FM97.5 / LIVE

კურორტ აბასთუმანში დამწვარ სახლს ნაწილობრივ შეაკეთებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.10.2016
აბასთუმანში, ფალიაშვილის ქუჩაზე, ხანძრისგან დაზიანებულ სახლს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ადიგენის გამგეობა გადახურავს. უცვლელი დარჩება გარე ფასადი.

კურორტ აბასთუმანში დამწვარ სახლს ნაწილობრივ შეაკეთებენ

ამ ეტაპზე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები ზარალის ოდენობას აღწერენ. მოგვიანებით კი სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

„სპეციალისტები აბასთუმანში იმყოფებიან და აზომვებს აკეთებენ. შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ გავაკეთებთ სახურავს“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება 21 ოქტომბერს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან ჩამოსულ მონიტორინგის ჯგუფთან ერთად მიიღეს. თუმცა რეაბილიტაცია მხოლოდ სახურავს ჩაუტარდება.

“ფასადს ვერ შევეხებით, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მთავარია რომ ხალხს თავზე არ დააწვიმოს და საცხოვრებელი ჰქონდეს, ჩვენ ახლა ამას ვცდილობთ“, –განმარტავს გოდერძი სხირტლაძე.

შეგახსენებთ, რომ კურორტ აბასთუმანში, ფალიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლს ცეცხლი 18 ოქტომბერს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დაიწვა სახურავი და დაზიანდა კედლები, რის გამოც სამი ოჯახი ღია ცისქვეშ დარჩა. მათ თავი დროებით მეზობლებთან შეაფარეს.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კურორტ აბასთუმანში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბედი  გაურკვეველია
აბასთუმანში ხანძრის გამო სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა
ადიგენში ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავის ნაწილი  გადახადა
კურორტ აბასთუმანში საცხოვრებელი სახლი იწვის [Photo/Video]
აბასთუმანში ქარმა სახლებს სახურავი გადახადა [ფოტო]
სოფელ უდეში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
სოფელ წახანში ავარიული  ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება