FM97.5 / LIVE

შშმ პირთა საჭიროებები და მხარდამჭერი სერვისები – შეხვედრა ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.06.2019
დღეს, 19 ივნისს, ახალციხეში ადგილობრივი თვითმმართველობის, სკოლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შშმ პირების საჭიროებებზე, მათთვის ადაპტირებული გარემოს მოწყობასა და მრჩეველთა საბჭოების გაძლიერებაზე ესაუბრნენ.

შშმ პირთა საჭიროებები და მხარდამჭერი სერვისები – შეხვედრა ახალციხეში

შევედრა დებატების რეჟმში ჩატარდა. ადგილობრივებს თბილისის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე ესაუბრა. მან შშმ პირებისთვის ინკლუზიური განათლების ხელშემწყობ გარემოს აუცილებლობაზე და თბილისის მერიის მიერ შემუშავებულ სერვისებზე ისაუბრა.

„მაგალითად: მათთვის, ვისთვისაც ტრანსპორტში სიმაღლეზე ასვლა პრობლემაა, ავტობუსების ნაწილი ადაპტირებულია. უსინათლოთათვის მნიშვნელოვანია, რომ აცხადებენ ადგილმდებარეობას, რათა იცოდნენ, სად არიან. ქალაქში უნდა იყოს, ასევე, ნიშნები, რომ ადამიანს მიმართულება უჩვენოს. ადაპტირებული ანუ შედარებით დაბალი უნდა იყოს ტროტუარები, კიდევ მარტივად მოწყობილი გაჩერებები და გადასასვლელები. ზოგი გაჩერება თბილისში ჩვენ შევწიეთ, რათა ადვილად მისადგომი ყოფილიყო“,–ამბობს სოფრომაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გურამ მელიქიძე შეხვედრაზე განაცხადა, რომ თვითმმართველობა მაქსიმალურად ცდილობს, ის შენობები, რომლებსაც სრული რეაბილიტაცია უტარდებათ, შშმ პირთათვის ადაპტირებული გახდეს.

„შეზღუდული შესაძებლობების მქონე პირებისათვის საზოგადოებაში ინტეგრაცია მუნიციპალიტეტისათის არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ეს დაკავშირებულია ბევრ სირთულესთან. ბოლო წლების განმავლობაში ამ ადამიანებისთვის არანაირი სერვისი არ იყო. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შშმ პირთა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ერთობლივად ვცდილობთ გარკვეული საკითხების გადაწყვეტას“, – ამბობს მელიქიძე.

მრგვალი მაგიდა ევროკავშირის პროექტის – „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“ – ფარგლებში გაიმართა. პროექტს საქართველოს არბაითერ–სამარიტერ–ბუნდი, მის პარტნიორ ორგანიზაციებთან–განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან და მოძრაობა „ ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ – თანამშრომლობით“ ახორციელებს.

შშმ პირთა საჭიროებები და მხარდამჭერი სერვისები – შეხვედრა ახალციხეში

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შშმ პირები გაერთიანების ჩამოყალიბებას აპირებენ
ახალციხეში შშმ პირებისთვის ადაპტირებული  გარემოს შექმნაზე იმსჯელეს
შშმ პირთა უფლებების კონვენციის ანგარიშის განიხილვა
ცესკო: არჩევნებმადე შშმ პირებისთვის ადაპტირებული უბნების რიცხვი გაიზრდება
შშმ პირების უფლებების დაცვისთვის ახალი პროექტი დაიწყო
პოლონელი სპეციალისტები შშმ პირთა საჭიროებების საკითხებზე  ტრენინგებს ატარებენ
შშმ პირების მსვლელობა პროტესტის ნიშნად