FM97.5 / LIVE

ახალციხის მერობის დამარცხებული კანდიდატები შედეგებს აფასებენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 10.10.2016
რომელი კანდიდატი ფიქრობს, რომ დამოუკიდებლად კენჭისყრის შემთხვევაში უფრო მეტ ხმას მიიღებდა და რას პროგნოზირებენ მეორე ტურის შედეგებზე;

ახალციხის მერობის დამარცხებული კანდიდატები შედეგებს აფასებენ
ახალციხეში ქალაქის მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის გაიმართება. დამარცხებული კანდიდატების შეფასებები შედეგებთან და ასევე, მეორე ტურზე წინასწარ პროგნოზებთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარია.

ახალციხის მერობის კანდიდატი „ბურჭულაძის“ პარტიიდან ფიქრობს, რომ თუ კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა, გამარჯვების მეტი შანსი ექნებოდა.

„მეტის მოლოდინი არც მქონდა, ვამბობდი, რომ მაქსიმუმ 10% მიგვეღო, რადგან თავიდანვე ცენტრალურ ოფისში არეულობა იყო, ხან ვინ შედიოდა და ხან ვინ გამოდიოდა. არ მჩვევია ღალატი, ბურჭულაძეს დიდ პატივს ვცემ და უბრალოდ იმიტომ ვიდექი მათ გვერდში ბოლომდე“, – ამბობს ივანე გვარამაძე.

შეკითხვაზე, რჩება თუ არა პარტიაში გვპასუხობს: „არ ვიცი, ვერ გეტყვით. საქართველოს გულისთვის სადაც ჩამთვლიან საჭიროდ, იქ ვიქნები. ჩემი ქვეყნის გულისთვის ყველგან წავალ“.

მერობის დამარცხებული კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსიდან“ ბესიკ ტაბატაძე კომენტარს არ აკეთებს. ამბობს, რომ მის პარტიას ერთი დღით დუმული აქვს გამოცხადებული და შედეგების შეფასებაზე ხვალ ისაუბრებს.

რაც შეეხება, კიდევ ერთ დამარცხებულ კანდიდატს, „ეროვნული ფორუმიდან“ ჯუმბერ ინასარიძეს აცხადბს, რომ ახალციხეში კანდიდატს პარტიის ნომრით ირჩევენ და მის პიროვნებას ყუარდღებას არ აქცევენ. შეკითხვაზე, მაშინ მისმა პარტიამ რატომ ვერ მიიღო ხმების დიდი ოდენობა, ინასარიძე გვპასუხობს: „ჩემ პარტიაში კანდიდატები ვინც იყვნენ ჩემზე მეტი ხმა არავის მიუღია, მხოლოდ ანი მიროტაძემ გამასწრო ცოტა მეტი ხმით“.

ქალაქის მერობის კანდიდატები ამბობენ, რომ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით, ამჯერად გარემო ბევრად თავისუფალი იყო,თუმცა, გამოიკვეთა დარღვევები და გადაცდომებიც.

რაც შეეხება მეორე ტურს, რომელშიც ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები შეეჯიბრებიან, ჯუმბერ ინასარიძე ვარაუდობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკმაო დამაჯერებლობით გაიმარჯვა და თუ ეს მაჩვენებელი შეინარჩუნეს, გამარჯვება ისევ მათ დარჩებათ. ზოგადად, ინასარიძე „ნაციონალების“ გამარჯვებას უარყოფიად აფასებს.

ამ თვალსაზრისით, მის პოზიციას იზიარებს ივანე გვარამაძეც: „წარსულში დაბრუნებას ისევ ჯობია, რომ წინ გადავდგათ ნაბიჯები. „ნაციონალების“ ჩადენილი საქმეები რომ დაგვავიწყდეს ძალიან დიდი დრო უნდა გავიდეს“.

შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს ახალციხის მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობას ხუთი კანდიდატი იღებდა. მათ შორის სამი დამარცხდა, ორი კი მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს: „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ვლადიმერ ზედგინიძემ 36,99%, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ირაკლი ერეკლიშვილმა კი 45,98% მიიღო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კვირის აქცენტი:  მერობის კანდიდატები მეორე ტურის მოლოდინში
როგორ აფასებენ არჩევნების შედეგებს საარჩევნო სუბიექტები
როგორ განაწილდა ხმები ახალციხის მერობის კანდიდატებს შორის
ვლადიმერ ზედგინიძე: „არ დავმარცხებულვარ“
მერობის კანდიდატები წინასარჩევნო კამპანიებს ასრულებენ
ახალციხის მერობის კანდიდატები მიღებულ შედეგებს აფასებენ
‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალციხის მერობის კანდიდატი წარადგინა