FM97.5 / LIVE

კურორტ აბასთუმანში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბედი გაურკვეველია

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.10.2016
აბასთუმანში, ფალიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის გამო სამი ოჯახი ღია ცისქვეშ დარჩა. ვიდრე ადიგენის გამგეობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან შენობის რეაბილიტაციის ნებართვას მიიღებს, დაზარალებულებმა საკუთარ თავს, თავად უნდა მიხედონ.

კურორტ აბასთუმანში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბედი  გაურკვეველია

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ რადგან დამწვარი შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვერ დაიწყებენ.

„ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, აუცილებლად დავეხმარებით“, – აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი მამუკა კალანდაძე.

„სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე სად იცხოვრებენ დაზარალებული ოჯახები, მანამდე ვიდრე შენობის რეაბილიტაციის ნებართვას მიიღებენ, ასე გვპასუხობს: „ერთ ოჯახს მეორე სახლიც აქვს და იქ გადავა, დანარჩენები ალბათ ნათესავებთან წავლენ“.

შეგახსენებთ, რომ ფალიაშვილის ქუჩაზე, ე.წ. როშის დასახლებაში მდებარე ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გუშინ, 18 ოქტომბერს გაუჩნდა.

ხისგან აშენებულ სახლში ამჟამად სამი ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა გამგებლის წარმომადგენლის დროებით მოვალეობის შემსრულებლის გიორგი გედევანიძის განმარტებით, შენობა კიდევ რამდენიმე პირს ეკუთნის, რომლებიც აბასთუმანში ძირითადად ზაფხულში ჩამოდიან.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კურორტ აბასთუმანში დამწვარ სახლს ნაწილობრივ შეაკეთებენ
კურორტ აბასთუმანში საცხოვრებელი სახლი იწვის [Photo/Video]
აბასთუმანში ხანძრის გამო სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სათავსოებად ქცეული მეჩეთების შესწავლა დაიწყო
აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სახლებს დროებით 20 ოჯახი დატოვებს
სხვილისში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
ხანძრის კერებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სპეციალისტები აკვირდებიან