანებში რჩება. ”ახალციხის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას” ახალი შტატი, დირექტორის მოადგილის თანამდებობა დაემატა, ამ პოსტზე იმუშავებს დღეიდან ქობესაშვილი.

- ”ვაპირებთ ერთობლივი მუშაობით და ახალი შემართებით მივხედოთ ბაღებს. გაზაფხულიდან ყველა ბაღის გარემონტება იგეგმება. ყველა ბაღში მივალთ და გავარკვევთ რა მდგომარეობაა”, - გვითხრა ნანა გელაშვილმა.

გელაშვილი ბაღებში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს: ”რეორგანიზაცია აუცილებლად იგეგმება. შეიძლება განთავისუფლდნენ პენსიონერი თანამშრომლები და მენეჯერები. თუმცა, ჯერჯერობით ყველა თავის თანამდებობაზე მუშაობს”.

ახალი ხელმძღვანელი არაოფიციალური ვიზიტით დღეს მეოთხე ბაგა ბაღს ესტუმრა.

- ”ბავშვთა კონტიგენტს გადახედეს, არის თუ არა საჭირო სასწრაფოდ ახალი ჯგუფის დამატება. გასულ თვეებში გაცილებით მეტი გყავდა და ამიტომ გადაწყდა ჯგუფის დამატება, დაათვალიერეს ბაღის ტერიტორია და გაესაუბრნენ მასწავლებლებს”,- გვითხრა ბაღის მენეჯერმა მარინა თოთაძემ.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ჯგუფების დამატება მარტის თვეში იგეგმება.

- ”1 მარტიდან ოთხ ბაღში დაემატება ახალი ჯგუფები. ასევე მარტის თვიდან შეუერთდება სოფლებში მდებარე ალტერნატიული ბაგა-ბაღები: აგარის, სხვილისის აწყურის ანდრიაწმინდის, კლდის და ურაველის”,-გვითხრა გელაშვილმა.

ნანა გელშვილმა 1985 წელს დაამთავრა პოლიტიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტი. 1997 წლამდე მუშაობდა პურის ქარხანაში ინჟინერ-ტექნოლოგად და კადრების განყოფილების გამგედ.

შეგახსენებთ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულენები მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ წლის პრიორიტეტად გამოაცხადა. იანვრისა დასაწყისიდანვე საუბრობდნენ ბაღებში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზეც.

დღეიდან სარემონტო სამუშაოების გამო შეჩერებული სასწავლო პროცესიც ყველა ბაღში განახლდა.
[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაღებში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდა
მზია ქობესაშვილი: "სამართალმა იზეიმა"
საბავშვო ბაღებში საკადრო ცვლილებები იგეგმება
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
ახალციხის ოთხ ბაღში ისევ ღუმელებით თბებიან
ახალციხის ბაღებში სასწავლო პროცესი ორშაბათიდან განახლდება
მუნიციპალიტეტის საჩუქარი ბაღებს