FM97.5 / LIVE

კურორტ აბასთუმანში საცხოვრებელი სახლი იწვის [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.10.2016
ადიგენში, კურორტ აბასთუმანში, საცხოვრებელი სახლის სახურავს ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური.

კურორტ აბასთუმანში საცხოვრებელი სახლი იწვის [Photo/Video]

ხანძარი ფალიაშვილის ქუჩაზე, ე.წ. როშის დასახლებაში მდებარე ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. სახლში, რომელიც ხის მასალითაა ნაშენი, რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ამ ეტაპზე დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

"იწვის სახლი, რომელიც ხმელი ხისგანაა გაშენებული. შენობა ისტორიულია, მეხანძრეები ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას, მაგრამ შენობა თითქმის დამწვარია. ამ დროისთვის იქ ოთხი ოჯახი ცხოვრობდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ოჯახები უსახლკაროდ დარჩნენ და შევეცდებით გამოვუძებნოთ თავშესაფარი", – ამბობს აბასთუმნის რწმუნებული მამუკა ფირანიშვილი.

მისივე თქმით, ხანძარი ღუმელის საკვამურიდან გაჩნდა და მთელს შენობას მოედო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. დანიშნულია ექსპერტიზა.

ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც აბასთუმნიდან ერთ–ერთმა ადგილობრივმა გამოგვიგზავნა

კურორტ აბასთუმანში საცხოვრებელი სახლი იწვის [Photo/Video]

კურორტ აბასთუმანში საცხოვრებელი სახლი იწვის [Photo/Video]

კურორტ აბასთუმანში საცხოვრებელი სახლი იწვის [Photo/Video]







[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საცხოვრებელი სახლი იწვის
ახალციხეში საცხოვრებელი სახლი იწვის [ფოტო/ვიდეო]
სოფელ კლდეში სახლი დაიწვა
პატარა პამაჯში საცხოვრებელი სახლი იწვის [photos/Video]
ახალციხეში სამი სახლის სახურავი იწვის
ხანძარი მესხეთის ქუჩაზე [Photo]
ცემში ოთხსულიან ოჯახს სახლი  მთლიანად დაეწვა [ფოტო]