FM97.5 / LIVE

ახალციხის საოლქო კომისიამ საჩივრები განიხილა

მთავარისიახლე, არჩევნები 11.10.2016
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ 14–ვე საჩივარი განიხილა და გადაწყვეტილებები მიიღო. შესაძლოა, ერთი საქმე სასამართლომდე მივიდეს.

ახალციხის საოლქო კომისიამ საჩივრები განიხილა

დღეს, 11 ოქტომბერს #37-ე ახალციხის საოლქო კომისიაში შესული საჩივრების განხილვა ერთი საათის დაგვიანებით, 14:00 საათის ნაცვლად, 15:00 საათზე დაიწყო.

თავმჯდომარემ თეა გავაშელმა, განხილვის პროცესი, ახალციხის მეოთხე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის კახაბერ მოდებაძის საჩივარით დაიწყო. მოდებაძე ახალციხის საოლქო კომისიის წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ეკა ჩიტაშვილს უჩიოდა.

როგორც მოდებაძე საჩივარში აცხადებს, ეკა ჩიტაშვილი მათ უბანზე მივიდა და არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა, ასევე ემუქრებოდა, რომ აღნიშნულზე შესაბამის რეაგირებას მოახდენდა. გარდა ამისა, კახაბერ მოდებაძის თქმით, მუქარები ჩიტაშვილის მიერ უბნის დატოვების შემდეგაც გაგრძელდა: „ტელეფონზე მირეკავდა და მეუბნეოდა, ჩამოვალ უბანზე და გაგგლეჯო“.

კომისიის თავმჯდომარემ თეა გავაშელმა მოდებაძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. რაც იმით ახსნა, რომ საუბნო კომისიის თავმჯდომარეს ან ნებისმიერ წევრს, საჩივრის დაწერის უფლება არ აქვს: „მსგავსი ინცინდენტების შემთხვევაში, თქვენ მაშინვე უნდა მიგემართათ სპეციალური საგამოძიებო სამსახურებისათვის, ჩვენ მაგის განხილვის უფლება არ გვაქვს“.

სხდომაზე ხმაური მოჰყვა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ბიჭიკო მოდებაძის მიერ შეტანილ საჩივარს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ვაჟა ჩიტაშვილის ახალციხის 26-ე უბნაზე მისვლას ეხებოდა. საჩივარს თან ვიდეო ერთვოდა.

მოდებაძე ირწმუნებოდა, რომ ჩიტაშვილი უბანზე მივიდა და შენობაში შესვლას ცდილობდა. სხდომაზე იგივეს ირწმუნებოდა საოლქო კომისიის წევრი „ქართული ოცნებიდან“ როინ თაქთაქიძე.

მიუხედავად ამისა, საოლქო კომისიის თავმჯდომარემ საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც იმით ახსნა, რომ ვიდეოში ჩიტაშვილის მხრიდან ძალადობის ნიშნები და უბანზე შეჭრა არ იკვეთება.

„ფაქტია, რომ არ შეჭრილა უბანზე, არც ძალადობდა და უკანვე გამობრუნდა. ამაზე რა რეაგირება უნდა მოხდეს“, - განაცხადა თეა გავაშელმა.

თავმჯდომარის მხრიდან პასუხის მიღების შემდეგ, სხდომაზე საჩივრის ავტორმა, ბიჭიკო მოდებაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრებს.

რაც შეეხება, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრებს, რომლებიც ძირითადად შემაჯამებელ ოქმებში დარღვევებს ეხებოდა და მათ ბათილად ცნობას, ასევე საუბნო კომისიების თავმჯდომარისა და მდივნის პასუხისმგებლობის დაყენებას ითვალისწინებდა, საოლქომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

იმ საუბნო კომისიების თავმჯდომარეებსა და მდივნებს, ვისთან დაკავშირებითაც ორგანიზაციებმა დარღვევები დააფიქსირეს, საოლქო შენიშვნებსა და გაფრთხილებებს მისცემს. ოქმების გაბათილების ნაწილში კი კომისიამ ხარვეზები ვერ დაინახა.

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, #44-ე ახალციხე-ადიგენის საარჩევნო ოლქში შესული საჩივრების განხილვა დღეს დასრულდა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“ გაასაჩივრებენ თუ არა საოლქო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი გადაწყვეტილებებს განკარგულებების სახით მიაწვდის.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საოლქომ  ცხრა საჩივრიდან ერთი დააკმაყოფილა
ბორჯომის საოლქო კომისიამ განცხადება-საჩივრების განხილვა დაასრულა
სამცხე-ჯავახეთის არცერთი ოლქის საჩივარი სასამართლომდე არ მისულა
ახალქალაქის საოლქო კომისიამ ათი საჩივრიდან შვიდი განიხილა
ხმაური საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვისას
საჩივრების განხილვა სასამართლოში გაგრძელდება
განუხილველი და დაუკმაყოფილებელი საჩივრები ახალციხის ოლქში