FM97.5 / LIVE

30 ოქტომბერს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 29.10.2016
30 ოქტომბერს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება. არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში იმართება, აქედან 18 ოლქი თბილისშია, 32 კი რეგიონებში, მათ შორის, ერთი სამცხე–ჯავახეთში.

30 ოქტომბერს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება

არჩევნების მეორე ტური ყველა იმ ოლქში დაინიშნა, სადაც კანდიდატმა ”საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შესლო.

8 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, მაჟორიტარულ ოლქებში ”ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი კანდიდატები ლიდერობენ, გარდა მარნეულის #36-ე, ხაშურის #43-ე და ახალციხის #44-ე ოლქებისა, სადაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით, მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა აჯობეს.

არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთის მთავარი კონკურენტი ”ქართული ოცნება” და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად დეპუტატობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

#44 ახალციხე–ადიგენის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები არიან გიორგი კოპაძე, "ქართული ოცნებიდან" და ვაჟა ჩიტაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან". არჩევნების პირველ ტურში ვაჟა ჩიტაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 44.07%, გიორგი კოპაძემ კი 39.65% მიიღო.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური, N44 ახალციხე–ადიგენის ოლქში, 53 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. აქედან, 18 უბანი ადიგენშია, 35 კი ახალციხეში.

ცესკოს ცნობით, არჩევნების მეორე ტურები ჯამში 2 229 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, მათ შორის 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას 2 478 042 ადამიანი მიიღებს.

ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, ყველა უბანს გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია და ხვალ დილის 8:00 საათიდან ყველა უბანი მზად იქნება არჩევნების ჩატარებისთვის

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი 18 ნოემბრის ჩათვლით (ამ დღეს ბოლო ვადაა) უნდა გამოსცეს. რაც შეეხება ახალარჩეული პარლამენტის შეკრების პირველ დღეს, პარლამენტის პირველი სხდომა 19 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს პრეზიდენტი ნიშნავს. ასევე პრეზიდენტი ხსნის ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება
არჩევნების მეორე ტურის თარიღი გაირკვა
მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
გიორგი კოპაძე /ვაჟა ჩიტაშვილი – მოგებული და წაგებული უბნები და შანსები მეორე ტურისთვის
ახალციხე–ადიგენში მაჟორიტარული არჩევნები გიორგი კოპაძემ მოიგო
მაჟორიტარები მეორე ტურისთვის ემზადებიან
დღეს ბორჯომში არჩევნების მეორე ტური იმართება