FM97.5 / LIVE

პოლიტიკური პასიურობა ახალქალაქში

მთავარიპოლიტიკა 31.01.2013
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი პრეზიდენტის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად გაიყო. გახშირდა პრეზიდენტის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო აქციებიც. რა ხდება ამ მხრივ ახალქალაქში

პოლიტიკური პასიურობა ახალქალაქში
საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ქვეყნის მოსახლეობა სამ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრედ რჩება, მეორე ნაწილი პრეზიდენტის მოწინააღმდეგეა და მის გადადგომას ითხოვს, მესამე ნაწილი კი ნიჰილისტურ განწყობას ინარჩუნებს და პოლიტიკურ პროცესებში საერთოდ არ ერევა. არჩევნების შემდგომ რადიკალურადაა შეცვლილი ვითარება ახალქალაქშიც. თუ ადრე აქ უმრავლესობა პრეზიდენტის მხარდამჭერი იყო, ახლა ადგილობრივების უმეტესობას პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს.

ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მონაცემებით, არჩევნების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის მოსახლეობის 29% უჭერს მხარს. არჩევნებამდე ეს მონაცემი 61% იყო.

ახალქალაქში მცხოვრებლები პრესასთან ღიად საუბარს კვლავ ერიდებიან, ამიტომ 20 მოქალაქე ანონიმურად გამოვკითხეთ. მათგან ხუთი გამოკითხული ამბობს, რომ პრეზიდენტი უნდა გადადგეს, ამდენივე ამ იდეის წინააღმდეგია, ოთხი ადამიანისთვის ეს საკითხი სულ ერთია, ხოლო ექვსმა არ იცის, უნდა თუ არა პრეზიდენტის გადადგომა.

„ამ პირობებში მან საკუთარი თავი უკვე ამოწურა. პრეზიდენტის პოსტი უნდა დატოვოს და მმართველობის სადავეები ახალ მთავრობას გადასცეს. თუმცა ოპოზიციაში უნდა დარჩეს და ოპოზიცია მთავრობის კონტროლისთვის მუშაობდეს“, - გვითხრა ერთ-ერთმა გამოკითხულმა.
„მის (მიხეილ სააკაშვილის) კანდიდატურას მხარს ვუჭერ, რადგან ვხედავ, რა გააკეთა. დარწმუნებული არ ვარ, რომ ახლანდელი ხელისუფლება რაიმეს გაკეთებას შეძლებს“, - გვიპასუხა პრეზიდენტის მომხრემ.

„ახალ ხელისუფლებაში დარწმუნებული არ ვარ. ამიტომ ჯერჯერობით არ ვიცი, რა უკეთესია და რა უარესი“, - გვიპასუხა ახალქალაქელმა ქალბატონმა, რომელსაც პოზიცია ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული.

ახალქალაქისგან განსხვავებით, საქართველოს სხვა ქალაქებში მცხოვრებ მოსახლეობას პოზიციების გარკვევაში სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესები ეხმარება, ახალქალაქში ამ მხრივ სიჩუმეა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ერთსულოვნება“ იმერეთის ყოფილი გუბერნატორის თემურ შაშიაშვილის ხელმძღვანელობით პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მილიონი ხელმოწერა შეაგროვა. ხელმოწერების შეგროვება საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართული მიტინგით დასრულდა.

პრეზიდენტის მოწინააღმდეგეთა საპირწონედ დაიწყო მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა ხელმოწერების შეგროვება. ამ საქმეს მოძრაობა „პატრიოტები“ ხელმძღვანელობდა.

ხელმოწერების შეგროვება ორივე მხრიდან მთელ საქართველოში მიმდინარეობდა. სამცხე-ჯავახეთში კი ხელმოწერების პროცესი ასპინძას არ გასცდენია. არცერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ახალქალაქისა და ნინოწმინდის სომხური ეთნოსით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში არ გამოჩენილან.

სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის კონკრეტულად რა პროცენტი უჭერს მხარს ან წინააღმდეგია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, უცნობია.
სამცხე-ჯავახეთის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭოს კოორდინატორი არტაკ გაბრიელიანი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის პასიურობა ამ საკითხში ჯავახეთის სომხურენოვან მოსახლეობაში ჯერ კიდევ შენარჩუნებული შიშის ფაქტორითაა განპირობებული.

„რეალურად მნიშვნელოვანია არა სააკაშვილის პიროვნება, არამედ ორხელისუფლებიანობა. ნებისმიერი ტიპის ორხელისუფლებიანობა ქვეყანას ანგრევს. ის, რომ ჩვენ ანტისამთავრობო განწყობა გვაქვს, ბუნებრივია. ყველამ იცოდა, რომ ყველაფერი პრეზიდენტისგან მოდის. განწყობა არის, მაგრამ შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ მთელ ქვეყანაში და რეგიონებში პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ, ჩვენ კი არა, რადგან ხალხში შიში კიდევ არის დარჩენილი. ის გავლენა, შიშის თვალსაზრისით და ზეწოლა სხვა რაიონებში არ ყოფილა“, - ამბობს არტაკ გაბრიელიანი.

რეალურად, რა მოქმედებს ახალქალაქის მოსახლეობის პოზიციაზე, შიში თუ საზოგადოებრივი და პოლიტიკური პასიურობა - ძნელი განსასაზღვრია. ფაქტი ერთია, ახალქალაქში პოლიტიკური ტემპერატურა ჯერ ისევ დაბალია.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს ასპინძაშიც აგროვებენ
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება [Video]
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები კარავში გროვდება
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ახალციხეში 1850 ხელმოწერა შეგროვდა
დღის კითხვა: ახალციხელები უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად სააკაშვილის დანიშვნის შესახებ [Video]

”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ასპინძაში დღეს აქციას გამართავს